Home ახალი ამბები საქართველო მომავლის ფუნდამენტის მზადებისთვის ერთ-ერთ სეგმენტს წარმადგენს სწორედ ეს მოლაპარაკებები, რაც რუსეთისა და...

მომავლის ფუნდამენტის მზადებისთვის ერთ-ერთ სეგმენტს წარმადგენს სწორედ ეს მოლაპარაკებები, რაც რუსეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე: გია ვოლსკი

2012 წელს წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაც იყო. მეტიც, 2013 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე საუბრისას შემდეგი რამ განაცხადა: “წინა ხელისუფლების უგუნური ქმედებებისგან ჩიხში შევედით. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული და დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან”.  დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე კი,  აფხაზეთი რუსეთის მიერ  აღიარებულ რესპუბლიკად გამოცხადდა. ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, კონსტიტუციის პროექტში შეტანილ ცვლილებებზე, პარლამენტარების მხრიდან თანხების არამზნობრივ ხარჯვაზე და ,,ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა  საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.

– ,,ქართული ოცნება“ ქართველ ხალს ხელისუფლებაში მოსვლისას ქვეყნის გამმთლიანებასა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას დაჰპირდა, რას აკეთებს ,,ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობების დასალეგებლად ?

– რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება მხოლოდ ქართველ ხალხზე რომ იყოს დამოკიდებული ალბათ უფრო სწრაფად დალაგდებოდა ურთიერთობა. პრიმიტიული მიდგომაა თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს მხოლოდ თავისი ნებით შეუძლია დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, რაც უკავშირდება ენერგორესურსებისა და ტრანზიტის დერეფანზე კონტროლს. გვახსოვს, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებულია სწორედ რუსეთის მიერ, ჩვენ ვგეგმავთ გრძელვადიანი განვითარებას ამ მიმართულებით, რადგან ურთიერთობების შენარჩუნება ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ სფეოებში არის ძალიან მნიშვნელვანი. ამ მიმართულებით პოზიტიურ ნაბიჯებს ვდგამთ ამ რთულ ვითარებაში. ფაქტია, რომ ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით და მომავლის ფუნდამენტის მზადებისთვის ერთ-ერთ სეგმენტს წარმადგენს სწორედ ეს მოლაპარაკებები, რაც რუსეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს.

– კონსტიტუცის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. როგორ ფიქრობთ, ხალხისთვის ამ უფლების ჩამორთმევა დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევას ხომ არ ნიშნავს?- საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს არჩევის უფლება, რასაც არათუ ვინმე ართმევს, არამედ მრვალპარტიული მართვის უფრო სტაბილურ სისტემას გვთავაზობს. ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობას. არგუმენტი, რომ ,,ქართული ოცნება“  ,,თავის“  პრეზიდენტს აირჩევს არა არის ძლიერი. პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტს  ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა არ გააჩნია, თუმცა გააჩნია  საგანგებო უფლებები და  ვალდებულებები იყოს წარმომადგენდეს საკუთარ  ქვეყნას.  არჩეული პარლამენტი, ხელისუფლება და ქვეყნის პრეზიდენტი  არის ტრიუმვირატი, რაც საჭიროა ქვეყნის სტაბილურად განვითარებისათვის.

– ვციტირებ თქვენს სიტყვებს: ,,ნებისმიერი პარტია ვალდებულია, ფართო საზოგადოების სიღრმისეული მსჯელობის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ასე რომ, სანამ კენჭის საყრელად გავიტანთ საკონსტუტიციო ცვლილებებს, მანამდე საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ“. საზოგადოების ნებით აისახა კონსტიტუციაში არსებული ცვლილებები?

– სწორედ, რომ საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, ამიტომ არის საერთო სახალხო განხილვების სისტემა დაკანონებული. ჩვენ იმიტომ აგვირჩია საზოგადოებამ, რომ განსახილველი პროექტი მაინც მოვამზადოთ. მე არ მინდა, საზოგადოების ჩართულბის ნაწილი დავაკნინო. საზოგადოებას ჯერჯერობით არც ჰქონია საშუალება, რომ  სიღრმისეულად გაცნობოდა ამ დოკუმენტს. საზოგადოებაში მედიის  საშუალებით  მხოლოდ პოლიტიკურად  ანგაჟირებული განცახდებები ისმის. ნებისმიერ საკითხზე არსებობს საკმაოდ ლოგიკური ანალიზი, რასაც მაქსიმალურად ახლოს მივიტანთ საზოგადოებამდე. ,,ნაციონალურ მოძრაობა“  გარკვეული პარტიული ჯგუფების ლიდერად  უნდა ჩამოყალიბდეს, სწორედ მათ ინტერესს წარმოადგენს, რომ ბარიერი იყოს დაბალი ან საერთოდ არ არსებობდეს.  მათი აზრით, ორ-სამ კაციანი პარტირბი, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან დაფინანსებას ღებულობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან  აუცილებელია, რომ მოხვდნენ პარლამენტში იმ შემთხვევაშიც კი თუკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. რასაკვირველია, ეს ქვეყნისთვის 90-იანი წლებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბლოკებთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეული პარტიას უნდა აფასებდეს საზოგადოება, მიანიჭოს პოლიტიკური წონა და მის შეაბამისად გამოჩნდეს მათი წარმომადგენლობა პარლამენტში.

– ბატონო გია, პოლიტიკოსების კომფორტისთვის საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება, რასაც მოწმობს პრემიები, განახლებული მანქანები და ქონებრივი დეკლარაციები. იმ ფონზე, როცა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილი სიდუხჭირეში ცხოვრობს. რით გაამართლებდით თანხების ამგვარ არამიზნობრივ ხარჯვას?

– ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებული სიმწვავით არის ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის. ხელფასი და დანამატი, პრაქტიკულად არის თანამდებობის პირის ჯამაგირი. ხელფასები და შემოსავლები ორჯერ და სამჯერ მეტი იყო წინა ხელისუფლების დროს. არის რამდენიმე სტრუქტურა დასახელებული, მაგალითად, მარეგულირებელი საბჭოები, სადაც ხელფასები საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამასაც თავისი საფუძველი აქვს. რაც შეეხება პარლამენტარებს, ჯერ ერთი  მაღალი თანამდებობის პირები ბევრნი არ არიან და მეორე ხელფასების შემცირებაზე კი არა, სამუშაო ადგილების გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ. სოციალურ და ეკონომიკური პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში რეალურად არსებობს, ყოველთვის ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს მასები უმუშევრობისა და დაზარალებულების, რაც საკმაოდ ცინიკურია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შექმნეს ჯანდაცვის სისტემა, რომლებმაც  შექმნეს ისეთი სისტემა, რომელიც გვერდში უდგას დაღუპულთა ოჯახებს, ღვიძლის კიბოთი დაავადებულ ადამიანებსა და ბავშვებს, რომლებიც საჭიროვებენ საზღვარგარეთ მკურნალობას ან თუნდაც სწავლას.ეს  ადამიანები კი შემოქმედნი არიან ამ გაჭირვების, რაც ასე ადვილი დასაძლევი არ არის მსოფლიოში მიმდინარე პრობლემების ფონზე.

– რა შეიცვალა ,,ქართული ოცნების“ მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, რას გეგმავთ მომავალში?

– მე მგონია, რომ მთავარი საკითხი, რაც შეიცვალა არის დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. ქვეყანაში არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. ძალიან ბევრს უჭირს და ეს თემა არ არის გვერდზე გადადებული. ამ ქვეყანამ, სერიოზული გამოწვევების წინაშე მდგარმა, შეძლო გარკვეულად დაესტაბილურებინა ვითარება. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ბიზნესის წამოწყება, ჩვენი ხელისუფლება სწორედ, რომ ხელს უწყობს ახალი ბიზნესების შექმნასა და განვითარებას. ეს არის დამახასიათებელი ნიშანი იმისა, რომ მომავალში იმაზე მეტი ადამინი დასაქმდება, ვიდრე დღეს არის ბიზნესსფეროში დასაქმებული 60/70 ათასი ადამიანი. ქვეყანაში გაიზარდა ექსპორტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება, რუსეთის ბაზრის  შენარჩუნება და რუსეთთან დიალოგის პრიორიტეტის შენარჩუნება. დღეს  ადამიანები  მარტო არ არიან, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ესაუბრა ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here