კატალონიის პარლამენტში დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაციაზე ფარული კენჭისყრა გაიმართა.
კატალონიის პარლამენტმა აღნიშნულ დეკლარაციას 72 ხმით დაუჭირა მხარი, 10 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ პარტიებმა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.
დღეს ესპანეთის სენატი სრული შემადგენლობით შეიკრიბა და მთავრობის მიერ კატალონიის კრიზისის გადასაჭრელად შეთავაზებულ ზომებს განიხილავს.
აქამდე ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას იწყებს, რომელიც აქამდე არასდროს გამოყენებულა. აღნიშნული მუხლი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიის შეზღუდვის საშუალებას აძლევს.