მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუგიანიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა გამოკითხონ.
მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ საქმის პროკურორები: ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი.
პროკურატურამ ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების გამოკითხვაც სცადა, თუმცა მათ საგამოძიებო უწყებაში ჩვენებები არ მისცეს, რის შემდეგაც, ისინი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარეს