Home რუბრიკები პოლიტიკა ლეონიდ კუჩმა: ევროპა აჩოქებს უკრაინას

ლეონიდ კუჩმა: ევროპა აჩოქებს უკრაინას

1247
ლეონიდ კუჩმა

უკრაინა უკვე იმკის ევროკავშირისკენ სწრაფვის შედეგებს. “უკრაინა სანედლეულე დანამატია, ევროპა ქვეყანას არ ეხმარება და აჩოქებს”, _ განაცხადა უკრაინის მეორე პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ საერთაშორისო ფორუმის გახსნისას, _ იუწყება ტელეარხი “112 უკრაინა”.

ლეონიდ კუჩმას აზრით, უკრაინის ეკონომიკა ინგრევა. “ჩვენ ვხდებით სანედლეულე დანამატი. დაგვრჩა მეტალურგია, ქიმია, სოფლის მეურნეობა. მაღალტექნოლოგიური საწარმოები პრაქტიკულად არ გვაქვს. საით მივდივართ? ჩვენ გვიხარია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ რით ვვაჭრობთ ევროპასთან? ნახეთ სტატისტიკა: ხორბლით (სოფლის მეურნეობიდან. მეტით, პრაქტიკულად, არაფრით) და კიდევ _ თაფლით. ახლა ნახეთ, როგორ გვაჩოქებენ ევროპელები: ტყე გაჩეხეთ და ჩვენთან ჩამოიტანეთო. სად არის კონკრეტული დახმარება უკრაინისთვის, ფეხზე რომ დავდგეთ?” _ განაცხადა ლეონიდ კუჩმამ და დასძინა, რომ, თუ ქვეყანა არ განავითარებს ეკონომიკას და დარჩება ღარიბი, არავის აღარ დასჭირდება.

2016 წლის ბოლოს გაზეთი “ნიუ-იორკ თაიმსი” წერდა, რომ ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ზონაში უკრაინის შესვლიდან 1 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკამ დიდი ზარალი განიცადა, კერძოდ, პრობლემები შეექმნა აგრარულ სექტორს. ზარალი, ძირითადად, გამოწვეულია ევროკავშირის მიერ დაწესებული კვოტებით პროდუქციის მიწოდებაზე.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here