პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, პრეზიდენტს ახალი არაფერი უთქვამს და მას ბევრს რამეში არ ეთანხმება: „ველოდებოდი რომ უფრო მომზადებული იქნებოდა პრზიდენტი. მან ისაუბრა იმაზე რაც ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი, არაფერი სიახლე არ უთქვამს. არ ვეთანხმები ბევრ რამეში“-განაცახდა კახა კალაძემ.
გამოსვლას ასევე უარყოფითი შეფასება მისცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოხსენება უამრავ ხარვეზს შეიცავდა: „პრეზიდენტის გამოსვლის დასაწყისი იყო ბრალდების შემცველი. მგონია, რომ შეცდომა იყო, როდესაც პრეზიდენტმა გამოსვლა ასე დაიწყო. თუ პრეზიდენტი ჩაკეტილობას ეძახის იმას, რომ ფორმალური დიალოგი არის მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დიალოგს მოყვეს ეგრევე ვეტოს დადება, რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგი აზრს კარგავს. ჩვენ ყველა სამუშაო პროცესში ვიწვევთ მის წარმომადგენლებს. ეს ნიშნავს, რომ გახსნილია სივრცე თანამშრომლობის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მისი მხრიდან მხოლოდ ვეტოების დახუნძლულ სტატისტიკას. არამგონია ეს კონსტრუქციული იყოს”, – განაცხადა ბესელიამ.
რამდენად სრულყოფილი და ობიექტური იყო პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება საკანონმდებლო ორგანოში, რა ხარვეზებს შეიცავდა იგი და რატომ აფასებს მმართველი გუნდი უარყოფითად აღნიშნულ გამოსვლას, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარეს ლევან ჩაჩუას დაუკავშირდა.
ლევან ჩაჩუა: მთელი ეს პოლიტიკური კინკლაობა და გაწევ-გამოწევა, რაც ხდება ორ პარტიას, „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, სინამდვილეში არის ძალაუფლების გადანაწილებისთვის დაპირისპირება, თორემ რეალურად ორივე ძალას ერთი თავი მართავს. ამათ იდეოლოგიური თვალსაზრისით ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, გასაყოფი აქვთ მხოლოდ სკამები და სადავეები. ზოგადად აქ ახალი არაფერი ხდება, ჩვენ უკვე 25 წელია ვტრიალებთ ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეში. მთელი ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებები მუდმივად ოპოზიციაში არიან ქართველ ხალხთან, ასე რომ ახლა იმის განხილვა, თუ რომელ მინისტრს მოეწონა მაგრველაშვილის გამოსვლა და რომელს – არა, ვფიქრობ არაფერს ცვლის. ესენი საბოლოოდ მაინც ერთ ქვაბში იხარშებიან. მაინც ერთი ძალის დირექტივებს ასრულებენ და ერთი მბრძანებლის მითითებებით იმართებიან…
– ამ პოლიტიკური მოცემულობის პირობებში ცვლილებები როგორ წარმოგიდგენიათ? რამ შეიძლება, მნიშვნელოვანი გარდაქმნები განაპირობოს?
– უბრალოდ ქართველები ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდნენ, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ ფესვებიდან ამოსული ყლორტები პოლიტიკური ასპარეზიდან გასასტუმრებელია. ვფიქრობ, დღეს არის ამის შესაძლებლობა იმ ძირეული პოლიტიკური გარდაქმნების ფონზე, რაც დასავლეთში მიმდინარეობს. სხვათა შორის, ამ დღეებში იუესაიდის კომისია ჩამოვიდა საქართველოში და დეტალურად იძიებს იმ თანხების ხარჯვის მიზნობრიობას, რომელიც ამერიკელი გადამხდელების მიერ იქნა თავის დროზე აქ ამოგზავნილი. ლაპარაკია კოლოსალურ თანხებზე, რომელსაც ქვეყანა იღებდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ რეალურად სად მიდიოდა ეს თანხები, კაცმა არ იცის. უფრო სწორად, ამ თანხების დიდ ნაწილს ახმარდნენ „ლგბტ“ საზოგადოების უფლებების დაცვას, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების წინ წამოწევას და ქართული ეროვნული ცნობიერების დაკნინებას. ასევე ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდებოდა სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას და მისი ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებას, რაც იყო უდიდესი დანაშაული და კრიმინალი. თუმცა საბედნიეროდ ეს დასრულდა და მე ვფიქრობ, დღეს ვითარება არის მომწიფებული იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ძველი ინერციით მიმავალი გარედან მართული ძალების პარპაში ხელისუფლების სათავეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, უსასრულოდ გაგრძელდება და საბოლოოდ ეს პროცესი სახელმწიფოს მიიყვანს სრულ კატასტროფამდე.
სრულ სიმართლეს ბრძაებს ბატონი ჩაჩუა,……ჩვენ ერთ წრეზე ვტრიალებთ, უბრალოდ დღევანდელი გამოსვლების დროს , მოულოდნელი იყო , მე მგონი, ” პატრიოტთა ალიანსის” დადებითი განწუობაც , პრეზიდენტის მიმართ,….საკვირველი და უცნაური,….!!!
ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ ეს უნიათო ხელისუფლება ვითომდა ხალხისთვის მზრუნველი,რეალურად კიქვეყნის დამაქცევარი ქოცნაცების ხროვა!
ჩვენც რომ მოგვეხსენება ვინ ყლორტები და ვინ ბარტყები არიან ეგენი ეგც ხომ გჯერათ,ხოდა თქვენ ის გვასწავლეთ როგორ მოვიშორთ ეგ პარაზიტები.
ჩვენც რომ მოგვეხსენება ვინ ყლორტები და ვინ ბარტყები არიან ეგენი ეგც ხომ გჯერათ,ხოდა თქვენ ის გვასწავლეთ როგორ მოვიშორთ ეგ პარაზიტები.
ყველა ერთმანეთზე უარესები რომ ხართ???!!!
ყველა ერთმანეთზე უარესები რომ ხართ??!!!
გაიხარეთ ბატონო ლევან! უკვე მართლა მობეზრდა ხალხა ამათი კატა ტაგვობიას თამაში …25 წელი ცოტა დრო არაარამდენ ტანჯვასა და წამებას უძლებს ამათ ხელში ჩვენიქართველი ხალხი ..
ძალა უფლება 2012 წელს გადანაწილდა! დემოკრატიას სპექტაკლებს თამაშობენ, გრანტების მისაღებათ!სამწუხაროდ არ რეჟისორი და არც მსახიობები არ ვარგა!
დიახაც რომ ასეა , უნდა დამთავრდეს ამ არაეროვნული ძალების პარპაში ,სამუდამოდ უნდა გავატაროთ და დავემშვიდობოთ ამ ყრუ -მუნჯ მთავრობას!
დიახაც რომ ასეა, დადგა ჟამი გავატაროთ კი აღარ და გავაძევოთ ეს არაეროვნული ყრუ- მუნჯი ხელისუფლება!
ალბათ მხოლოდ ლოცვა გვიშველის რომ გადავრჩეთ.ვილოცოთ რომ მოვიდნენ თქვენნაირი პატრიოტები,მორწმუნეები,სამშობლოს მოყვარული,ქრისტეს მ ოყვარულნი ხელისუფლებაში.
Mxolod locva ar gvishvelis. Rcheuli , chkviani morcmune da patiosani, samdhoblostvis tavs rom gadciravs( shridzkeba Es ukve sadacilodac jgers ara???) ai aseti adamianebi unda gaertiandnen, gadasdon gverdit pivelobis ambiciebi da dasaxon gamosavali am urtulesi mdgomareobidan!!!
აუცილებლად მოსაშორებელია.
Gaixaret