საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილების ბანაკში მცხოვრები მიგრანტები სამართალდამცველებს შეეტაკნენ.
დაპირისპირების ვიდეოჩანაწერი Ruptly-იმ გამოაქვეყნა. აფრიკიდან ჩამოსულების საპროტესტო გამოსვლების მიზეზი შეიქნა თავშესაფრის მიცემის შესახებ თხოვნის დაკმაყოფილების გაუმართლებელი გაჭიანურება. მიგრანტებმა ჩაამსხვრიეს ავტომანქანების ფანჯრები და დალეწეს ლტოლვილების დროებითი განთავსების ცენტრის ავეჯი. არეულობის დასამშვიდებლად მისულ პოლიციელებს ბრბომ ქვები დაუშინა.