Home სხვადასხვა დაიჯესტი  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ჭირი მოგვჭამა?

 მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ჭირი მოგვჭამა?

1479

14 ივნისს ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის ქვეყნებმა ერთხმად გადაწყვიტეს, აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე შემოღებული საბაჟო გადასახადების საპასუხოდ გადასახადები დააწესონ აშშ-ის პროდუქციაზე. გადასახადები შეეხება რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქტს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო, კვების, მეტალურგიის პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ. ამ გადაწყვეტილებას ევროკომისია მალე დაამტკიცებს და თვის ბოლომდე აამოქმედებს. აქ მთავარი არის ის, რომ, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მოქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეგულაციებს.

ისმის კითხვა: როცა აშშ და ევროპა უკანმოუხედავად არღვევენ საერთაშორისო ვაჭრობის წესებს, როცა ეს მათ ხელს აძლევთ, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო _ მორჩილად დავუხაროთ თავი ჩვენი დასავლელი “მეგობრების” მოთხოვნა-მითითებებს, თუ ჯერ ავწონ-დავწონოთ, ეს მოთხოვნები ჩვენთვის კარგია თუ ცუდი? გავიხსენოთ, რომ საქართველოს აწ უკვე ყოფილმა მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ისე მოაწერა ხელი, რომ ტექსტი ქართულად ნათარგმნი და წაკითხულიც არ ჰქონდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან ერთად, ერთ-ერთია იმ სამი ვეშაპიდან, რომლებზეც დღევანდელი მსოფლიო საბანკო-საფინანსო და მათგან გამომდინარე ეკონომიკური წესრიგი (პოლიტიკურიც) დგას, ალბათ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდგა. გაეროზე არაფერს აღარ ვამბობთ, მას, დიდი ხანია, აღარ უწევენ ანგარიშს არც ამერიკა და არც ევროპა, გაეროს ტრიბუნას მხოლოდ ანტირუსული პროპაგანდისთვის იყენებენ. ახლა ჯერი ეკონომიკური ინსტიტუტების იგნორირებაზე მიდგა.

ისევ ჩვენს მთავრობას ვუბრუნდებით და ვსვამთ კითხვებს: აღარ დადგა დრო, თავი დავანებოთ უპირობო სწორებას აშშ-ზე, ევროკავშირსა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებსაც თვითონ მათივე შემქნელებიც აღარ უწევენ ანგარიშს? მიმოვიხედოთ გარშემო, მსოფლიო თვალსა და ხელს შუა იცვლება, იქნებ რაიმე ახალი დავინახოთ?

მაინცდამაინც წარსულში უნდა ჩავრჩეთ?

გიორგი გავაშელი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here