სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად, მექსიკის სონორას შტატში კონფისკებულია თვითნაკეთი ზარბაზანი, რომელიც მარიხუანით დატენილ ყუმბარებს ისვრის. _ წერს lenta.ru.
ამ “საშუალებას” იყენებდნენ ადგილობრივი ნარკოდილერები ამერიკელი “კოლეგებისთვის” ნარკოტიკების მისაწოდებლად.
იუწყებიან, რომ აღნიშნული მოწყობილობის სიგრძე 3,5 მეტრია, “კალიბრი” _ 30 სანტიმეტრამდე, აღჭურვილია კომპრესორით, დამონტაჟებული იყო ავტოფურგონის სახურავზე.
სპეცსამსახურმა რეიდი ჩაატარა ქალაქ აგუა-პრიეტაში, რომელიც არიზონაში, ქალაქ დუგლასის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ამას გარდა, მექსიკის სამართალდამცველებმა ამოიღეს 800 კილოგრამზე მეტი მარიხუანა, რომლის ერთი ნაწილით უკვე დატენილი იყო “ზარბაზნის” ყუმბარები. პოლიციელებმა დიდი რაოდენობით ტყვია-წამალიც ამოიღეს. დაკავებულების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებიათ.