Home სხვადასხვა დაიჯესტი მსოფლიო ჯოჯოხეთისკენ მიილტვის

მსოფლიო ჯოჯოხეთისკენ მიილტვის

133
მსოფლიო ჯოჯოხეთისკენ მიილტვის

მიაჩნიათ, რომ ბევრი ადამიანისთვის, რომლებმაც თავიანთი მეორე ნახევრები დაკარგეს, სექსთოჯინები მარტოობის გასაქარვებელი საშუალება გახდა. იცის ეს კომპანია “ლუქს ბოტისმაც”, რომელიც სექსრობოტებს ამზადებს; იცის და წინაც მიიწევს _ აპირებს გარდაცვლილი პარტნიორების მოდელების დამზადებას თანამედროვე სამგანზომილებიანი მეთოდის გამოყენებით.

ამ გადაწყვეტილებისკენ კომპანიას უბიძგა სექსთოჯინებზე მოთხოვნის გაზრდამ, პანდემიამ, რომელსაც ბოლო არ უჩანს და იმ შეზღუდვებმა, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნებშია დაწესებული. ასე აპირებენ მარტოსულების სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

კომპანია Adult Companion-ის საფლაგმანო მოდელი, სახელად სტეფანი 6000 აშშ დოლარად იყიდება.

მოდელს შეუძლია საუბრის იმიტირება, განასხვავებს სახეებს და ხელოვნური ინტელექტის შეზღუდული უნარიც გააჩნია.

კომპანია აცხადებს, რომ შეძლებს, დაამზადოს დაკარგული საყვარელი ადამიანის ფაქსიმილეც. დამზადების სრული ციკლის გავლის შემდეგ მოდელს შეღებავენ სიცოცხლეში მისთვის დამახასიათებელი ფერების გათვალისწინებით. ტუჩების, წარბებისა და სხვა დეტალების ფერების დაკვეთა კლიენტებსაც შეუძლიათ.

“ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ მოლაპარაკე რობოტები, მაგრამ არ დაგვიმზადებია ისეთები, რომლებიც დადიან თავისი ნებით _ სურთ და დადიან, _ განუცხადა Daily star-Lux-ის დამფუძნებელმა ბიორნმა, _ უახლოეს მომავალში ამასაც მოვახერხებთ. ჩვენ შეგვიძლია სხეულის უმეტესი ნაწილების დამზადება, რითაც შესაძლებელს გავხდით მოძრაობის რეალისტურობას”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here