ბიბლიური სიძველეების წამყვანი ამერიკელი სპეციალისტები გამოაქვეყნებენ მკვდარი ზღვის პაპირუსების უცნობ ფრაგმენტებს, _ წერს პორტალი Live Science.
ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა შეიძინა 28 ძველი დოკუმენტი, რომლებიც წლეულს ისრაელში იპოვეს. მკვლევართა მონაცემებით, მათი ასაკი დაახლოებით 2 ათასი წელიწადია. იტყობინებიან, რომ ტექსტებზე იმუშავებენ სპეციალისტები აზუსის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტიდან. მკვდარი ზღვის პაპირუსები აღწერს ებრაული სექტის ყოფასა და რწმენას, შეიცავს უნიკალურ მასალას ადრეულ ქრისტიანებზე, ნაწყვეტებს “ევანგელედან” და ორიგინალურ სიუჟეტებს უძველესი ებრაული მითოლოგიიდან. დოკუმენტები დათარიღებულია ჩვ. წ. აღ.-მდე III _ ჩვ. წ. აღ-ის I საუკუნეებით.