Home სხვადასხვა დაიჯესტი მოსწავლე გოგონებმა საყვარელი მასწავლებელი ცოლთან დააბეზღეს

მოსწავლე გოგონებმა საყვარელი მასწავლებელი ცოლთან დააბეზღეს

859
კორი ფრენჩი

ფლორიდის ერთერთი სკოლის მოსწავლე გოგონები აღშფოთდნენ მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მათ მასწავლებელ კორი ფრენჩს ორივესთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. აღიარეს, რომ მასწავლებელს ხან მის სახლში, ხან კლასში ხვდებოდნენ, _ იუწყება New York Post.

ორივე გოგონამ განაცხადა, რომ 2015-დან 2017 წლამდე სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ კორი ფრენჩთან. ამ პერიოდში ისინი ნეპტუნ ბიჩის სკოლაში სწავლობდნენ. გაირკვა ისიც, რომ პატივცემული მასწავლებელი თითოეულს ცალ-ცალკე სიყვარულს ეფიცებოდა და ან კოლორადოში, ან ალიასკაზე მასთან (ერთ-ერთთან) ერთად გადახვეწა ჰქონდა დაგეგმილი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გოგონები კორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ აპირებენ. ადვოკატის განცხადებით, მათ არ სურთ, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here