Home ახალი ამბები საქართველო თბილისში 2022 წ. 22 მარტს გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეთა ერთობლივი განცხადება უკრაინის...

თბილისში 2022 წ. 22 მარტს გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეთა ერთობლივი განცხადება უკრაინის მოვლენების ირგვლივ

ქართველი საზოგადოება გულისტკივილით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მისგან გამომდინარე პროცესებს საქართველოში და საქართველოს ირგვლივ.

უპირველეს ყოვლისა გვინდა ვთქვათ, რომ ტრაგედიაა ის ადამიანური მსხვერპლი, რომელიც უკრაინის მოვლენებს სდევს თან. მწუხარებას გამოვთქვამთ თითოეული დაღუპულის გამო, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის.  

დასავლეთმა ჯერ კიდევ 2008 წელს სცადა საქართველოს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ გამყიდველი სააკაშვილის ხელით, ხოლო შემდეგ, აქაური გამოცდილების გათვალისწინებით, 2014 წელს უკრაინაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებით ასეთი ტარანის შექმნა დაიწყო უკრაინისგან. აშშ-მ დაიწყო უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისება, მათი პირდაპირი დირექტივებითა და ხელშეწყობით უკრაინაში გაჩაღდა თავაშვებული ნაციონალისტური პროპაგანდა, სულ ცოტა ხნის წინანდელი ფაშისტი სახელმწიფო დამნაშავეები – ბანდერა, შუხევიჩი და სხვები გამოცხადნენ ეროვნულ გმირებად, დაიწყო რუსი ეროვნების მოქალაქეების შევიწროება, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა რუსული ენის გამოყენება, განათლების მიღების შესაძლებლობა, ახალგაზრდების აღზრდა ანტირუსული ნაციონალისტურ-ფაშისტური სულისკვეთებით და მათი დაწინაურება სახელმწიფო თანამდებობებზე, უპირველესად – არმიაში, უშიშროების და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში. უკრაინაში განლაგებულ ამერიკული ბიოლაბორატორიების ქსელში მიმდინარეობდა გამალებული მუშაობა ბიოლოგიურ იარაღზე, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც იყო სლავურ ეთნოსზე მოქმედი პათოგენების გამოყვანა. აშშ-დასავლეთის პირდაპირი მითითებით უკრაინამ ოფიციალურად მოინდომა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გასვლა, რომლითაც მას უარი ჰქონდა ნათქვამი ბირთვულ იარაღზე. უკრაინის ოფიციალური პირები საჯარო გამოსვლებში პირდაპირ აშანტაჟებდნენ და ემუქარებოდნენ რუსეთს.

დღევანდელი პრეზიდენტი ზელენსკი მთლიანადაა მოქცეული აშშ-დასავლეთისა და საკუთარი ნაციონალისტურ-ფაშისტური გარემოცვის გავლენის ქვეშ და მას საღი აზრიდან გამომდინარე უმნიშვნელო ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია. 

უკრაინის „მაიდანური“ ხელისუფლებებისთვის ყოველთვის ცხადი იყო, რომ უკრაინას ნატო-ში არ მიიღებდნენ და რომ რუსეთი არ დაუშვებდა მისდამი მტრულად განწყობილი სამხედრო ბაზების განთავსებას, მით უმეტეს, მტრულად განწყობილი ქვეყნის გაჩენას  თავის საზღვრებთან, და ამის თავიდან ასაცილებლად არ მოერიდებოდა სამხედრო ძალის გამოყენებას. მიუხედავად ამისა, აშშ და მათი სატელიტები ევროპაში უკრაინის მარიონეტი ხელისუფლების ხელით საზოგადოებაში მიზანმიმართულად ქმნიდნენ ნატო-ში შესვლის შესაძლებლობის ილუზიას. დღეს კი პრეზიდენტი ზელენსკი და მისი უახლოესი გარემოცვა უკრაინის დღევანდელი მდგომარეობის მთავარ მიზეზად ასახელებენ პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ზელენსკიმ და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმაც არაერთხელ საჯაროდ აღიარეს, რომ უკრაინას ნატო-ში არ მიიღებენ, რომ ნატო უკრაინის დასაცავად არაფერს არ აკეთებს და რომ მოსახლეობა ამას უნდა შეეგუოს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიჰყავდათ რა საქმე რუსეთის იძულებისკენ, სამხედრო ძალით აღდგომოდა უკრაინის გადაქცევას მისდამი მტრულ პლაცდარმად, კოლექტიური დასავლეთი ესწრაფვოდა შუღლის ჩამოგდებას და განხეთქილების შეტანას ორ მონათესავე სლავურ ეთნოსს შორის და მათ ეს, ჯერ-ჯერობით, გამოუვიდათ, როგორც გამოუვიდათ ცოტა ადრე განხეთქილების შეტანა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში.

კოლექტიური დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკის პასუხად რუსეთმა გასული წლის 17 დეკემბერს აშშ-ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები და შესთავაზა ხელშეკრულების პროექტები ორმხრივი უსაფრთხოების შესახებ, ხოლო უკრაინასთან მიმართებაში – მინსკი 2-ის შეთანხმებების შესრულება.

რუსეთის წინადადებების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ უსაფრთხოება ერთი უნდა ყოფილიყო განურჩევლად ყველასთვის და რომ აშშ-ნატოს უნდა გაეყვანა უკან რუსეთის საზღვრებთან განთავსებული სამხედრო შეტევითი შეიარაღება და ინფრასტრუქტურა.  

დაწყებული 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი გამოსვლიდან, რუსეთი მუდმივად აფრთხილებდა დასავლეთს, რომ ის არღვევდა უსაფრთხოების სფეროში აღებულ ვალდებულებებს და რუსეთისთვის მიცემულ პირობებს და მოითხოვდა ამის შეწყვეტას. დასავლეთის პასუხი ყოველთვის იყო ერთი: რუსეთის იგნორირება.

აღვნიშნავთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ სამოქალაქო მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხოდ – არ ხდება დიდი ქალაქების მასობრივი დაბომბვა და შტურმით აღება. რუსეთის არმია მუდამ ღიად ტოვებს ჰუმანიტარულ კორიდორებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და კიევის რეჟიმს მოუწოდებს, ნუ აბრკოლებს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებიდან ხალხის გადინებას რუსეთის მიმართულებით. რუსეთის ეს მოქმედება ისტერიკას იწვევს დასავლეთში და ანტირუსული პროპაგანდა ცდილობს, ყველაფერი პირიქით წარმოაჩინოს – თითქოს რუსეთის არმია ცდილობს, განზრახ გამოიწვიოს მსხვერპლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც უნამუსო ცილისწამებაა.

ამიტომ, ყველას შევახსენებთ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული ხოცვა ამერიკულ-ბრიტანული ომის წარმოების მეთოდია. დასავლეთში აღშფოთებას არ იწვევს როგორც შედარებით შორეული ისტორია – დრეზდენის, ჰიროსიმასა და ნაგასაკის განადგურება, ისე უახლესი ისტორია – იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი, ლიბია… ეს ქვეყნები ამერიკელებმა და ნატოში შემავალმა ქვეყნებმა მიწასთან გაასწორეს. ომი იუგოსლავიის, ავღანეთის, ერაყის და ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ავიაციისა და სარაკეტო შეტევების გამოყენებით დაიწყეს, არ ერიდებოდნენ დიდი ქალაქების მასობრივ დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას, რათა შემდეგ შესულ სახმელეთო ჯარებში მსხვერპლი არ ყოფილიყო. ამერიკელი ჯარისკაცების დიდი რაოდენობით დაღუპვა ხომ საზოგადოებრივ აზრს ომის წინააღმდეგ განაწყობდა! ამიტომ, ვაშინგტონში და ბრიუსელში ისევ მშვიდობიანი სერბების, ერაყელებისა და ავღანელების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ამჯობინებდნენ. შეგახსენებთ: არც ერთ ამერიკელ ჯარისკაცს იუგოსლავიის, ავღანეთის ან ერაყის მიწაზე ფეხი არ დაუდგამს მანამ, სანამ ავიაციამ ეს ქვეყნები რამდენიმე კვირის მანძილზე სისხლით არ გაავსო!

გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ეს პრინციპული და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილებაა. აქვე დავძენთ, რომ უკრაინა, ბოლო წლების მანძილზე, არა მხოლოდ ანტირუსულ, არამედ, ანტიქართულ პლაცდარმადაც გადააქციეს. ქართველი სამართალდამცველების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ მათ არ გადასცა სისხლის სამართლის დამნაშავეთა უდიდესი ნაწილი. მეტიც, საქართველოს კრიმინალ მოქალაქეებს უკრაინული მოქალაქეობა მიანიჭა და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშნა. უკრაინიდან  ასევე შემოგზავნილი იქნა  მ. სააკაშვილი 2021 წლის არჩევნების წინ, საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. კიევის რეჟიმი უპატივცემულობას ავლენს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არაფრად აგდებს ახლა, გაჭირვების ჟამს, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას. კიევიდან ითხოვენ, რომ საქართველომ თავისი სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს და ჩაერთოს ანტირუსულ ალიანსში. ეს და კიდევ სხვა არაერთი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ კიევში დღეს არსებული რეჟიმი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს!

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღკვეთოს ჩვენს ქვეყანაში გაჩაღებული ანტირუსული კამპანია და ყურადღება მიაქციოს უკრაინაში არსებული რეჟიმის მიერ გადადგმულ არამეგობრულ, საქართველოსთვის ძირგამომთხრელ ნაბიჯებს. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავებს, აღკვეთონ ე. წ. მოხალისეთა რაზმების ფორმირება და მათი გაგზავნა უკრაინაში. 

მიგვაჩნია, რომ უკრაინაში დღეს მიმდინარე პროცესებმა არსებითად შეცვალა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება ევრაზიის კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოშიც. ეს პროცესები თვალსაჩინო გაკვეთილია პირველ რიგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს სწორი დასკვნები და დღეიდან მაინც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში იმოქმედოს დამოუკიდებლად, ქვეყნის ძირეული ინტერესების გააზრებით და მათთან შესაბამისად.

აუცილებელია, საქართველომ დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები ქვეყნის კონსტიტუციის გადასახედად იქიდან ნატო-ში სწრაფვის შესახებ ყოვლად მავნებლური ჩანაწერის ამოსაღებად, გადავხედოთ ევროკავშირში გაწევრიანების ასევე მავნებლურ და უტოპიურ მისწრაფებას 2024 წლისთვის, როგორც ეს დღევანდელი პრემიერის არცთუ შორსმჭვრეტელმა წინამორბედმა გამოგვიცხადა და რომელიც გარემოებათა გამო ეხლანდელმაც აიტაც. გარდა ამისა, ვთვლით, რომ გასაუქმებელია საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის რეზოლუცია და მის მაგივრად შესამუშავებელია ახალი, დღევანდელი რეალობისადმი და საქართველოს ჭეშმარიტი უსაფრთხოებისა და განვითარების მიზნებისადმი ადეკვატური მიდგომები. და კიდევ, უნდა გავაუქმოთ ამერიკული ბიოლაბორატორიები საქართველოში, ისინი აქ საჩვენო საქმეს არ აკეთებენ, პირიქით, გვიქმნიან რეალურ საფრთხეებს ხალხსაც და ქვეყანასაც.

ორგანიზატორთა სახელით

ა.ი.პ.  „ისტორიული მემკვიდრეობა“ – ტარიელ გაგნიძე

ა.ი.პ. „ევრაზიის ინსტიტუტი“ – გულბაათ რცხილაძე

ვალერი კვარაცხელია – ჟურნალისტი, პუბლიცისტი

დავით მხეიძე – ჟურნალისტი, პუბლიცისტი

ეკა ნასყიდაშვილი – ჟურნალისტი

ირაკლი უბილავა – პოლიტოლოგი

ვიქტორ ცაავა – პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრი

თემურ ფიფია – ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე

გიორგი ირემაძე – „ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ თავმჯდომარე

გიორგი მდივანი – ბლოგერი, პოლიტანალიტიკოსი

ტარიელ სუხიაშვილი – სამოქალაქო აქტივისტი

ვასილ გოგალაძე – თადარიგის ოფიცერი

2 COMMENTS

  1. მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის.დროულად უნდა ამოვიღოთ კონსტიტუციიდან ფრაზა,,ევროატლანტიკური მიმართულების” შესახებ.არავითარი ნატო! მეზობელთან უნდა აღდგეს დიპლლომატიური ურთიერთობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here