Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ომიც გვქონდა, ტერიტორიებიც დავკარგეთ და ასეულ ათასობით დევნილიც გვყავს, მაგრამ...

ნანა კაკაბაძე: ომიც გვქონდა, ტერიტორიებიც დავკარგეთ და ასეულ ათასობით დევნილიც გვყავს, მაგრამ ჩვენზე ზრუნვით თავი არავის მოუკლავს

უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კვლავ აქტიურად ცდილობს საქართველოს ჩაბმას რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. ომის დაწყებიდან თვენახევრის თავზე კიევის ეს მცდელობები სულ უფრო აშკარაა. დაუფარავ ხასიათს იღებს სხვადასხვა სახის ზემოქმედება კოლეტიური დასავლეთიდანაც. “სტრატეგიული პარტნიორებიმმართველ გუნდს მწვავედ აკრიტიკებენიმის გამო, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს. კრიტიკის ფონზე ისმის უმძიმესი ბრალდებებიც. კიევი თბილისს რუსეთთან თანამშრომლობაშიც ადანაშაულებს. იმის ნაცვლად, რომ ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობას იხდიდნენ, ზელენსკი და მისი გუნდი ბინძურ ცილისწამებასაც არ ერიდება, არ ერიდებიან იმის თქმას, რომ, თურმე, საქართველო რუსეთს ეხმარება

წინა კვირას უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. უკრაინელთა მტკიცებით, რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდისტულ არხს ქმნის რომლითაც, თურმე, კრემლი გარკვეული ტიპის შეიარაღებას და სანქცირებული საქონლის მიწოდებაზე. კიევმა, მართალია, ეს ბრალდებები ვერაფრით დაამტკიცა, მაგრამ შემდგომი განცხადებები კიდევ უფრო უტიფარი და გამაოცებელი იყო _ კონკრეტული ფაქტების არარსებობის ფონზე მათ ცილისწამებისთვის არათუ ბოდიში მოიხადეს, არამედ მტკიცების ტვირთი საქართველოზე გადმოიტანეს. ახლა საქართველომ უნდა ამტკიცოს, რომ ის, რაც უკრაინის ხელისუფლებამ პროვოკაციულად დააბრალა, სიმართლე არ არის, უნდა უმტკიცოს უკრაინასაც და დასავლელ პარტნიორებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმუქრებიან, რომ იფიქრებენ, რა ქმედებები განახორციელონ საქართველოს ხელისუფლების “არამეგობრულ პოლიტიკაზე…”

 რა მიზანს ემსახურებოდა რეალურად კიევის აბსურდული ბრალდებები საქართველოს მიმართ და რა საფრთხეეს შეიძლება, ეს შეიცავდეს ჩვენთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ორგანიზაციისყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვისხელმძღვანელი, უფლაბადამცველი ნანა კაკაბაძე.

 _ ქალბატონო ნანა, უკრაინის ხელისუფლება დღითიდღე დაუფარავად გამოხატავს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საქართველო არ უწესებს სანქციებს რუსეთს, არ ეწევა ანტირუსულ პოლიტიკას და არ იწყებს ომსამ რიტორიკის გაგრძელება იყო წინა კვირას უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებული აბსურდული განცხადება, რომ თურმე რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდისტულ არხს ქმნის

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. სამწუხარო რეალობაა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, უკრაინა იქცა აქედან გაქცეული კრიმინალების თავშესაფრად. უკრაინელებმა მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორებიცაა ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, მუხაძე _ გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი და ა.შ. რაც მთავარია, წლების განმავლობაში იფარავდნენ სისხლიანი რეჟიმის მთავარ შემოქმედს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იქიდან განადგძობდა პოლიტიკურ მავნებლობას საქართველოს წინააღმდეგ. სააკაშვილი დღემდე იქნებოდა ხელშეუხებელი, რომ არა ისევ მისი გაუაზრებელი ნაბიჯი და საკუთარი ფეხით ჩამოსვლა საქართველოში რევოლუციის იმედით. აი, ეს არის რეალობა. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, იმ ფონზე, როცა საქართველო ყველაფერს აკეთებს, უკრაინის დასახმარებლად, უგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს, იღებს ათასობით ლტოლვილს და .. იქიდან გვესმის ბინძური ცილისწამებაწარმოიდგინეთ, ასეულ ათასობით საკუთარი დევნილი გვყავს, ტერიტორიების ერთმესამედს ვერ ვაკონტროლებთ და იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში მადლობა გვითხრან თანადგომისთვის, კეთდება უტიფარი განცხადებები, რომ, თურმე, საქართველო არაფერს აკეთებს. რა უნდა გავაკეთოთ, ომი დავიწყოთ რუსეთთან? დაეწყოთ თვითონ 2008 წელს, როცა საქართველო იბომბებოდა. რა, ჩვენი ბედი თუ წყდება ახლა უკრაინაში, როგორც გვარწმუნებენ, მათი ბედი არ წყდებოდა აქ 2008-ში? სად იყო მაშინ ბატონი ზელენსკი, ბატონი არესტოვიჩი?.. მე რატომღაც არ მახსენდება მათი სოლიდარობა…

_ “ნაციონალური მოძრაობაახსენეთ და, თქვენი აზრით, ის აბსურდული კრიტიკა, რომელიც დღეს ისმის უკრაინის ხელისუფლებისგან საქართველოს მისამართით, “ნაცმოძრაობისმიერაა პროვოცირებული?

_ ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს საქართველოს დისკრედიტაციისთვის, ყველაფერს აკეთებს, რომ მსოფლიოს თვალში წარმოგვაჩინოს, როგორც უკრაინის მიმართ არასოლიდარული მხარე. რა არის მიზანი, ალბათ, ყველასთვის გასაგებია, მათი მიზანია არა უკრაინის დახმარება, არა საქართველოს დაცვა და გადარჩენა, არამედ, დაბრუნება ხელისუფლების სათავეში. აი, ამ შესაძლებლობას ხედავს სააკაშვილის კრიმინალური სექტა ქვეყნის ჩათრევაში რუსეთთან ომში. მართალია, ეს ომი ჩვენ გაგვანადგურებს და კიდევ უფრო მეტს დაგვაკარგვინებს, მაგრამ მათთვის ეს არ არის პრობლემა, მხოლოდ თბილისი რომ დარჩეს და მისი შემოგარენი, თანახმა იქნებიან, ოღონდ, იქ თვითონ იყვნენ სათავეში და მათი რეჟიმი დამყარდეს. აქვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას მინდა, შევეხო:

ამას წინათ გამოვიდა ზელენსკი და განაცხადა, ერთერთმა ევროპელმა ლიდერმა ეჭვი შეიტატა ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის ნამდვილობაშიო. ხვდებით, რაზეა ლაპარაკი? ვიღაცა საჯაროდ ამბობს, რომ ბუჩას კადრები შეიძლება, ინსცენირებული ყოფილიყო და ზელენსკი არათუ მის კრიტიკას ვერ ბედავს, საერთოდ, არც კი ასახელებს მის ვინაობას. ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ გაებედა ვინმეს მსგავსი განცხადების გაკეთება, რა მოხდებოდა. ხომ გამოიყვანდნენ ერის მოღალატედ და გამოაცხადებდნენ კაცობრიობის წინაშე დამნაშავედ?!. მიჩნდება შეკითხვა _ ჩვენ მიმართ რატომ არის ყველაზე მეტი პრეტენზია, რატომ ითხოვენ ჩვენგან, რომ მაინცდამაინც ჩვენ ვიყოთ წინა ხაზზე? იცი, როგორი შთაბეჭდილება მრჩება? რომ თითქოს ვიღაცის წინაშე რაღაცით დავალებული ვართ, თითქოს ვიღაცამ ოდესღაც ჩვენს გამო თავი გაწირა და ახლა ჩვენ ვართ ვალდებული, იგივე გავაკეთოთ… არავისთან არანაირი ვალდებულება არ გვაქვს და არავის აქვს უფლება, მოგვთხოვოს ომის დაწყება. ომიც გვქონდა, ტერიტორიებიც დავკარგეთ და ასეულ ათასობით დევნილიც გვყავს, მაგრამ არავის ჩვენზე ზრუნვით თავი არ მოუკლავს _აი, ეს არის რეალობა.

_ დავუბრუნდეთ იმ ბრალდებებს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უყენებსქართულ ოცნებას,” ვგულისხმობ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდისტული დერეფნის შექმნის აბსურდულ განცხადებას. ეს ბრალდებები უშუალოდ უკრაინის ხელმძღვანელობისგან მოდის, თუ უფრო დიდი ძალები შეიძლება, იდგნენ ამ ყველაფრის მიღმა?

_ რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პოლიტიკური გზავნილი, აქ გაცილებით დიდი ინტერესებია. გაიხსენეთ ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელების განცხადებები. ისინი, პრაქტიკულად, ერთი-ერთზე იმეორებენ ზელენსკის რიტორიკას, ოღონდ, ცხადია, უფრო დიპლომატიურად…

_ რომელ განცხადებებს გულისხმობთ?

_ ნატოსა და ევროკავშირის ლიდერების მუმდივად ხაზს უსვამენ, რომ გააძლიერებენ ჩვენს მხარდაჭერას, გაგვიზრდიან დახმარებას და ა.შ. ოღონდ რაში გამოიხატება ეს, არ ვიცი. ალიანსში არ გვიღებენ, არ გვიღებენ ევროკავშირში, უბრალოდ, გვესმის ლოზუნგები, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება და ჩვენი გადასაწყვეტია, საით წავალთ… კი ბატონო, ლოზუნგების დონეზე ეს კარგია, მაგრამ რეალური პოლიტიკა ხომ ლირიკა არ არის?! ჩვენ ვხედავთ, აგერ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა თითქმის 50-მილიონიანი უკრაინა და ვინ იცავს მას? არავინ… ვინ დაიცავს საქართველოს, ხვალ-ზეგ ანალოგიურ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდეთ?! ახლა ვიღაცები გამოხტებიან და დაიწყებენ მორალისტობას _ აბა, არ ვიომოთ, არ დავიცვათ სამშობლო? იცით, ამ განცხადებებს ყველაზე ხშირად ვინ აკეთებს და ვინ ყელყელაობს ყველაზე მეტს? _ ის ადამიანები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტორში ფულით სავსე ჩემოდნები ეკავა ორივე ხელში და გასაქცევად ემზადებოდნენ. ვინ იშოვა იმხანად მილიონები და ვინ აფინანსებს ახლა იმ ფულით საქართველოში ზონდერმედიებს, ყველამ ვიცითიგივე ხალხს უნდა დღესაც ომი. სხვათა შორის, 2008 წლის შემდეგ ხალხმა “ნაციონალურ მოძრაობას” წაგებული ომის პარტია შეარქვა. მე დავამატებ და ვიტყვი, რომ ის არის არა მხოლოდ წაგებული, არამედ წასაგები ომის პარტიაც. წაგებული ომი მათ კარგად აქვთ დაცდილი _ ეს ჩვენ წავაგეთ, ხალხმა და ქვეყანამ, თორემ მაგათ ფული იშოვეს, მილიონები და მილიარდები გაიტანეს ოფშერებში, და დღემდე ფუფუნებაში ცხოვრობენ საზღვარგარეთ…

_ დავუბრუნდეთ ისევ წნეხის თემას, რომელიც ხელისუფლებაზე ხორციელდება იმის გამო, რომ არ იწყებს ომს და არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, გაუძლებსოცნებაამ ყველაფერს ბოლომდე? ხომ არ არის საშიშროება, რომ მაინც მოახერხებენ ჩვენს ჩათრევას რუსეთთან სქმხედრო კონფრონტაციაში?

_ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: არის ხალხში სოლიდარობაც, არის თანადგომა და გულწრფელი თანაგრძნობა უკრაინისადმი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული, რას მოგვიტანს ომი. ჩვენ ვართ 3 მილიონიანი ერი სუსტი ეკონომიკით, სუსტი თავდაცვით, შეიარაღებით და ა.შ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ტერიტორიების მესამედს ვერ აკონტროლებს. ომი ჩვენთვის იქნება გამანადგურბელი. რაც შეეხება შეკითხვას, გაუძლებს თუ არა ხელისუფლება წნეხს და აიცილებს თუ არა რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხეს, რომლის პროვოცირებაც გარე თუ შიგა ძალებს სურთ, ვფიქრობ, “ოცნებაში” კარგად აცნობიერებენ, რომ ის, რაც უნდა დესტრუქციულ ოპოზიციას, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს; ეწინააღმდეგება ქართველი ხალიხის ნებას და სურვილებს. მათ უნდათ ომი და ნგრევა, მათ სურთ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ იქნეს დასავლეთის მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებული კრემლის წინააღმდეგ. რას მოიტანს ეს? ჩვენთვის არაფერს, გარდა ისეთივე ტრაგედიისა, როგორიც უკრაინაში ხდება. სამაგიეროდ მოიტანს დასავლეთისთვის, მისი ინტერესების გამტარებლებისთვის აქ, რომლებიც მზად არიან, ქვეყანა ფიზიკურად გაწირონ, ოღონდ მათი პოლიტიკური კეთილდღეობა იყოს გარანტირებული…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here