ლიტვაში დისლოცირებული ნატოს სამხედრო კონტინგენტის 4 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე ქალაქ იონავაში ადგილობრივებთან ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა.
ლიტვის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა 3 ივნისს, ღამით. გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. გალახულ ნატოელებს ამბულატორული მკურნალობა ჩაუტარეს.