Home რუბრიკები სამართალი ლალი აფციაური: გიგა ბოკერია საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს, რადგან ბოკერია არის 2004-დან...

ლალი აფციაური: გიგა ბოკერია საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს, რადგან ბოკერია არის 2004-დან 2012 წლამდე მომხდარი ყველა ბინძური საქმის თავიდათავი

3323
ლალი აფციაური

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში 31 მაისს გადაწყდა. 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს “2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე”.

ინიციატივა პარტიაევროპულ საქართველოსეკუთვნოდა. კომისია 17 წევრისგან შედგება, მის უმრავლესობასევროპული საქართველოწარმოადგენს (9 წევრი), “ქართული ოცნებაკი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. კომისიის შემადგენლობაშიევროპული საქართველოდანარიან: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. “ქართული ოცნებიდან”: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე. კომისიის წევრები, აგრეთვე, არიანპატრიოტთა ალიანსისწევრი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. კომისიის პირველივე სხდომაზე ზაზა სარალიძემ ეკა ბესელიას აცილება მოითხოვა. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ძირითადად, “ევროპული საქართველოსწარმომადგენლებით დაკომპლექტებულ კომისიაზე .. ციხის ბუნტის საქმის ადვოკატი ლალი აფციაური გვესაუბრება.

_ ქალბატონო ლალი, თქვენ ერთერთი ხართ იმ ადამიანთაგან, რომლებმაც კარგად იციან წინა ხელისუფლებისსაქმენი საგმირონი”. აქტიურად იყავით ჩართულიციხის ბუნტისსაქმეშიც, სადაც გიგა ბოკერიას სახელი დადებითად არ იყო მოხსენიებული

_ გიგა ბოკერია სამართლიანობის აღდგენაზე რომ მუშაობს, კატასტროფაა!

კომისიის შექმნა სამართლებრივად ნორმალურია, ისიც ნორმალურია, რომ ყველა პარტია კვოტებით შედის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, არავის ენდობა, გარდა იმ ხალხისა, რომელიც კომისიაში უმრავლესობით არის წარმოდგენილი. ის ამბობს, რომ არ ენდობა ბესელიას, რადგან შეურაცხყო, თუმცა ეს სიცრუეა, ვერსად მოვიძიე ინფორმაცია, რომლითაც მსგავსი რამ დადასტურდებოდა. კომისიის შექმნის საქმეში ხელისუფლება მართალია, სარალიძე არავის ენდობა, გარდა ნაცებისა, ამიტომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. სხვა საქმეა, ნაცები დღესაც რატომ არიან პოლიტიკურ არენაზე.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ის თვითონ უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე. ბოკერია არის ყველა იმ ბინძური საქმის თავიდათავი, რომლებიც 2004-დან 2012 წლამდე ხდებოდა. ძნელია, ჩამოთვალო ყველაფერი, რაც მან ჩაიდინა, მათ შორის _ მკვლელობებიც. ბოკერია ყველა საქმის, ორგანიზატორი თუ არა, მონაწილე იყო. სწორედ ბოკერიას იდეოლოგიის გამო გაუშვეს წინა ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ კოაბიტაციამ ისინი გააცოცხლა.

ზაზა სარალიძეს ენით აუწერელი უბედურება სჭირს, მაგრამ დადგე ნაცების გვერდით, რომლებიც თვითონ სჩადიოდნენ მკვლელობებს, ყოვლად წარმოუდგენელია.

რა სახელიც უნდა დაირქვას ბოკერიამ, ყოფილი ნაცი არ არსებობს. ხელისუფლება შეცდომას უშვებს, თუ ჰგონია, რომ ბოკერიას რაიმეს გამოსტყუებენ, პირიქით _ ის ამ მდგომარეობას კარგად გამოიყენებს, რადგან ერუდირებული ნაძირალაა.

ბოკერია და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები ცდილობენ, ის კანდიდატი დასვან პროკურორად, რომელიც მურთაზ ზოდელავას უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. ამ ადამიანის სახელისა და გვარის დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ, მაგრამ, თუ მართლაც გაიტანეს თავისი ამ ნაძირალებმა და ხელისუფლება აიძულეს, ეს პიროვნება გახდეს პროკურორი, პირველი მე ვიქნები, ვინც ქვების სროლას დაიწყებს. პროკურატურაში და, საერთოდ, ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ ბევრისაბოტაჟნიკიჰყავთ, ამიტომ, თუ ახლა ზოდელავას ბარტყს დასვამენ პროკურატურის სათავეში, ჩავთვლი, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, ნაცებს გადააბაროს ყველაფერი. სხვას ვერაფერს ვფიქრობ, რადგან, საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ეს კრიმინალები დომინირებენ და მორალს გვიკითხავენ, თვალებში გვიყურებენ და თითს გვიქნევენ. ეს მთავრობის დანაშაულია.

კიდევ ერთხელ ვამბობ: საშინელი ტრაგედია მოხდა, ზაზა სარალიძე და მისი ცოლი, ფაქტობრივად, განადგურებულნი არიან. თუ ვინმემ მათი შვილის მკვლელობის დეტალები დაფარა, მკვლელს ხელი დააფარა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამას მტკიცებულებები სჭირდება და არა “კუპრავას გამოძიება”, როგორც ზაზა სარალიძე ამბობს.

სარალიძე მართალი იქნებოდა მაშინ, თუ აპოლიტიკური ადამიანებისგან შექმნიდა კომისიას და ხელისუფლებას ფაქტებს დაუდებდა. ასეთ შემთხვევაში მე მხარში ამოვუდგებოდი, მაგრამ მან მკვლელებთან დგომა არჩია. ჟურნალისტებმა ჩვენზე უკეთ იცით, ვინ დგას იქ და რა წარსული აქვს თითოეულ მათგანს.

_ როგორ ფიქრობთ, დადებს ბოკერის გუნდი რაიმე შედეგს?

_ დაზარალებულის მოთხოვნა დაკმაყოფილდა _ კომისია იმ შემადგენლობით შეიქმნა, როგორიც უნდოდა. ვნახოთ, გაამართლებენ თუ არა სარალიძის იმედებს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვდნენ, დააკავეს და “ეს არ არის საკმარისიო”, _ გაიძახის სარალიძე. მინდა ვიფიქრო, რომ შვილის სიკვდილის გამო სარალიძე არაადეკვატურია, რადგან მისი მოთხოვნები არაადეკვატური ჩანს. თუ ის გავლენის ქვეშ არის, მაშინ ეს ძალიან ცუდია. კომისიამ მუშაობა სამ თვეში უნდა დაასრულოს, დაველოდოთ შედეგებს.

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. საბრალდებო სკამის რა გითხრათ და პრემიერად მოგვევლინება, ეჭვი მაქვს…
    ისე მიდის საქმე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here