Home რუბრიკები სამართალი თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 4 შვილის დედა ელექტროსადენით გაგუდა

თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 4 შვილის დედა ელექტროსადენით გაგუდა

1060

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავაა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოქალაქე  მირანდა ვაჩეიშვილი მისმა ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა. მკვლელი ამ დროისთვის დაკავებულია და დანაშაულიც აღიარა. გიორგი ჯანაშვილმა მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლა. პოლიციამ ის მოგვიანებით კორპუსიის სადარბაზოში დააკავა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.


ოჯახის წევრების თქმით, მირანდა ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა. ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა. და მის საჩივარს საბურთალოს და გლადინის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯანაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით)”. – აცხადებენ უწყებაში.

 

 

1 COMMENT

  1. რა იდიოტური სათაურია 1 შვილი, რომ ჰყოლოდა ან სულ არ ყოლოდა ამაზრზენი არ იქნებოდა, თან როგორც ლაჩარი მიიმალა კიდეც

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here