Home რუბრიკები საზოგადოება მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატი

მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატი

1892
საფეხბურთო ჩემპიონატი

14 ივნისს რუსეთში სტარტს აიღებს მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც 15 ივლისს დასრულდება. ეს სახელმწიფო ისტორიაში პირველად მასპინძლობს უდიდეს საფეხბურთო ფორუმს. მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად ჩატარდება აღმოსავლეთ ევროპაში, უფრო მეტიც, ორი კონტინენტის _ ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე. საფეხბურთო მატჩები გაიმართება რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე. ეს ქალაქებია: მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, კალინინგრადი, ნიჟნი ნოვგოროდი, ვოლგოგრადი, ყაზანი, სამარა, სარანსკი, როსტოვი, სოჭი, ეკატერინბურგი. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გამოიყენებენ ვიდეოგამეორების სისტემას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ჩემპიონატის ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებებსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-განვითარებაზე დაახლოებით 6 მლრდ დოლარი დახარჯა: აშენდა 60-ზე მეტი ახალი სასტუმრო 10 ათას ადგილზე, განახლდა და აშენდა 11 ახალი სტადიონი და 113 სავარჯიშო მოედანი.

* ჩემპიონატის მოთამაშეების, სტუმრების უსაფრთხოებისთვის დაიხარჯა 480 მლნ დოლარი;

* ჩემპიონატის მატჩებს, სავარაუდოდ, ნახავს სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 2,5 მლრდ ტელემაყურებელი;

* 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური თილისმაა მგელი ზაბივაკა;

შესარჩევმა ტურნირმა გამოავლინა 32 ეროვნული ნაკრები, რომლებმაც XXI მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იასპარეზონ.

ეს გუნდები კენჭისყრის შედეგად 8 ჯგუფში განაწილდნენ.

ჩემპიონატი გაიხსნება 14 ივნისს, 18 სთ-ზე (მოსკოვის დროით) რუსეთისა და საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრებების მატჩით სტადიონ “ლუჟნიკებზე”. დასრულდება 15 ივლისს საფინალო მატჩით იმავე ლუჟნიკებზე. სულ გაიმართება 64 შეხვედრა.

A ჯგუფი

  1. რუსეთი;
  2. საუდის არაბეთი;
  3. ეგვიპტე;
  4. ურუგვაი.

B ჯგუფი

  1. პორტუგალია,
  2. ესპანეთი,
  3. მაროკო,
  4. ირანი.

C ჯგუფი

  1. საფრანგეთი,
  2. ავსტრალია,
  3. პერუ,
  4. დანია.

D ჯგუფი

  1. არგენტინა,
  2. ისლანდია,
  3. ხორვატია,
  4. ნიგერია.

E ჯგუფი

  1. ბრაზილია,
  2. შვეიცარია,
  3. კოსტა-რიკა,
  4. სერბეთი.

F ჯგუფი

  1. გერმანია,
  2. მექსიკა,
  3. შვედეთი,
  4. სამხრეთი კორეა.

G ჯგუფი

  1. ბელგია,
  2. პანამა,
  3. ტუნისი,
  4. ინგლისი.

H ჯგუფი

  1. პოლონეთი,
  2. სენეგალი,
  3. კოლუმბია,
  4. იაპონია.

ცნობისთვის:

* 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ინგლისი ერთადერთი ნაკრებია, რომლის ყველა ფეხბურთელი თამაშობს სამშობლოში _ ინგლისის პრემიერლიგაში. ინგლისელების მწვრთნელიც კი “ნისლიანი ალბიონიდან” ჰყავთ _ გარეტ საუთგეიტი.

* ისლანდია _ ეს არის მოსახლეობის მხრივ ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომლის საფეხბურთო ნაკრებსაც ოდესმე გაუღწევია მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ეტაპზე. კუნძულ ისლანდიაზე 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს. შესადარებლად: ლუქსემბურგში, რომელსაც ჯუჯა სახელმწიფოს ეძახიან და რომლის ეროვნულ ნაკრებთანაც რამდენიმე დღის წინათ დამარცხდა საქართველოს ნაკრები, 2-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს;

* ისლანდიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ტურნირზე გასვლა მოახერხეს იმ ჯგუფში გამარჯვებით, რომელშიც მათთან ერთად ასპარეზობდნენ ხორვატია, უკრაინა და თურქეთი.

ისლანდია და პანამა. ეს ორი ქვეყანა პირველად მოხდა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ისლანდიელებზე ზევით უკვე ვთქვით, პანამელებმა კი ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური აშშ-ს გამოსტაცეს ხელიდან.

ეგვიპტე. ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც მონაწილეობდა საფინალო ეტაპზე, მაგრამ არც ერთი მატჩი არ მოუგია.

მსოფლიოს ჩემპიონები ფეხბურთში
მსოფლიოს ჩემპიონები ფეხბურთში

* საფინალო ეტაპზე გასული გუნდების მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლოვს _ 3,85 მლნ ევრო, ბრაზილიელი ტიტესა და ფრანგი დიდიე დეშამის ანაზღაურება წელიწადში 3,5 მლნ ევროა. ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი აქვს სენეგალელთა მწვრთნელს ალუ სისეს _ 200 ათასი;

* ინგლისის ჩემპიონმა “მანჩესტერ სიტიმ” სხვადასხვა ნაკრებში გაგზავნა 16 ფეხბურთელი. სმ მაჩვენებლით ხოსეპ გვარდილას გუნდის შემდეგ მოდის მადრიდის “რეალი” _ 15 კაცი, მესამეა “ბარსელონა” _ 14;

2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ინგლისის პრემიერილიგიდან ჩავიდა 124 ფეხბურთელი, ესპანეთის ლა ლიგიდან _ 81; გერმანიის ბუნდესლიგიდან _ 67.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here