Home სხვადასხვა დაიჯესტი ინკლუზიური კაპიტალიზმი და ახალი სახის ფაშიზმის აღორძინება

ინკლუზიური კაპიტალიზმი და ახალი სახის ფაშიზმის აღორძინება

რა გადმოიღო კლაუს შვაბმა მილტონ ფრიდმანისგან

1039
კლაუს შვაბი

გერმანელი ეკონომისტი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და უცვლელი პრეზიდენტი კლაუს შვაბი ინკლუზიურ კაპიტალიზმში (.. ინკლუზიური კაპიტალიზმის არსზე იხ. წერილისაქართველო და მსოფლიოს” 2020 წლის 46- ნომერში _ “27 მცველი: მსოფლიო ოლიგარქებმა ხალხების მართვის მეთოდს მიაგნეს”) გულისხმობს ისეთ სოციალურეკონომიკურ მოდელს, რომელშიცგადაიზრდებაარსებული კაპიტალიზმი, თანაც დარჩება კაპიტალიზმად.

მილტონ ფრიდმანი
მილტონ ფრიდმანი

არსებული კაპიტალიზმი 3-4 საუკუნის წინათ ჩაისახა და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ იცვალა სახე. XIX საუკუნის ბოლოდან და XX საუკუნის დასაწყისიდან კაპიტალიზმი თავისუფალი კონკურენციის სტადიიდან მონოპოლისტურ სტადიაში გადაიზარდა, რაც აღწერა ვლადიმერ ლენინმა ნაშრომში “იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია” (1916 წ.). XX საუკუნეში მოხდა სახელმწიფოს შეზრდა მონოპოლიებთან და მის საფუძველზე სახელმწიფო-მონოპოლისტური კაპიტალიზმის ჩემოყალიბება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი 2-3 ათეული წლის განმავლობაში კაპიტალიზმი ხასიათდებოდა “კეინსიანობის იდეის” (კეინსიანობა ჩამოაყალიბა ჯონ მეინარდ კეინსიმ აშშ-ში “დიდი დეპრესიის” პერიოდში) გავლენით, სახელმწიფოს ძლიერი ჩარევით ეკონომიკაში.

1970-იან წლებში დაიწყო კეინსიანობის მაკროეკონომიკური მიმდინარეობა, რომლის ძირითადი იდეებია: 1. სახელმწიფოს მონაწილეობის მინიმიზაცია ეკონომიკაში, იმედის დამყარება ბაზარზე, როგორც სამეურნეო ცხოვრების ავტომატური რეგულირების მექანიზმზე; 2. კერძო ბიზნესის მისწრაფება მოგების მაქსიმილიზაციაზე საკუთარი კაპიტალის (აქციონერების) ინტერესების გათვალისწინებით.

კაპიტალიზმის ასეთი კონცეფცია ყველაზე გულახდილად ჩამოაყალიბა ამერიკელმა ეკონომისტმა მილტონ ფრიდმანმა (1912-2006). 1976 წელს ის ეკონომიკის დარგში ალფრედ ნობელის პრემიითაც კი დააჯილდოვეს. ფრიდმანმა პირდაპირ განაცხადა ის, რასაც სხვები ერიდებოდნენ: ბიზნესს არანაირი სხვა პასუხისმგებლობა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ მესაკუთრეებმა (აქციონერებმა) მიიღონ მაქსიმალური მოგება, ხოლო საუბრებისოციალურ პასუხისმგებლობაზელაყბობაა. მილტონ ფრიდმანი ხშირად იმეორებდა: “ბიზნესის ბიზნესს წარმოადგენს ბიზნესი”. ეს ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული 1970 წელს გამოქვეყნებულ მის სტატიაში: “ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს მოგების ზრდა”.

ამ სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ კლაუს შვაბმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (იმხანად ევროპის მენეჯმენტის ფორუმი ერქვა) შექმნაზე განაცხადა. 1973 წელს კი შვაბი გამოვიდა მანიფესტით, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ბიზნესკომპანიებმა არა მხოლოდ უნდა იზრუნონ მოგებაზე, არამედ იმუშაონ აქციონერების ინტერესებზე. ეს იყო მონახაზები იმისა, რასაც შემდგომ ეწოდა “ინკლუზიური კაპიტალიზმი” ან “ყველა დაინტერესებული მხარის კაპიტალიზმი”.

შვაბი ამბობს, რომ ცივილიზებული მსოფლიო (მის ენაზე “ცივილიზებული” ჰქვია მსოფლიოს სსრკ-ის გარეშე) 1970 წელს რომ შებრუნებულიყო “ინკლუზიური კაპიტალიზმისკენ”, მაშინ მსოფლიო ეკონომიკის საქმე, დიდი ალბათობით, უკეთესად იქნებოდა.

თუმცა არ ღირს წინააღმდეგობაზე ლაპარაკი ფრიდმანსა და შვაბს შორის, ისინი არ არიან ანტაგონისტები. მათ, უბრალოდ, სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ იმაზე, როგორ უნდა გააკეთონ ისე, რომ კაპიტალიზმი უფრო ეფექტიანი იყოს, ხოლოსრულყოფილიკაპიტალიზმის დამყარების მეთოდების საკითხებში მათი მოსაზრებები ერთმანეთს სრულად ემთხვევა.

ინკლუზიური კაპიტალიზმი და ახალი სახის ფაშიზმის აღორძინება

მილტონ ფრიდმანი ლაპარაკობდა “შოკურ თერაპიაზე”. აქ შეიძლება გავიხსენოთ კანადელი ჟურნალისტისა და სოციოლოგის, ნაომი კლაინის, მიერ 2007 წელს გამოცემული წიგნი “შოკის დოქტრინა: კატასტროფების კაპიტალიზმის აყვავება”.

შოკის დოქტრინა _ ეს არის უნივერსალური კრებული ხერხებისა, რომელთა დახმარებითაც ზედა ფენები საჭირო მიმართულებით გარდაქმნიან საზოგადოებას.

შოკის დოქტრინისა და ტექნიკის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა მილტონ ფრიდმანმა. კლაინი ფრიდმანს ადარებს დოქტორ ევენ კამერონს, რომელიც გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკვეთით ცდებს ატარებდა ადამიანებზე და მათ ელექტროკერით აწამებდა.

მილტონ ფრიდმანის ფილოსოფია შეიცავს იმის აღწერას, რა მანიპულაციები უნდა ჩავუტაროთ “საცდელ პაციენტს” _ ეკონომიკას:

პირველი _ უნდა გაუქმდეს ყველა კანონი და ნორმა, რომლებიც კაპიტალისტებს ხელს უშლით, თავისუფლად აკეთონ ფული და დააგროვონ კაპიტალი;

მეორე _ პრივატიზაციას უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფოს ყველა, ასე თუ ისე, მომგებიანი აქტივი;

მესამე _ კაპიტალისტებს უნდა მოეხსნათ გადასახადების დიდი ნაწილი, ამასთანავე, უნდა მოხდეს ლიკვიდაცია ყველა სოციალური პროგრამისა, რომელიც ამ გადასახადებით ფინანსდება.

წინააღმდეგობები, რომლებიც აქვს ფრიდმანს, თვითონ მას არ აშფოთებს, მაგალითად, იმ კანონების გაუქმება, რომლებიც ხელს უშლის ფულის კეთებას, ითვალისწინებს ანტიმონოპოლიური კანონების გაუქმებასაც, რადგან, სადაც მონოპოლიაა, იქ არ არის “სამართლიანი” ფასები, შესაბამისად, არ არის თავისუფალი ბაზარი.

საჭირო არ არის, იყო ეკონომიკის ისეთი პროფესორი, როგორიც არის ფრიდმანი, რათა მიხვდე ელემენტარულს: თუ ეკონომიკიდან განზე გავწევთ სახელმწიფოს, მის ადგილს დაიკავებს მონოპოლიები _ ტრესტები, კონცერნები, სინდიკატები, კაპიტალები. სახელდობრ, მათ ემსახურებოდა ფრიდმანი.

ის, რომ მილტონ ფრიდმანისა და სადისტ ევონ კამერონის სახელები გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ კლაინის წიგნში, შემთხვევითი არ არის. ეს ექიმი (კამერონი) ძალიან ჰგავს ფაშისტ ექიმ იოზეფ მენგელეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში ცდებს ატარებდა ადამიანებზე. “კამერონის მეთოდიკით, _ აღნიშნავს კლაინი, _ 1980-იან წლებში ასწავლიდნენ “სიკვდილის ბატალიონების” ოფიცრებს ჰონდურასსა და გვატემალაში. 2011 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ კი აშშ-ში კამერონის მეთოდები ლეგალიზებული იყო, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებები”.

ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება მილტონ ფრიდმანის შედარება კლაუს შვაბთან, რომელიც ლაპარაკობს კორპორაციების “სოციალურ პასუხისმგებლობაზე”, სოციალური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებაზე კომპანიების მიერ, მომავალ თაობებზე ზრუნვაზე?

შეიძლება.

“პანდემია, _ ამტკიცებს კლაუს შვაბი, _ ახალ ეპოქაში შესასვლელ კარს აღებს. წინ არის “ინკლუზიური კაპიტალიზმი” _ ახალი უტოპია, რომელშიც, თითქოს, მშრომელი ადამიანები არიან მათ რიცხვში, ვინც საზოგადოებრივი დოვლათიდან სამართლიანად იღებს წილს”.

კლაუს შვაბი წერს: “სინქრონიზაციის დარღვევა ორ ჯგუფს (რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს) და საზოგადოებას შორის, რომელთა ჰორიზონტები ძალიან განსხვავებულია, მწვავე პრობლემაა და მასთან გამკლავება პანდემიის პირობებში ძალიან რთული იქნება. შოკის სისწრაფე და მიყენებული ტკივილის სიღრმე შეუსაბამოა საკითხის პოლიტიკურ მხარესთან”. ნაცნობი სიტყვა _ შოკი. ეს კლაუს შვაბში მილტონ ფრიდმანი ლაპარაკობს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ანდრია ილნიცკი თავის სტატიაში “რუსეთის გეოსტრატეგიული მომავალი” წერს: “შვაბი დაუფარავად მიუთითებს პოლიტიკოსებს, არ შეასუსტონ შეზღუდვები და მოუწოდებს მათ, არ მოხსნან კარანტინი, როგორ წინააღმდეგობასაც უნდა წააწყდნენ”. “უფრო მეტიც, _ აღნიშნავს შვაბი, _ დაუმორჩილებელთა წინააღმდეგობა უნდა ჩაახშოთ, და საამისოდ უამრავი მეთოდია! არავის ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ ნორმალური ცხოვრება მალე არ დადგება”.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. ნეტა არ აჟრიალებდეს შვაბს? რამდენი წელი უნდა იცოცხლოს მაგ მძორმა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here