Home რუბრიკები საზოგადოება “იმედის გმირები” აფერუმ, ჟურნალისტიკის კორიფეებო! აფერუმ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებო!

“იმედის გმირები” აფერუმ, ჟურნალისტიკის კორიფეებო! აფერუმ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებო!

2325

მაშინ, როდესაც სრულიად საქართველო ვერაზე სადისტურად მოკლულ 16 წლის ბიჭებს დასტირის, როდესაც ეს ტრაგედია ყველა ოჯახის ტკივილად იქცა, როცა მთელი საქართველო გლოვობს, ტელეკომპანიაიმედიქართველი გეის გათხოვებას ზეიმობს. ჟურნალისტი აფრინეს ამერიკაში, რათა უფრო დეტალურად ეჩვენებინათ, რა ბედნიერად ცხოვრობენ ახალდაქორწინებული პედერასტები. გეიპროპაგანდაც ამას ჰქვია. აფერუმ, ჟურნალისტიკის კორიფეებო! აფერუმ თქვენ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებო!

საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის გმირები”, რომელიც, ობიექტურად რომ ვთქვათ, კარგი პროექტი იყო, თუმცა დაიხურა. დაიხურა, რადგან როგორც ჩანს, “იმედი” აღარ თვლის საჭიროდ, საზოგადოებას სულიერი, ზნეობრივი ადამიანების გმირობის ისტორიები გააცნოს, სამაგიეროდ, ახალი “გმირი” ჰყავთ _ ქართველი გეი, რომელიც იტალიელზე გათხოვდა.

მოდი, დეტალურად განვიხილოთ “იმედის” აღტაცება გეიქორწინებით. მას შემდეგ, რაც ჩოხაში გამოწყობილმა ქართველმა მამათმავალმა ამერიკაში იქორწინა, ტელევიზიამ შანსი არ გაუშვა ხელიდან, რომ მომხდარზე სიხარულით ესაუბრა. ჯერ “იმედის დილისა” და “ქრონიკის” წამყვანმა ნუცა ქავთარაძემ (მსახიობ გოგი ქავთარაძის შვილიშვილი) მიულოცა გეიწყვილს ქორწინება, ბედნიერება უსურვა და დასძინა, რომ ყველას აქვს სიყვარულის უფლება. ამის შემდეგ “იმედის დღის” ეთერში “იმედის კვირის” ჟურნალისტმა გვახარა, რომ კვირის შემაჯამებელ გადაცემაში ვნახავდით სიუჟეტს ქართველის გეის ქორწინებაზე და ორივე “გმირის” (ასე მოიხსენია მამათმავლები “იმედის” ჟურნალისტმა) ჩაწერა მოახერხა. ჰოდა, “იმედის კვირამაც” 7-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა ჰომოსექსუალი “გმირების” ქორწინებას. გადაცემის წამყვანმა შესავალ სიტყვაში თქვა, რომ თურმე ჩოხაში გამოწყობილი პედერასტის გათხოვებას საზოგადოების მცირე ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა და დასძინა, რომ რეპორტაჟის “გმირმა” ეს სამოსი საგანგებოდ შეარჩია. კი მაგრამ, როდიდან მიიჩნევა ჰომოსექსუალების დაქორწინება გმირობად? პედერასტიაა თქვენთვის გმირობა? თქვენ დაადგინეთ გმირობის თანამედროვე კრიტერიუმი თუ პროდიუსერებმა და ხელმძღვანელობამ დაგიდგინეს? გეიქორწინებით აღტაცებული ჟურნალისტებისა და წამყვანების აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია, საკითხავი ისაა, რატომ ეწევა გეიპროპაგანდას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ტელევიზიის ეთერში?! ყველას კარგად ახსოვს ბიზნესმენის ცნობილი განცხადება: “იმედიარ იყიდება, ის ქართველ ხალხს ეკუთვნისო. ქველმოქმედი ბიზნესმენი ამ იდეისთვის ბრძოლას შეაკვდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და თქვენ _ ბადრის ცოლშვილს, დებს, დედას _ რა ღმერთი გაგიწყრათ ასეთი, რომ ტელევიზია ბატონი ბადრის იდეური თუ მორალური მკვლელების ბუდედ აქციეთ?! დიახ, ბადრი პატარკაციშვილის ბრძოლამ “იმედისთვის” უკვალოდ ჩაიარა. დღეს “იმედი” “გაყიდულია”, უფრო ზუსტად, “იმედი” სულგაყიდული, ზნეობისგან დაცლილი, ამორალური და გეიპროპაგანდის მანქანად ქცეული ტელევიზიაა. ეს “იმედი” აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, შესაბამისად, აღარც ქართველ ხალხს ეკუთვნის ის, კარგა ხანია.

მაშინ, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი შვილმოკლული დედის, ირინა ენუქიძის, ინეტერესებს იცავდა, როდესაც იგი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს უანგაროდ ეხმარებოდა და ამ თუ სხვა კარგი საქმეების ტირაჟირება ხდებოდა ტელევიზიის ეთერით, სიკეთე გადამდები აღმოჩნდა და არაერთი ფონდი შეიქმნა, რომლებიც მძიმე დაავადებების მქონე პირებს ეხმარებიან, დღეს კი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იღვრება “იმედის” ეთერიდან. სხვა რით შეიძლება აიხსნას “იმედის” წამყვანებისა და ჟურნალისტების სიხარულის ყიჟინა ტრადიციული სამოსით ქართველი გეის ქორწილის გაშუქებისას?! საინტერესოა, რატომ და ვისთვის იყო ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო გეიქორწინების პროპაგანდად დაღვრილი სიუჟეტის გასაკეთებლად ამერიკაში ჟურნალისტის გაგზავნა. რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ქართული ჩოხის გაბიაბრუება “იმედის” ეთერში?! რატომ ჩათვალეთ, რომ სრულიად საქართველოს უნდა ეზეიმა “იმედის გმირების” ქორწილი? ეს ადამიანები მხოლოდ თქვენი “იმედის გმირები” არიან, საზოგადოებისთვის კი ისინი რიგითი გეები არიან, თავიანთი არატრადიციული ორიენტაციითა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესით.

ნიკა გელაშვილი

P.S. .. ლიბერალები (რომლებიც აგრესიულ კასტად ჩამოყალიბდნენ და რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ლიბერალურ ღირებულებებთან) ამ წერილის გამო, ალბათ, სახეს დაიხოკავენ, ალბათ, თარგმნიან ყველა ბრუნვაში და ყველა ენაზე და აფრენენ თავიანთ ლობისტებთანშესაძლოა, 30 ვერცხლსაც გამოჰკრან ხელი გეიპროპაგანდის გასაძლიერებლად, ჩვენ კი კიდევ ერთხელ შეგვრაცხავენ ჰომოფობებად და ღმერთმა უწყის, კიდევ რას იტყვიან, მაგრამ ეს ის ვითარებაა, როცადუმილი ოქრო არ არის”, როცათქმა სჯობს, არათქმასა”, ეს ის ვითარებაა, როდესაც ერი და ბერი უნდა გამოფხიზლდეს, თორემ ხვალ შეიძლება გვიან იყოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here