Home სხვადასხვა დაიჯესტი მეტის ღირსი იყო

მეტის ღირსი იყო

229
მეტის ღირსი იყო

36 წლის ბრიტანელ დევიდ უილსონს 25 წლით ციხეში ყოფნა მიუსაჯეს არასრულწლოვანებისთვის ინტიმური ფოტოების გამოტყუების ბრალდებით, იუწყება The Guardian.

ყალბი აკაუნტებით საკუთარ თავს პატარა გოგონად ასაღებდა და 14 წლამდე ბიჭებთან მიმოწერას აჩაღებდა, შემდეგ მათი ინტიმური ფოტოსურათების გამოგზავნას სთხოვდა. მიღებული ფოტოებით ბიჭებს აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, რომ გაავრცელებდა იმ ფოტოებს, მის მოთხოვნებს თუ არ შეასრულებდნენ. შეშინებული ბიჭებიდან ზოგიერთი თავის მოკვლასაც აპირებდა.

გამოცემის მიხედვით, 500-მდე ბავშვმა გაუგზავნა უილსონს ფოტოსურათები. სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო 96 დანაშაულში 52 ბავშვის მიმართ.

2017 წელს პედოფილი დააპატიმრეს, მაგრამ შემდეგ პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. პოლიციას 3 წელიწადი დასჭირდა მტკიცებულებათა შესაგროვებლად. ნიშანდობლივია, რომ უილსონმა დანაშაულის უმეტესობა გირაოთი გათავისუფლების პერიოდში ჩაიდინა.

2020 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბი-ბი-სის” ყოფილ წამყვანს, ეკლესიის მსახურ ბენ ტომასს 10 წლითა და 4 თვით ციხე მიუსაჯეს ბავშვებსა და მოზრდილებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. 44 წლის ბრიტანელმა ჩადენილი დანაშაულის 40 ეპიზოდი აღიარა, მათ შორის, პედოფილიისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნის ფაქტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here