Home ახალი ამბები მარგველაშვილი: ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს

მარგველაშვილი: ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს

801

გიორგი მარგველაშვილი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს”.
რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. ის “სარატოვის ავიახაზებს” ეკუთვნოდა.

მოსკოვთან ახლოს, სადაც ავიაკატასტროფას 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

რუსეთში 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here