Home სხვადასხვა დაიჯესტი კლიმატგეიტი

კლიმატგეიტი

კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საუკუნის აფერაა

188
კლიმატგეიტი

ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ფართოდ გავრცელების საუკუნეში ადვილია ადამიანის დარწმუნება ნებისმიერ საკითხში. თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ გლობალურმა ელიტამ მსოფლიო ეკონომიკის დეინდუსტრიალიზაცია გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო რომის კლუბის მოხსენებაში, რომელიც გამყარებული იყოპოსტინდუსტრიული საზოგადოებრიობისთეორიით და წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გათვლებში. მათგან ერთერთია მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, შინამეურნეობების მიერ ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა აირების გამოყოფით შექმნილი სათბურის ეფექტის შედეგად გამოწვეული გლობალური დათბობის დოქტრინა.

1970-იანი წლების დასაწყისში სათბურის ეფექტზე მსჯელობას ჰიპოთეზის სტატუსი ჰქონდა. ის არსებობდა საწინააღმდეგო ჰიპოთეზასთან _ პლანეტაზე გამყინვარების დაწყებასთან _ ერთად. იმართებოდა სამეცნიერო დისკუსიები დედამიწის ბიოსფეროში მიმდინარე პროცესების, საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთქმედების უკეთ გასაგებად.

1980-იან წლებში ასეთი დისკუსიები უკვე იშვიათი იყო. გაუგებარი მიზეზებით წინა პლანზე წამოიწია სათბურის ეფექტისა და პლანეტაზე დათბობის პიჰოთეზამ.

1980-იანი წლების ბოლოს ჰიპოთეზამ მიიღოთეორიისსტატუსი, ხოლო პლანეტაზე კლიმატის დათბობა საზოგადოებრიობას მიაწოდეს, როგორც კლიმატური კატასტროფა. ახალი თეორიის მომხრეებს მხარში ამოუდგნენ მედიასაშუალებები და კინემატოგრაფი, რომელმაც ადამიანები აპოკალიფსური შინაარსის ფილმებით დაზაფრა. როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, ეს იყო გრანდიოზული მოსამზადებელი სამუშაო გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე გაეროს კონფერენციისთვის, რომელიც 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა. ამ კონფერენციაზე მიიღეს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილებებზე; ანთროპოგენური და ტექნოლოგიური მოღვაწეობის შედეგად გამოწვეული კლიმატის დათბობა და კლიმატური კატასტროფა აღიქმებოდა, როგორც აქსიომა.

შემდეგ გაერომ რიო-დე-ჟანეიროში მიღებული საგზაო რუკის მიხედვით იმოქმედა: 1997 წელს შეიმუშავეს და ხელმოსაწერად გაამზადეს კიოტოს პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებდა ატმოსფეროშიCO2-ის გამოყოფის კონკრეტულ კვოტებს და ქვეყნისთვის განსაზღვრავდა გამოყოფის დადგენილ დონეზე გასვლის ვადებს.

კლიმატგეიტი

კლიმატური დათბობის წინააღმდეგბრძოლა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კლიმატის შესახებ 2015 წლის დეკემბერში გამართული პარიზის კონფერენცია, რომელშიც 200 სახელმწიფოს დელეგატები მონაწილეობდნენ. კონფერენციის შედეგი იყო შეთანხმება კლიმატის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა 21- საუკუნის შუა წლებში მავნე აირების გამონაბოლქვების შემცირებას ნულოვან დონემდე. თუმცა, იმხანად აშშის (ექსპერტთა შეფასებით, CO2-ის გამონაბოლქვის 1/5 ამ ქვეყანაზე მოდის) ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდმა ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას პარიზის შეთანხმებაში. აი ჯო ბაიდენმა კი თეთრ სახლში შესვლიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდება პარიზის შეთანხმებაში. მან ყველას მიანიშნა, რომ აშშ მზად არის, სათავეში ჩაუდგეს კლიმატურ კატასტროფასთან ბრძოლის მსოფლიო მოძრაობას, მაგრამ შეიქმნა უხერხულობა: თებერვალში ტეხასსა და კიდევ რამდენიმე შტატში ისეთი ყინვები დაიწყო, რომლის მსგავსიც ათეული წლების განმავლობაში არ ყოფილა. დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი გაყინვის გამო, რამდენიმე ათასს კი ჯანმრთელობა დაუზიანდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 მლნ ამერიკელი.

თებერვალშივე კვლავ ამოტივტივდა თეორიები და ჰიპოთეზები, რომელთა მიხედვით დედამიწაზე ხანგრძლივი აცივება დაიწყება. ამერიკაში, მიუხედავად მეცნიერებაზე დაწესებული დიქტატისა, საკმაოდ ბევრი მეცნიერი უარყოფს დათბობის შესახებ თეორიას. ამ თეორიას წლების განმავლობაში ებრძოდა აშშის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი ფრედერიკ ზეიტცი; სიცრუის საწინააღმდეგო პეტიციას ხელი მოაწერა 17-მა ათასმა (!) ამერიკელმა მეცნიერმა. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ანდრეი კაპიცას, ინტერვიუში: “გლობალური დათბობა და ოზონის ხვრელები _ არამეცნიერული მითები”. აკადემიკოსი კაპიცა, ისევე როგორც ზეიტცი და ათასობით სხვა მეცნიერი, ამბობს, რომ კიოტოს პროტოკოლი და პარიზის შეთანხმება არის მსოფლიო ოლიგარქიის ინტერესების სასარგებლო აფერა და ამ დოკუმენტის უკან მდგარი ტენდენციები _ “კაცობრიობის საფრთხე და მისი მომავლისთვის მძიმე დარტყმა” _ სიცრუეა.

ამასთანავე, ციფრულ სივრცეში ანადგურებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ეჭვი შეაქვს კლიმატური დათბობის დოგმაში. აი ამის დამადასტურებელი ერთი სკანდალური მოვლენა, რომელიც 10 წლის წინათ მოხდა და რომელსაც კლიმატგეიტი (Climategate)  შეარქვეს. სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის კლიმატოლოგიის განყოფილება (Climatic Research Unit. CRU), რომელიც გაეროსთან არსებული კლიმატური ცვლილებების ექსპერტების მთავრობათშორისი ჯგუფისთვის კლიმატური ინფორმაციის 3 ძირითადი მიმწოდებლიდან ერთ-ერთია.

2009 წლის ნოემბერში უცნობმა პირებმა ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელეს საარქივო ფაილი, რომელიც შეიცავდა ზემოაღნიშნული კლიმატოლოგიის განყოფილებიდან მოპარულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას გაეცნენ ანთროპოგენური დათბობის კრიტიკოსები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ საწყისი მონაცემები ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ თეორიას, თუმცა ზოგიერთი მონაცემი დაფარული იყო, ზოგი _ დამახინჯებული.

გამომზეურდა “საჭირო” ინფორმაციის მომზადების სამზარეულო. მაგალითად, 1999 წლის 16 ნოემბერს კლიმატოლოგიის განყოფილების დირექტორი ფილ ჯონსი წერდა: “მე ახლახან გამოვიყენე მაიკის ტრიუკი ჟურნალიდან Natureდა მონაცემების თითოეულ რიგს დავუმატე ნამდვილი ტემპერატურები… რათა დამემალა ტემპერატურის დაცემა”. 2003 წლის 11 მარტს ჯონსი საჯაროდ დაემუქრა ჟურნალ Climate Research-ის რედაქტორს. ჯონსის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ გამოცემა თავის ფურცლებზე ბეჭდავდა სპეციალისტების ალტერნატიულ მოსაზრებებს. გამოვლინდა განყოფილების თანამშრომელთა კავშირები მათთან, ვინც სხვა ქვეყნებში დაკავებულიადათბობის თეორიისკონსტრუირებით. გაირკვა, რომ ეს არის ფართო საერთაშორისო ქსელი. დათბობის თეორიის მომხრეები მიისწრაფვოდნენ, მაგალითად, შეემცირებინათ შუა საუკუნეების დედამიწის ტემპერატურის მონაცემები, რათა თანამედროვე ტემპერატურა წარმოეჩინათ, როგორც უპრეცედენტოდ მაღალი. კლიმატოლოგიის განყოფილების გარშემო ათასზე მეტი შემოწმება ჩატარდა, მაგრამ ყველას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

2011 წელს კი მოხდა მეორე ინციდენტი _ ინტერნეტში გავრცელდა ე.წ. ფაილი FOIA 2011, რომელიც 5000 წერილს შეიცავდა. ეს წერილები გამოქვეყნდა ვებგვერდ Sinwt.ru-ზე. ამჯერად შემოწმება თითქმის არ ყოფილა, კლიმატოლოგიის განყოფილების მავნებლობა დაუსჯელი დარჩა და CRU-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კლიმატის შესახებ პარიზის კონფერენციის მომზადებაში. სანამ სილიკონის მაფია ინტერნეტს არ გაასუფთავებს ამ სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციისგან, შეგიძლიათ ნახოთ ჯონ კოსტელას კვლევა The Climategate Emails-ი. ამას გარდა, არის რამდენიმე ავტორიტეტული რესურსი, რომლებიც, მრავალი წელია, ამხელს ტყუილს სახელწოდებით “კლიმატური კატასტროფა”. ეს რესურსებია: Climate Audit-ი და Watts up with That-ი.

P.S. საინტერესო ფაქტი: დონალდ ტრამპის ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ ის კლიმატური დათბობის თეორიის მომხრე იყო, სანამ კლიმატგეიტის მასალებს გაეცნობოდა (2010 .). ამის შემდეგ მისი პოზიცია კლიმატის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. ის აღარ ენდობოდა ამ საკითხზე ოფიციალურ თვალსაზრისს და თეთრ სახლში შესვლის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ გამოვიდოდა პარიზის შეთანხმებიდან.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here