Home ახალი ამბები მსოფლიო მოლდავეთის პრეზიდენტი: მოლდავეთის მთავრობის გადაწყვეტილება არის პროვოკაცია რუსი დიპლომატების წინააღმდეგ

მოლდავეთის პრეზიდენტი: მოლდავეთის მთავრობის გადაწყვეტილება არის პროვოკაცია რუსი დიპლომატების წინააღმდეგ

მოლდოვის რესპუბლიკაში ხელისუფლების რგოლებს შორის ბრძოლა აქტიურა ფაზაშია. ქვეყნის პრო-რუსს პრეზიდენტს, პროდასავლურად განწყობილი ხელისუფლება ებრძვის.

ქვეყნის რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის მომხრე პრეზიდენტი იგორ დოდონი, არჩევიდან მცირე ხანში, უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა რუსეთში და პრეზენტ პუტინთან ერთად ესწრებოდა 9 მაისის საზეიმო აღლუმს. დოდონი აღშფოთებულია ქვეყნიდან ხუთი რუსი დიპლომატის გაძევებით.

“მთავრობამ ჩაიდინა აღმაშფოთებელი ჟესტი რუსეთის დიპლომატების წინააღმდეგ. ეს არის პროვოკაცია. მინდა ვთქვა , რომ აღშფოთებული ვარ მსგავსი არამეგობრული ნაბიჯით და ვგმობ მას ყველაზე კატეგორიული ფორმით”, – აცხადებს მოლდავეთის პრეზიდენტი.

მოლდავეთის ხელისუფლების ცნობით, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა სულ ცოტა ხნის წინ, ესტონეთშიც, საიდაც ხუთი დიპლომატი პერსონა ნონ -გრატდ გამოაცხადეს და რუსეთის გენერალურ კონსულს და კონსულს ქვეყანა დაატოვებინეს.

ეს ერთგავარი ახალი ტაქტიკაა, პროამერიკული მთავრობების რუსეთის დიპლომატების წინაამდეგ. ოფიციალური მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here