Home რუბრიკები საზოგადოება იმედგაცრუებული კაცის ჩანაწერები

იმედგაცრუებული კაცის ჩანაწერები

661
იმედგაცრუებული კაცის ჩანაწერები

არჩევნებისსახალისო მათემატიკა

მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში არ მონაწილეობს.

ვთქვათ, საარჩევნო ყუთებთან მივიდა მოსახლეობის 50 პროცენტი (ამდენი არ მიდის, მაგრამ მაინც!);

არჩევნების შედეგებს გამარჯვებული პარტია სიამაყით აცხადებს _ ხმების 47 პროცენტი მივიღეთო;

ჯანდაბა ჩვენს მტერს, წავახალისოთ და ცოტა წავუმატოთ: 50 პროცენტი!

ეს არის ამომრჩეველთა ნახევრის ნახევარი!

ანუ 100 ამომრჩევლის მეოთხედი _ 25 ადამიანი.

გაყალბების მაჩვენებელი, გავუწიოთ ანგარიში და, ვთქვათ, არის 5 კაცი;

დარწმუნებული ვარ, დახელოვნებული გამყალბებელი 5 კაცს არ დასჯერდება.

აქაც ვუშეღავათოთ გამარჯვებულ პარტიას და დავუტოვოთ 5 კაცი!

ახლა ადვილია დასკვნის გამოტანა:

გამარჯვებული აირჩია 100 ამომრჩევლიდან 20-კაცმა!

მივულოცოთ, თუ არ შერცხვება!..

ამისთანა არჩეული სიამაყითაც კი იტყვის: ხალხის რჩეული ვარო.

დაჯდება მერე ამისთანა კაცი პრეზიდენტად, დეპუტატად, ქალაქის მერად და ხელს ვერ ახლებ ვაგლახად!

ხალხის არჩეულია.

ასიდან 20 კაცის!

იმუნიტეტიც იცავს!

და 100 დაპირებიდან ერთი ან ორი, ისიც ძალიან უმნიშვნელო, შეიძლება, შეგისრულოს!

და ხდებიან ასე მაღალ “ხელფასიჩები”, “პრემიებიჩები” და “დანამატიჩები”.

და სულ უნდათ, იყვნენ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში “მაღალხელფასიჩები”, “პრემიებიჩები” და “ხელფასზე დანამატიჩები”.

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყურმოკრული მაქვს, მილიონები რომ არის საჭირო ამ ტრაგიკომედიის ჩასატარებლად.

და ჩემდაუნებურად ჩნდება კითხვა:

“ჩინჩვლის” გარდა, რა სარგებლობა მოაქვს არჩევნებს?

გვჭირდებაშეზღუდულიპრეზიდენტი?

პრეზიდენტის უფლებები კონსტიტუციით კაი გვარიანად არის შეზღუდულიო.

მაგრამ ეს კანდიდატები ქვეყნის აშენებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას რომ გვპირდებიან, როგორ ვირწმუნოთ?!

ვითომ ფიქრობენ, ხალხმა ამ შეზღუდვების შესახებ არაფერი იცის ან იცოდა და ახლა დავიწყებული ექნებაო?

რავა დავიჯერო, ყველა კანდიდატი “ფოკუზნიკია” და ჩვენ თვალწინ კონსტიტუციის გვერდის ავლით სასწაულებს მოახდენს?!

იქნებ სულაც არ არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის “შეზღუდული” პრეზიდენტი, პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ პოლიტიკას ვერ წარმართავს და თხასავით არის მიჩერებული, სხვა რას მიუთითებს და უკარნახებს?!

რატომ გვაქვს მხოლოდ ღმერთის იმედი

ყველა პოლიტიკოსი მატყუარაა!

ყველა მეთევზე და ყველა მონადირე!

თუმცა ბოლო ორი უწყინარ ტყუილს ამბობს და მაინც და მაინც არც არავის აუბედურებს… ამათი ტყუილების გამო კი ხელში შეგვრჩა ქვეყანა

* რომელიც საკუთარ მოქალაქეს ვერ იცავს სათანადოდ;

* რომელიც დავით აღმაშენებლის ძეგლს ვერ დგამს ბათუმში, _ ჩვენს მეგობარ თურქებს არ ეწყინოთო;

* რომლის ხელში დამცრობილია მართლმადიდებლობა;

* რომელმაც უცხოელებით გაავსო საქართველო…

* რომელიც მხოლოდ მთავრობისა და ხელისუფლებისთვის არის მეწველი (“ძროხას” აღარ ვწერ, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ამას ვერ ვკადრებ!), ხოლო მილიონობით ქართველისთვის, ვშიშობ, სამუდამოდ რძეგამშრალი…

* რომელმაც თავი ვერ დააღწია შინაურ მრავალრიცხოვან მტერს…

მინდა, პრეზიდენტობის კანდიდატებს მოკრძალებულად ვთხოვო:

ძალიან ბევრ ტყუილს ნუ იტყვით!..

ნუ აჯობებთ მსოფლიოს გამოჩენილ მეზღაპრეებს!

ნუ აგინებინებთ ხალხს თქვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს!

იყავით თავშეკავებული და დაგვპირდით მხოლოდ იმას, რის შესრულების შესაძლებლობაც აქვს ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტს!

პატივისცემით,

ვალიკო მარკოზიჩი

P.S. ღმერთს ვთხოვ, ვცდებოდე და მალე თქვენი კაიპრეზიდენტობის გამო შევყვირო:

შევცდი და მიხარია, ღმერთო!

შევცდი და მაპატიე, ღმერთო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here