Home სხვადასხვა დაიჯესტი იზოლაციაში ყოფნისას კონფლიქტი მესამე კვირას იწყება

იზოლაციაში ყოფნისას კონფლიქტი მესამე კვირას იწყება

393
იზოლაციაში ყოფნისას კონფლიქტი მესამე კვირას იწყება

ერთობლივ იზოლაციაში ყოფნისას ადამიანები ერთმანეთში კონფლიქტს მესამე კვირას იწყებენ”, _ განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მედიკობიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტის ექსტრემალურ პირობებში ადამიანის ფიზიოლოგიის შემსწავლელი განყოფილების გამგემ, რუსეთის ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის აკადემიის აკადემიკოსმა ალექსანდრე სუვოროვმა.

“ორი კვირის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება იყო იზოლაციაში და ეს არ გამოიწვევს არანაირ კონფლიქტს, ურთიერთობის პრობლემებს და ა.შ., მაგრამ, თუ იზოლაცია 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები”, _ განაცხადა სუვოროვმა.

ალექსანდრე სუვოროვი პირადად მონაწილეობდა ხანგრძლივი იზოლაციის ექსპერიმენტებში (მარსსა და მთვარეზე გაფრენის იმიტაცია). მეცნიერის აზრით, ასეთ ვითარებაში მთავარია, არ დაგროვდეს უკმაყოფილება.

“რაც არ მოგწონთ – თქვით, იმსჯელეთ. თქვენს პრობლემაზე აუცილებლად უნდა ილაპარაკოთ!” _  გვირჩევს მეცნიერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here