ქართველი კომუნისტები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად 9 მაისს გორში მსვლელობას გამართავენ.
“9 მაისს სტალინის სახლთან შევიკრიბებით, პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ფაშიზმი დაამარცხეს. მოვიგონებთ გამორჩეულ ქართველ გმირებს იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ხელმძღვანელობით. შემდეგ გვექნება მსვლელობა იმ ადგილისკენ, სადაც დიდი ბელადის ძეგლი იდგა”, _ განაცხადა საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ლურსმანაშვილმა.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოს შრომის კოდექსით, 9 მაისი უქმე დღეა.
twventan vart
ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე საქართველოსთვისაც დიდად მნიშველოვანი და სადღესასწაულო დღეა