კოსოვოს “საგარეო საქმეთა მინისტრმა”, ოლიგარქმა ბეჯეტ პაცოლიმ, ავსტრიული ნავთობკომპანია ONV-ს ერთ–ერთმა აქციონერმა, წაიტრაბახა, რომ საკუთარი თანხები დახარჯა, რათა “დამოუკიდებლობის” აღიარება მოეპოვებინა სერბეთისთვის წაგლეჯილი მხარისთვის. ალბანელმა მაღალჩინოსანმა ეს თავისი პარტიის _ “ალიანსი ახალი კოსოვოსთვის” მიერ გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა გნილანში.
“მე პირადად მოვიპოვე 43 აღიარება ჩემი თანხებით და ამას კიდევ გავაკეთებ!” _ განაცხდა პაცოლიმ.
“კოსოვოს დამოუკიდებლობა ისეთი პრობლემურია, რომ აღწერას არ ექვემდებარება. საგარეო საქმეთა მინისტრი აღიარებს, რომ მოსყიდვით მოიპოვა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება. ეს კი ეწინააღმდეგება საღ აზრს, საერთაშორისო სამართალს. ეს არის აღიარება იმისა, რომ ეს სახელმწიფო დაფუძნებულია კორუფციასა და მექრთამეობაზე”, _ განაცხადა სერბმა პოლიტოლოგმა დეიან ვუკ სტანკოვიჩმა.