Home რუბრიკები საზოგადოება მეხუთე კოლონა “საქართველო და მსოფლიოს” წინააღმდეგ

მეხუთე კოლონა “საქართველო და მსოფლიოს” წინააღმდეგ

რატომ ესხმიან თავს სოროსის მოთარეშეები ობიექტურ მედიას?

1419
ნიკოლოზ მჟავანაძე

არასამთავრობო ორგანიზაციამედიის განვითარების ფონდმა” (MDF) “საქართველო და მსოფლიოანტიდასავლური განწყობების მთავარ გამღვივებლად გამოაცხადა. ამ ფონდისკვლევაში”, რომელიც 1 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ ამ ხნის განმავლობაში მედიაში გამოქვეყნებული 99 ანტიდასავლური შინაარსის კომენტარიდან 52 ეკუთვნისსაქართველო და მსოფლიოს”.

“მედიასაშუალებების შემთხვევაში 164 კომენტარიდან ანტიდასავლური შინაარსისა 99 იყო. უმეტესობა ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოზე” (52) მოდის”, _ აღნიშნულია განცხადებაში. ბრალდებების ვრცელ ჩამონათვალში ასევე ვხვდებით შეშფოთების საკმაოდ მაღალი კოეფიციენტის შემცველ” “ულტრალიბერალურტერმინებს: ჰომოფობია, ქსენოფობია, თურქოფობია, ისლამოფობია ორგანიზაციის ინტერპრეტაციით, ყოველივე ამ “ფობიებსაც” ყველაზე მაღალი ინტენსივობით “საქართველო და მსოფლიო” აღვივებს, თუმცა რა სოციოლოგიურ პრაქტიკას ეყრდნობა “კვლევა”, უცნობია.

მედიის განვითარების ფონდიარ არის გლობალისტური ძალების მსახური ერთადერთი ასო (არასამთავრობო ორგანიზაცია), რომელიც ქვეყანაში ობიექტურად არსებული მზარდი ანტიდასავლური განწყობების ფონზე მსგავს უსაფუძვლო და არგუმენტებს მოკლებულ განცხადებას ავრცელებს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები” თუ სხვა არასამთავრობოები ბოლო პერიოდში ერთგვარი ისტერიკის რეჟიმში საუბრობენ მედიაში რუსული პროპაგანდის კვალზე, თუმცა მათ მიერ დღემდე გამოქვეყნებული ვერც ერთი “კვლევა” რეალური ფაქტებით ვერ ასაბუთებს, რაში გამოიხატება რუსული პროპაგანდა და როგორ შეიძლება, მან გააღვივოს ანტიდასავლური განწყობა ქვეყანაში, როცა მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ დასავლური, ხშირად ცრუ და წრეგადასულილიბერალურიპროპაგანდითაა გაჯერებული.

სამართლიანია თუ არა საზოგადოების მიერ მეხუთე კოლონად შერაცხილი საეჭვო დაფინანსებისა და მხარდაჭერის მქონე “მესამე სექტორის” ბრალდებები “საქართველო და მსოფლიოს” წინააღმდეგ; რა მიზანს ემსახურება “კვლევა”, რომლითაც ამ ორგანიზაციის ზურგს უკან მდგომი გარკვეული გარეძალა მიუღებელი მედიასაშუალებების დისკრედიტებას ცდილობს და რა აღვივებს რეალურად ანტიდასავლურ განწყობებს ჩვენს ქვეყანაში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “საქართველო და მსოფლიომ” რამდენიმე ცნობილ ადამიანს სთხოვა კომენტარი.

თამარ კინწურაშვილი კვლევებს კი არ უნდა ატარებდეს, ციხეში უნდა იჯდეს

ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე:

_ ანტიდასავლურ განწყობებს თუ ვინმე ან რამე აღვივებს დღეს საქართველოში, ეს, უწინარესად, არის სწორედ ამ ტიპის “არასამთავრობო ორგანიზაციები”, რომელთა დაფინანსებაც, საქმიანობაც და, საერთოდ, არსებობაც ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს.

რაც შეეხება კონკრეტულად “მედიის განვითარების ფონდს”, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი კვლევებს კი არ უნდა ატარებდეს, ციხეში უნდა იჯდეს და სასჯელს იხდიდეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა, როცა პირველი არხის ქონება გაანიავა; ეს იყო ხალხის ფული, თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან გადახდილი, და ამ ქალბატონმა ეს ყველაფერი მიითვისა. კიდევ ვიმეორებ: თამარ კინწურაშვილი ციხეში უნდა იჯდეს და ამ ხელისუფლების დიდი შეცდომაა, რომ დღეს მას კიდევ რაღაც კვლევებს ატარებინებს.

რაც შეეხება ბრალდებებს ანტიდასავლური განწყობების გაღვივების თაობაზე, რომლებიც ხშირად ისმის, როგორც კონკრეტული მედიასაშუალებების, ასევე პოლიტიკური სუბიექტების მიმართაც: მათთვის ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა, თუ ვინმე იტყვის, რომ ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინება მიუღებელია, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობააო, რომ სახელმწიფო ეროვნულ ფასეულობებზე უნდა იყოს დაფუძნებული და .., ხოლო ის, ვინც რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ამოიღებს ხმას, კრემლის აგენტია. აი, ეს არის მათი ვიწრო აზროვნება. როცა ამ ბრალდებებს გიყენებენ სრულიად უსაფუძვლოდ, თქვენ ადგილას, სასამართლოში ვუჩივლებდი პატივისა და ღირსების შელახვისთვის. ეს ადამიანები როგორ უნდა საუბრობდნენ განწყობების გაღვივებასა და პროპაგანდაზე, როცა თვითონ არიან ყველგან მოდებული და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, ფაქტობრივად, არ აჭაჭანებენ. ან მათკენ ხარ და ხარ ზომბირებული მათი იდეოლოგიით, ან სახელმწიფოს მტრად გაცხადებენ. ჰომოფობი, ქსენოფობი, თურქოფობი… კიდევ რა ვიცი, რამდენნაირი “ფობი” მოიგონეს. მგონი, შექმნილი აქვთ სპეციალური კანტორა, რომელიც ამ ტერმინებს იგონებს და შემდეგ იარლიყად გაკერებენ მათივე დაქვემდებარებაში არსებული ე.წ. მედიასაშუალებებით, რომლებიც რეალურად აგრესიული “ულტრალიბერალური” პროპაგანდის იარაღი უფროა…

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

საქართველოში არანაირი ფობია არ არსებობს

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ საქართველოში არანაირი ფობია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ობიექტური რეალობა, რომ ქვეყანა გადაგვარების პირასაა, მაგრამ ამას აქ არ მოჰყოლია რამეს სახის ძალადობა _ თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდნია არავის _ არც უცხოელსა და არც რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს. უბრალოდ, ვიღაცას უნდა, სჭირდება ისეთი სურათის შექმნა, რომ თითქოს რაღაც პროპაგანდა ქმნის პრობლემას. საზოგადოებას ნაცარს აყრიან თვალში. საკმარისია, ვინმემ მათთვის და მათი იდეოლოგიისთვის მიუღებელი რამ განაცხადოს, მონსტრად, ურჩხულად გამოჰყავთ, თურმე ანტიდასავლური პროპაგანდა მძვინვარებს.

“საქართველო და მსოფლიო” არის ერთ-ერთი მოწინავე გამოცემა იმ გაბედულ მედიასაშუალებებს შორის, რომლებიც მოურიდებლად ამხელენ “ნეოლიბერალური” იდეოლოგიის რეალურ არსსა და ამოცანას. ზუსტად ეს აფრთხობთ და აღიზიანებთ ამ იდეოლოგიის მსახურებს. იმიტომ, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი მედია, რომელიც არ დაექვემდებარება მათ წესებს, მათ მიერ მიღებულ კანონებსა და რეგულაციებს. აი, ამას ეძახიან ისინი დემოკრატიას და გამოხატვის თავისუფლებას, რასაც რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს არც პირველთან და არც მეორესთან.

ვაჟა ოთარაშვილი
ვაჟა ოთარაშვილი

ესენი რომ ვინმეს სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულებენ, ცინიზმი არ არის?!”

ვაჟა ოთარაშვილი, პოეტი, “პატრიოტთა ალიანსისპოლიტიკური მდივანი:

_ ორგანიზაცია, რომლის დირექტორი და სულისჩამდგმელი არის სააკაშვილის ტელემოსამსახურე თამარ კინწურაშვილი, გასაგებია, რა სულისკვეთებისაა და რა მიზანს ემსახურება. მათ მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია, ბუნებრივია, ანტიქართული ხასიათის იქნება. ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ და თქვენისთანა მედიასაშუალებებს “ფობებად” რომ თვლიან, არ უნდა გვიკვირდეს. ისე, საინტერესოა, თვითონ ვისი ან რისი ფობია სჭირთ. ყველაფერ ქართულს ზიზღით რომ უყურებენ და ერთი სული აქვთ, ამოძირკვონ ერის ცნობიერებიდან, თუ რაიმე ეროვნული დარჩა. ამას რა ჰქვია? ესენი რომ ვინმეს სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულებენ, ცინიზმი არ არის?! ან კიდევ, “განსხვავებულისადმიპატივისცემას რომ ქადაგებენ, თვითონ როგორ იღებენ განსხვავებულ აზრს?! მათ მიერ გამოქვეყნებული შეფასება ემსახურება არა ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესს, არამედ იმას, როგორ დაეცეს, გაიხრწნას, გათახსირდეს, გაპედერასტდეს, გალესბოსელდეს და გადაგვარდეს ქართველი ერი. სხვა ამოცანა მათ არ აქვთ, ამიტომ ასეთი ორგანიზაციები უნდა აიკრძალოს, თუმცა, ჩვენდა სამარცხვინოდ, არა თუ ვერ ხერხდება მათი აკრძალვა, პირიქით, მრავლდებიან და ბაქტერიებივით ედებიან ქვეყანას. ახლა რაც შეეხება ბრალდებებს თქვენი გაზეთის წინააღმდეგ: კინწურაშვილის ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და მოსყიდულია გარკვეული ძალების მიერ, ბუნებრივია, ობიექტურად ვერ შეაფასებს ვერც ერთ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, მათ შორის, “საქართველო და მსოფლიოს”, რომელიც ძალიან დიდი ინტერესით იკითხება და რაიონებში ეს გაზეთი ხელიდან ხელში გადადის, მიუხედავად სიდუხჭირისა და ძალიან მძიმე სოციალური ფონისა. აი, ეს არის სიმართლე და იმ ხალხს, რომელიც თვლის, რომ სოდომიის მიუღებლობა ჰომოფობიაა, თურქეთის იმპერიალისტურ ზრახვებზე საუბარი _ თურქოფობია, ხოლო სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნა _ ქსენოფობია, ერთ რამეს ვეტყვი: თქვენ გაქვთ ყველაზე საშიში და საშინელი ფობია ტვინში, თქვენ გაქვთ საკუთარი ერის, ქვეყნისა და კულტურის ფობია. ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, როცა საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ეყოლება, ეს ადამიანები მოსცილდებიან ძალაუფლების სათავეებს. ესენი არიან საქართველოს, ქართული სახელმწიფოს მტრები და, გიორგი სააკაძის პერიოდში რომ ეცხოვრათ, როგორც გორგიჯანიძის მამა შესვეს ვირზე უკუღმა, ალბათ, მათაც ისე შესვამდნენ და ჩაქოლავდნენ.

გია კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილი

ლიბერასტები უარყოფითად შეგაფასებენ, აბა, რა?! და ეს ბუნებრივია

გია კორკოტაშვილი, მსახიობი, “ქართველთა მარშისერთერთი ორგანიზატორი:

_ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, ეს იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, ვინ როგორ გაფასებს. ლიბერასტები უარყოფითად შეგაფასებენ, აბა, რა?! და ეს ბუნებრივია. რატომ? _ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ თქვენი მიმართულება და აკეთებთ რეალურ დასკვნებს. რა თქმა უნდა, ეს ვიღაცისთვის მიუღებელია, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. მთავარია, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც დებენ ქვეყანის რეალურ სურათს, არ ერიდებით საგნებისა და მოვლენებისთვის შესაბამისი სახელების დარქმევას და სათქმელის, პოზიციის ღიად გამოხატვას. ამას ბევრი ვერ ბედავს მიზეზთა გამო. ეს არის უმთავრესი. და დანარჩენი: ვინ ქსენოფობიას დაგაბრალებთ, ვინ _ ჰომოფობიას (მომავალში კიდევ რაღაც ახალი შეიძლება მოიგონონ), ეს, ჩემი აზრით, არაფერს ცვლის…

მამა გურამი (გამცემლიძე)
მამა გურამი (გამცემლიძე)

ამ არასამთავრობოებისთვის ყოველივე ეროვნული და მართლმადიდებლური, რასაც თქვენი გაზეთი ემსახურება, ფობიაა

მამა გურამი (გამცემლიძე), დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი:

_ ამ კონკრეტული კვლევის შედეგებს არ გავცნობივარ, მაგრამ, საერთოდ, ამ არასამთავრობოებისთვის ყოველივე ეროვნული და მართლმადიდებლური, რასაც თქვენი გაზეთი ემსახურება, ფობიაა, ანუ, თუ დღეს ადამიანი ან რომელიმე მედიასაშუალება მუშაობს ეროვნული ცნობიერების გასაღვივებლად, მათი აზრით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას, განვითარებას და ქვეყნის ნათელ მომავალს. ამიტომაც გებრძვიან. აბა, ერთი კონკრეტული რამ დაასახელონ, რომელი ფობია როგორ გააღვივეთ… უბრალოდ, ეს არის პირდაპირი, დაუფარავი ბრძოლა ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ და ამისთვის ყველა საშუალებას, ყველა გზასა და შესაძლებლობას იყენებენ.

მკითხველისთვის, ალბათ, ერთობ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდაკვლევისავტორების განმარტება მათ მიერ კონკრეტული მედიასაშუალებების, პირველ რიგში კი, “საქართველო და მსოფლიოსწინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, მაგრამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. თვითკვლევაკი ისეთი ზედაპირულია, რომ უამრავ შეკითხვას აჩენს და ვერც ერთზე პასუხს ვერ სცემს. ამიტომ, შევეცდები, თვითონ მოგახსენოთ იმბრალდებებისრეალური არსი, რომლებიც აღნიშნულკვლევაშიარგუმენტებისა და დასაბუთების გარეშეა წარმოდგენილი.

მაშ, ასე: “მედიის განვითარების ფონდიდა გარკვეული გარე ძალების დაკვეთით მოქმედი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები ტერმინებს: ჰომოფობია, ქსენოფობია, თურქობობია და სხვ. კონკრეტული დატვირთვით იყენებენ.

მაგალითად, მათი ლოგიკით, ქსენოფობიაა, თუ მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი, ან თუნდაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოითხოვს, რომ, ვთქვათ, მიწა, სახელმწიფოს მთავარი მატერიალური საძირკველი, უცხოელებს არ უნდა მივყიდოთ, რომ სავიზოსაიმიგრაციო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამკაცრდეს და ქვეყანა დაცული იქნას შესაძლო საფრთხეებისგან, რომლებიც მიგრანტების სტიქიური შედინების გამო, უკვე დიდი ხანია, ევროპას შეექმნა.

 მათთვის ჰომოფობიაა, როცა ესა თუ ის მედიასაშუალება (ამ შემთხვევაშისაქართველო და მსოფლიო”) ხშირად აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ სოდომია გადახრაა, რომ ქალის ქალზე ან მამაკაცის მამაკაცზე დაქორწინება ამორალური ქმედებაა და არ შეიძლება ნორმად ჩაითვალოს; მათთვის ჰომოფობიაა ფიქრიც კი იმაზე, რომ მამათმავლობა ადამიანის დეგრადირებულობას ნიშნავს. თვით ტერმინი, თავისი არსით, გულისხმობს იმას, რომ არ გაქვს უფლება, ასე იფიქრო, არათუ ხმამაღლა გამოხატო ეს ფიქრი და, თუ მიგაჩნია, რომ უფლება გაქვს, ამგვარი თვალსაზრისი გქონდეს, უკვეჰომოფობიხარ.

მათთვის თურქოფობიაა, როცა ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ თურქეთს საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი აქვს მიტაცებული; რომ ტაო, არტანუჯის მხარე, ჭოროხის ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და იმერხევი მიტაცებული აქვს იმ სახელმწიფოს, რომელიც დღეს გამოცხადებულია ისტორიულ მეგობრად და მისი პოლიტიკა მიმართულია საქართველოს სრული ოკუპაციისკენ

მათთვის ისლამოფობიაა, როცა მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებელ სახელმწიფოში, რომელსაც არსებობის განმავლობაში რეგიონის ისლამური ქვეყნები მხოლოდ აოხრებდნენ და აზიანებდნენ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია ახალახალი მეჩეთების აშენება (მით უმეტეს, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არის), როცა ხალხი საფრთხეს ხედავს მეზობელი თურქეთის ეკონომიკურ ექსპანსიაში აჭარის რეგიონში და ამ საფრთხეების მატებასთან ერთად შიშიც იზრდება; მათთვის ისლამოფობიაა, როცა ხელისუფლების მიერ (იგულისხმება როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლება) თურქეთის, ირანის, არაბეთის, სირიისა და სხვა ისლამური სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ქართული პასპორტების დარიგებას მოსახლეობა ზარზეიმით არ ხვდება, როცა საზოგადოებატოლერანტულადარ ეკიდება დედაქალაქის ქუჩებში არაბული, ერთი შეხედვით, ჩილიმ ბარების, სინამდვილეში კი, სამეძავო სახლების მომრავლებას და მათთვის ერთგვარი ხელშეუხებლობის პრივილეგიის მინიჭებას; მათთვის ისლამოფობიაა, როცა გაგებით არ ვეკიდებით ტერორიზმს, ძალადობას, კრიმინალს, რელიგიურ ფანატიზმსა და სხვა ათასგვარ საფრთხეს, რომლებიც, ძირითადად, სწორედ ისლამური ქვყნებიდან ემუქრება მსოფლიოს. მათთვის, საზოგადოდ, ფობიაა, როცა ქართველისთვის ერთი და იგივე არ არის უცხოელი და თანამემამულე, საკუთარი კულტურა, ტრადიცია და უცხოეთიდან თავსმოხვეული ფსევდოღირებულებები. რაც შეეხება ანტიდასავლურ პროპაგანდას, მათთვის ანტიდასავლური პროპაგანდაა, როცა დაუფარავად ამხელენ აგრესიულნეოლიბერალურტერორს, რომელმაც, ძირძველი ევროპელები, უკვე დიდი ხანია, კატასტროფამდე, სრულ უუფლებობამდე მიიყვანა.

მათთვის ანტიდასავლური პროპაგანდაა, როცა ვინმე იტყვის, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები დირექტივების სახით ითხოვს სატელიტი სახელმწიფოებისგან ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაკანონებას (გაიხსენეთ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის განცხადება მსოფლიოს ქვეყნებში გეიქორწინების ლეგალიზებაზე).

დასასრულ, მათთვის მთავარი ანტიდასავლური, “შესაბამისად,” კრემლის პროპაგანდაა, თუ ვინმე სიტყვას დაძრავს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე. ამგვარ განცხადებას ან მსგავსი შინაარსის შემცველ საუბარს მაშინვე რუსეთუმეს იარლიყად აქცევენ, შემდეგ თავიანთ პროპაგანდისტულ ქურაში გაატარებენ და ცდილობენ, საზოგადოებრივ აზრად წარმოგვიდგინონაი, რაში დაინახა მსოფლიო გლობალისტური ძალების მსახურმამედიის განვითარების ფონდმა” “საქართველო და მსოფლიოსფობიები, შემდეგ აკინძა ერთკვლევაშიდა ახალი გრანტების მიღების მოლოდინში თავის დასავლელ მამამარჩენლებს უპატაკა.

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here