Home სხვადასხვა დაიჯესტი მავნე აირების გამოყოფის ცოდვის მიტევებას ვატიკანი ინდულგენციების გაყიდვით იწყებს?

მავნე აირების გამოყოფის ცოდვის მიტევებას ვატიკანი ინდულგენციების გაყიდვით იწყებს?

297
მავნე აირების გამოყოფის ცოდვის მიტევებას ვატიკანი ინდულგენციების გაყიდვით იწყებს?

2021 წლიდან სიმღერა Climate Catastrophe (კლიმატური კატასტროფა) იქცა მთავარ ნომრადმომღერალთა გუნდისა”, რომლის შემადგენლობაში არიან გერმანელი ეკონომისტი, დავოსის საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორი კლაუს შვაბი, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, “მაიკროსოფტისმფლობელი, მილიარდერი ბილ გეიტსი, მილიარდერი ლინ დე როტშილდი და რომის პაპი ფრანცისკე.

2 მარტს დასავლეთის წამყვანმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს რომის პაპ ფრანცისკეს მონათხრობი ბიბლიური ისტორია ნოეზე, რომელმაც ააგო კიდობანი თავისი ოჯახისა და ცხოველების გადასარჩენად კაცობრიობის გამანადგურებელი წარღვნისგან. პონტიფიკოსმა ყველა გააფრთხილა, რომ ტემპერატურის მომატებისა და ყინულების დნობის გამო ხალხებს ემუქრებათ დიდი წყალდიდობა, თუ ჩვენ კვლავ ძველი მიმართულებით ვივლით”.

ზოგიერთი ექსპერტი პაპის განცხადებას უკავშირებს ბილ გეიტსის წიგნის გამოცემას სათაურით “როგორ ავიცილოთ კლიმატური კატასტროფები”. თვალსაზრისს კლიმატური დათბობის შესახებ “რელიგიური რწმენა” უწოდეს და ამიტომაც დასჭირდა “სათბურის ეფექტის თეორიას” რელიგიური მოღვაწის ხმა და მხარდაჭერა.

რომის პაპის მრევლი კაცობრიობის თითქმის მეექვსედს ითვლის _ კათოლიკების რაოდენობა 1,2 მლრდ ადამიანია. რომის კათოლიკური ეკლესიის ტახტზე ჯდომის 7 წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქმედება ეკოლოგიის, ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის სფეროში იყო ენციკლიკა (პაპის მიერ გამოცემული დოკუმენტი ამა თუ იმ სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ და ზნეობრივ საკითხებზე, რომელიც განკუთვნილია მორწმუნეთათვის _ ნ.კ.) ქებათაქება შენ (Laudato si). ეს არის თავისებური ინსტრუქცია, როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები, “სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლების” სახელმძღვანელოს მსგავსი.

მავნე აირების გამოყოფის ცოდვის მიტევებას ვატიკანი ინდულგენციების გაყიდვით იწყებს?

თავში “კლიმატი, როგორც საერთო სიკეთე” ვკითხულობთ: მეცნიერული გამოკვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო ათწლეულებში გლობალური დათბობა გამოწვეულია ადამიანის მოღვაწეობის შედეგად წარმომნილი (ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტმჟავა და სხვ.) სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოყოფით, რადგან ეს აირები გროვდება ატმოსფეროში, ისინი ეწინააღმდეგება მზის სხივებით დაგროვილი სითბოს გაფანტვას…”

სინამდვილეში “სათბურის ეფექტი”, როგორც პლანეტაზე დათბობის მიზეზი, მხოლოდ ჰიპოთეზაა, ისეთივე, როგორიცაა საწინააღმდეგო ჰიპოთეზა გლობალური აცივების შესახებ.

პაპი ფრანცისკე თავის ენციკლიკაში ლაპარაკობს მეორე მსოფლიო წარღვნაზე, თუმცა წმინდა წერილიდან ცნობილია, რომ წარღვნა იყო პირველი და უკანასკნელი. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: “და უთხრა ღმერთმა ნოესა და მის შვილებს მასთან ერთად: … გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად” (დაბადება 9.8-11).

მავნე აირების გამოყოფის ცოდვის მიტევებას ვატიკანი ინდულგენციების გაყიდვით იწყებს?

2020 წლის დეკემბერში რომის პაპი ესტუმრა ნიუ-იორკს, სადაც ორგანიზებული იყო შეხვედრა ინკლუზიური კაპიტალიზმის მქადაგებლებთან. ამ დოქტრინის ერთ-ერთ ბურჯს წარმოადგენს “მწვანე ენერგეტიკა” ან “ნახშირწყალბადოვანი გადატვირთვა”.

ფრანცისკე ნიუ-იორკში შეხვდა როტშილდების კლანის წარმომადგენელ ლინ დე როტშილდს, “ინკლუზიური კაპიტალიზმისთვის” კოალიციის (Coalicion for Inclusive Capitalism. CIC )ხელმძღვანელს. ნიუ-იორკში ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ინკლუზიური კაპიტალის საბჭოს შექმნას ვატიკანთან ერთად æ (The Council for Inclusive Capitalism with The Vatican, CICV). can, CICV). CICV _ ამ პარტნიორობაში მონაწილეობს 48 ბანკი, ფონდი, კორპორაცია, რომლებიც მართავენ 10,5 ტრილიონი დოლარის აქტივებს.

საინტერესოა ენციკლიკა Laudato si-ს წარმოშობის იდეა. ამ დოკუმენტის მომზადების კონსულტანტი ჰანს იოახიმ შნელნჰუბორი იყო ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ანგელა მერკელის მრჩეველი, მონაწილეობდა 1992 წლის კიოტოს პროტოკოლის მომზადებაში ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფის შესახებ. ის “სათბურის ეფექტის თეორიის” ერთ-ერთ თავგამოდებულ დამცველად ითვლება. პაპის ენციკლიკა 2015 წელს გამოქვეყნდა პარიზში, კლიმატური ცვლილებების მსოფლიო კონფერენციის გამართვამდე რამდენიმე თვით ადრე.

მავნე აირების გამოყოფის ცოდვის მიტევებას ვატიკანი ინდულგენციების გაყიდვით იწყებს?

ბევრი დარწმუნებულია, რომ ენციკლიკის დახმარებით პაპი კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას ლობირებდა. “ნახშირბადოვანი გადატვირთვისგეგმის ლობირება სხვა არხებითაც მიმდინარეობს. 2015 წელს შეიქმნა სამეცნიეროპოპულარული ციფრული პლატფორმა TED, რომლის ორგანიზატორებმა გამოაცხადესუკუათვლისინიციატივის შესახებ.

დაიწყო უკუათვლა დღეებისა, რომელთა გასვლის შემდეგაც ბუნებრივი რესურსების საწვავად გამოყენების აკრძალვით გაჩერდება ტემპერატურის მომატება.

გასული წლის 10 ოქტომბერს პაპმა ფრანცისკემ პლატფორმა TED-ის აუდიტორიას ქადაგებით მიმართა პროექტ “უკუათვლის” ამუშავების გამო. ინიციატივას მხარი დაუჭირა 50-ზე მეტმა პოპულარულმა ადამიანმა და საჯარო პირმა, მათ შორის გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა და დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილმა, პრინცმა უილიამმა.

2020 წლის დეკემბერში კლიმატის შესახებ მორიგ ონლაინსამიტზე პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ “ნახშირბადოვანი გადატვირთვით” ხელშეწყობა პირადი მაგალითითაც შეიძლება, ის გულისხმობდა ვატიკანს.

საერთოდ კი, ეს ძალიან უცნაურია: სახელმწიფო ვატიკანის ტერიტორია სულ 44 ჰექტარია და პონტიფიკოსი ყველას საზეიმოდ დაჰპირდა, რომ 2050 წლისთვის ვატიკანში მავნე აირების გამოყოფა ნულამდე დაეცემა. აქვე აღსანიშნავიავატიკანის დეკარბონიზაცია”. ვატიკანის შენობების თავზე უკვე დამონტაჟებულია 2 ათასი მზის პანელი და კოლექტორი გასათბობად და გასაცივებლად. ელექტრომობილების მწარმოებლებმა პაპს რამდენიმე ავტომობილი აჩუქეს, ცოტა ხნის წინათ კი ის საზოგადოებაში გამოჩნდა წყალბადის საწვავზე მომუშავე პაპამობილის მოდიფიცირებული მოდელით — Toyota Mirai სპეციალურად ფრანცისკესთვის შექმნეს. პაპი, აგრეთვე, გეგმავს 2021 წლის ნოემბერში კლიმატის შესახებ გაეროს კლიმატის შესახებ სამიტში მონაწილეობასაც.

P.S. 2020 წლის დეკემბერში რომის პაპმა პანდემიის გამო ცოდვების მასობრივი მიტევება გამოაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში პაპის მხრიდან ინდულგენციების გაცემა აუცილებელია. გამორიცხული არ არის, ვატიკანის მეთაურის ახალი იდეა იყოს ინდულგენციების გაცემა ნახშირბადოვანი შეზღუდვების დაწესების გამოც.

საინტერესოა, რა ეღირება მიტევება ისეთიცოდვისა”, როგორიც არის ატმოსფეროში სათბურის ეფექტის შემქმნელი მავნე აირების გამოყოფა.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here