Home სხვადასხვა დაიჯესტი “კამაზის” ეკოლოგიური ელექტროავტობუსი

“კამაზის” ეკოლოგიური ელექტროავტობუსი

1280
“კამაზის” ეკოლოგიური ელექტროავტობუსი

კამის საავტომობილო ქარხანაკამაზიმონაწილეობდა მოსკოვში გამართულ მე-9 სპეციალიზებულ გამოფენაშიელექტროტრანს-2019”, რომელიც ჩატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რუსული კვირეულის ფარგლებში.

“კამაზმა” თავის ექსპოზიციაში წარმოადგინა ელექტრობუსი კამაზ 6282-012, რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთათვის. საავტომობილო ტრანსპორტის მოსკოველი მგზავრები აქტიურად სარგებლობენ ამ მოდელით. აღსანიშნავია, რომ რუსეთის დედაქალაქი ევროპაში ლიდერია ელექტრობუსების რაოდენობით _ ამჟამად მოსკოვის ქუჩებში მოძრაობს ტრანსპორტის ამ ინოვაციური სახეობის 100 ერთეული, რომელთა უმრავლესობა აწყობილია “კამაზში”.

კამაზ 6282-012 დაკომპლექტებულია გამწევი ელექტრომოწყობილობის თანამედროვე კომპონენტებით, მათ შორის, ელექტროპორტალური ხიდითა და ლითიუმ-ტიტანის (LTO მოცულობით 80 კვტ/სთ) სააკუმულატორო ბატარეებით. მათ სრულ დამუხტვას მხოლოდ 24 წუთი სჭირდება. ელექტრობუსი სადგურში იმუხტება ულტრასწრაფი მუხტით, დამატებით გამოყენებულია საბორტო დამმუხტველი მოწყობილობა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დამგროვებელი დაიმუხტოს 380-ვოლტიანი (ე.წ. ღამის დამუხტვა, რომლისთვისაც საჭიროა დაახლოებით 8 საათი) ცვალებადი დენის სამფაზიანი ქსელიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here