Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი!

ირაკლი!

892
ირაკლი

რამდენიმე დღის წინათ ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ _ ირაკლი თოდუა გარდაიცვალა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქვეყანას ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს. ადამიანი, რომელსაც უდიდესი სითბოს გამოხატვა შეეძლო და განსაკუთრებული ყურადღებით გვეპყრობოდა ჩვენ _ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს. არ გვახსოვს არც ერთი 9 მაისი, რომ არ გავხსენებოდით და გაზეთსაქართველო და მსოფლიოშიჩვენი მოსაფერებელი წერილი არ გამოექვეყნებინა. სამწუხაროა, რომ წელს მის გარეშე ვხვდებით ამ დღეს

სამწუხაროა ასეთი ახალგაზდის დაკარგვა ყველასთვის, მაგრამ გვინდა, სამძიმარი ვუთხრათ, პირველ რიგში, მის ოჯახს _ დედას, მეუღლესა და ოთხ შვილს. ასევე სამძიმარს ვუცხადებთ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” შემოქმედებით კოლექტივს და ვუსურვებთ, ღირსეულად გაეგრძელებინოს ირაკლი თოდუას დაწყებული საქმე…

მსუბუქი იყოს, ჩვენო სასახელო შვილო, შენს გულზე დაყრილი სამშობლოს მიწა. ნათელში გამყოფოს უფალმა!

დიდი სამამულო ომის ვეტერანთა თბილისის ორგანიზაციის სახელით,

შოთა ბუაძე, ტარას იჩქიტიძე, სერგო მირზოიანი, ვალერიან კაციტაძე

საერთო გაზეთისრედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 42 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი, შესანიშნავი ჟურნალისტი, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმთავარი რედაქტორი

ირაკლი თოდუა

და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს.

ირაკლი თოდუას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ჟურნალისტიკისთვის და მთელი საქართველოსთვის.

გაზეთის რედაქცია

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი და გაზეთლიტერატურული საქართველოსმთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ჟურნალისტის, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმთავარი რედაქტორის

ირაკლი თოდუას

გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ჟურნალისტის, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმთავარი რედაქტორის

ირაკლი თოდუას

გარდაცვალების გამო.

გაზეთილიტერატურული საქართველოიუწყება, რომ გარდაიცვალა გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმთავარი რედაქტორი

ირაკლი თოდუა

და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს.

ჟურნალიდილამწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმთავარი რედაქტორი

ირაკლი თოდუა

და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმთავარი რედაქტორის, ბატონ

ირაკლი თოდუას

გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ოჯახს და გაზეთის შემოქმედებით კოლექტივს.

ივანე მოროხია, აგროეკონომისტი;

მალხაზ ჩარგეიშვილი, ტექნოლოგი;

ნინო ჩარგეიშვილი, პედაგოგი (ზუგდიდი)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here