Home რუბრიკები ეკონომიკა ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა მოიმატა

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა მოიმატა

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა მოიმატა

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა მოიმატა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 14,4%-დან 15,7%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მოხდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე. კერძოდ, დეკემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17%-ს, იურიდიულის _ 11,6%-ს, უკვე იანვარში კი ფიზიკურ პირებზე სესხები 18,7%-მდე გაიზარდა, იურიდიულებზე _ 12,1%-მდე. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირე მატება აღირიცხა და ისიც მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის გაცემულ სესხებზე. დეკემბერში ფიზიკურ პირებზე სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,2%-ს, იანვარში კი _ 6,7%-ს. იურიდიული პირებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here