Home სხვადასხვა დაიჯესტი თანაკლასელებმა ათი წლის გოგონა ხეზე ჩამოჰკიდეს

თანაკლასელებმა ათი წლის გოგონა ხეზე ჩამოჰკიდეს

981
თანაკლასელებმა ათი წლის გოგონა ხეზე ჩამოჰკიდეს

ათი წლის ამბერ იუნი თანაკლასელებმა სკოლის ეზოში ხეზე ჩამოკიდეს. ეს მოხდა ქალაქ პერტეში (ავსტრალია). გოგონა, რომელსაც გულის დაავადება აწუხებს, სასწაულებრივ გადარჩა, _ იუწყება Mirror.

ამბერის დედამ განაცხადა, რომ მის შვილს დიდი ხნის განმავლობაში აწვალებდნენ თანაკლასელები, თუმცა ფიზიკურად დაჯაბნას ვერ ბედავდნენ. ამჯერად ეს ზღვარი გადალახეს: მასწავლებელმა ხეზე ჩამოკიდებული მოსწავლე შემთხვევით აღმოაჩინა. მას კისერზე შემოხვეული ჰქონდა სახტუნავებლის თოკი და თითის წვერებით ოდნავ ეხებოდა მიწას, ძლივს სუნთქავდა და, პედაგოგი რომ არა, აუცილებლად დაიხრჩობოდა. მასწავლებელმა სულზე მიუსწრო და ხიდან ჩამოხსნა. საბედნიეროდ, ბავშვს სერიოზული ტრავმა არ მიუღია. ეს იყო სასწაული, რადგან ამბერს დაბადებიდანვე აწუხებდა გულის მანკი. გოგონამ თქვა, რომ ძალიან შეშინდა და ეგონა, რომ მოკვდებოდა.

ავსტრალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here