Home სხვადასხვა დაიჯესტი კემეროვოში მასწავლებელი ტატიანა დარსალია ბავშვების გადარჩენისას დაიღუპა

კემეროვოში მასწავლებელი ტატიანა დარსალია ბავშვების გადარჩენისას დაიღუპა

2276
ტატიანა დარსალია

რუსეთის ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიისას, როცა სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, მასწავლებელმა ტატიანა დარსალიამ შეძლო თავისი 14 წლის ქალიშვილის გადარჩენა, რომელთან ერთადაც ცენტრში საყიდლებზე იმყოფებოდა. ქალიშვილის შენობიდან გაყვანის შემდეგ მას შემოესმა ბავშვების ხმები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, და უკან მიბრუნდა. სამწუხაროდ, ტატიანა დარსალიამ ვერც ბავშვები გადაარჩინა და თვითონაც დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, სავაჭრო ცენტრის თანამშრომელმა სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. დაკავებულია ხუთი ეჭვმიტანილი, მათ შორის, სავაჭრო ცენტრის მფლობელი. დაკითხულია 70-ზე მეტი თვითმხილველი.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით _ დაშავდა.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here