Home ახალი ამბები ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციებს პარლამენტთან აანონსებენ

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციებს პარლამენტთან აანონსებენ

687

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციების გამართვას ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ.

გარემოვაჭრეებისა და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაც დაესწრო. სადაც დეპუტატის თანწრებით გარემოვაჭრეებს, ალტერნატიული ფართები კიდევ ერთხელ შესთავაზა.

გოგიას თქმით, რამდენიმე დღეში მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებული ტერიტორია მოეწყობა, ისე როგორც ამას გარემოვაჭრეები ითხოვენ. ამასთან, მისივე ცნობით, მესაკუთრეებთან ჰქონდათ მოლაპარაკებები და სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ექვსამდე გაიზარდა.

გოგიას ამ წინადადებას გაერემოვჭრეების პროტესტი მოჰყვა. ისინი გარევაჭრობის უფლებას ძველ ტერიტორიზე ალტერნატული ფართების მოწყობამდე ითხოვენ.

ამ მოთხოვნაზე ლაშა გოგიამ მათ უარი უთხრა და შენობა დატოვა.

 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here