Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი მკვდარი ზღვის უცნობი პაპირუსები აშშ-ში გაშიფრეს

მკვდარი ზღვის უცნობი პაპირუსები აშშ-ში გაშიფრეს

737
პაპირუსი

ბიბლიური სიძველეების წამყვანი ამერიკელი სპეციალისტები გამოაქვეყნებენ მკვდარი ზღვის პაპირუსების  უცნობ ფრაგმენტებს, _ წერს პორტალი Live Science.

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა შეიძინა 28 ძველი დოკუმენტი, რომლებიც წლეულს ისრაელში იპოვეს.  მკვლევართა მონაცემებით,  მათი ასაკი დაახლოებით 2 ათასი წელიწადია.  იტყობინებიან, რომ ტექსტებზე იმუშავებენ სპეციალისტები აზუსის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტიდან. მკვდარი ზღვის პაპირუსები აღწერს ებრაული სექტის ყოფასა და რწმენას, შეიცავს უნიკალურ მასალას ადრეულ ქრისტიანებზე, ნაწყვეტებს  “ევანგელედან” და ორიგინალურ სიუჟეტებს უძველესი ებრაული მითოლოგიიდან. დოკუმენტები დათარიღებულია ჩვ. წ. აღ.-მდე III _ ჩვ. წ. აღ-ის I საუკუნეებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here