ის იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრებია – „ვაჟა–ფშაველა“, „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი”, „ქალის ტორსი“, „სიცოცხლის ხე“, „რექვიემი“, „მუსიკა“, „რესტავრაცია“.
დამდგმელი მხატვარი ფილმის – „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნის – „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“. გოგი ოჩიაური ღირსების ორდენის კავალერია.