Home ახალი ამბები საქართველო „მოსახლეობის შეხედულებების გათვალისწინების გარეშე, ვერც ერთი ხელისუფლების მუშაობა შედეგიანი ვერ იქნება“...

„მოსახლეობის შეხედულებების გათვალისწინების გარეშე, ვერც ერთი ხელისუფლების მუშაობა შედეგიანი ვერ იქნება“ – “ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

იოსებ ქარუმაშვილი

იოსებ ქარუმაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების არგოხის, დუისის, ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გეგმავს.

ქარუმაშვილის განცხადებით, არა მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის, ზოგადად საქართველოს  ყველა სოფელში პრობლემები თითქმის იდენტური ხასიათისაა. „მართალია, რეგიონული მდებარეობებიდან გამომდინარე გვაქვს გარკვეული განსხვავებები, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც სოფლებში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური გარემოა, რაც ცხოვრების დაბალ დონეს განაპირობებს და მოსახლეობის მიგრაციას უწყობს ხელს. მიმაჩნია, რომ ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი სპეციფიური უპირატესობები გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენივე ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.  მე ვიქნები თქვენი კარგი იდეების და წამოწყებების მხარდამჭერი. იცით, რომ ბოლო რამდენიმე წელია ხორციელდება სამთავრობო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის განვითარებას. კარგია, თუ უფრო აქტიურები გახდებით“ -განაცხადა მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით,  მოსახლეობის შეხედულებების გათვალისწინების გარეშე, ვერც ერთი ხელისუფლების მუშაობა შედეგიანი  ვერ იქნება, ამიტომ აუცილებელია მუნიციპალიტეტის მართვაში ადგილობრივთა აქტიურობა.

შეხვედრა მოსახლეობასთან
შეხვედრა მოსახლეობასთან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here