Home სხვადასხვა დაიჯესტი ზესახელმწიფოს სიკვდილი: ეროვნული საკითხი აშშ-ში

ზესახელმწიფოს სიკვდილი: ეროვნული საკითხი აშშ-ში

133
ზესახელმწიფოს სიკვდილი: ეროვნული საკითხი აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთაშორის ურთიერთობების გამწვავების პროცესი ვითარდება. ლათინური ამერიკიდან მიგრანტების შესევამ უკვე გამოიწვია ლათინოამერიკული კულტურის, ევროპული ენისა და კათოლიციზმის დიდი ანკლავების შექმნა აშშის სამხრეთდასავლეთში. ეს სოციოკულტურული პარამეტრით არ შეესაბამება ანგლოსაქსების საზოგადოებას.

1846-1848 წლებში მექსიკელებმა წარუმატებლად იომეს ჩრდილოამერიკელებთან, შედეგად ჩრდილოამერიკელებმა დაიპყრეს არიზონა, ნევადა, კალიფორნია, იუტა, ნიუ-მექკიკო, ტეხასი კი ანგლოსაქსმა გადასახლებულებმა კიდევ უფრო ადრე ჩამოაჭრეს მექსიკას. ზემოაღნიშნულ შტატებს მექსიკელები პატრიოტული ცნობიერების დონეზე დღემდე თავიანთ მიწად მიიჩნევენ. მექსიკელები აშშ-ში ერთადერთი ეროვნული ჯგუფია, რომელსაც აქვს ვაშინგტონისთვის ტერიტორიული პრეტენზიების წაყენების საბაბი.

ინგლისურენოვანი პრესა იმ შტატებში, რომლებშიც ესპანურენოვანი მოსახლეობის მაღალი პროცენტია, იძულებულია, აღიაროს ლათინოსების დისკრიმინაციის ფაქტები აშშ-ში. ეს არის დაწესებულებებზე აბრა წარწერით “მექსიკელებისა და ძაღლებისთვის შესვლა აკრძალულია”. ეს არის დასაფლავების აკრძალვა ღირსების მედლით დაჯილდოებულები ლათინოამერიკელი სამხედროებისა იმ სამხედრო სასაფლაოებზე, რომლებზეც თეთრკანიანები არიან დაკრძალულნი.

ზესახელმწიფოს სიკვდილი: ეროვნული საკითხი აშშ-ში

ნაქები ამერიკული “სადნობი ქვაბი” (melting pot) ვერ ასწრებს ლათინოამერიკელი მიგრანტების მასების “გადახარშვას”. ისინი წარმატებით ცვლიან იმ ლათინოსების თაობებს, რომლებიც ასიმილირებულები არიან.

Pew Research Centre სოციოლოგები მიუთითებენ, რომ ზრდასრული მიგრანტების მესამე თაობიდანაც კი მხოლოდ 33% მიიჩნევს თავს ამერიკელად, 67 პროცენტი კი თავს იმ ქვეყნის წარმომადგენელს უწოდებს, რომლიდანაც არიან წარმოშობით, ან, უბრალოდ, ლათინოსს.

2019 წელს ესპანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობამ აშშ-ში 60 მლნ-ს გადააჭარბა. ეს ქვეყნის მოსახლეობის 18%-ია _ მეტი, ვიდრე მასაჩუსეტსის, კონექტიკუტისა და როდ-აილენდის შტატების მოსახლეობა ერთად აღებული. დემოგრაფების პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს ესპანურენოვანი მოსახლეობა აშშ-ის მოსახლეობის 30% იქნება, რადგან მათი შობადობის დონე (3,5%) უფრო მაღალია, ვიდრე შავკანიანებისა და, მით უმეტეს, თეთრკანიანების (1,5%).

ზესახელმწიფოს სიკვდილი: ეროვნული საკითხი აშშ-ში

60,6 მლნ ლათინოსიდან 70% პირველი ან მეორე თაობის მიგრანტია, რომლებიც თავს არ მიიჩნევენ ანგლოსაქსური კულტურის წარმომადგენლად. უკვე 1998 წელს ტეხასსა და კალიფორნიაში ესპანურმა სახელმა ხოსემ პოპულარობით გადაუსწრო ინგლისურ მაიკლს ახალშობილი ბავშვებისთვის. ლათინოამერიკელებისთვის გაცილებით დამახასიათებელია მიდრეკილება ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისადმი, ვიდრე ანგლოსაქსებისთვის. ლათინოსების მხოლოდ 3% იყენებს ამერიკელი სოციოლოგების მიერ გამოგონილ გენდერულ-ნეიტრალურ ტერმინ Latinx-ს, რომელიც მოიფიქრეს იმისთვის, რომ შეეცვალათ ლათინოსი მამაკაცისა და ლათინოსი ქალის აღმნიშვნელი ტერმინები Latino და Latina.

აშშ-ში ლათინოსები უკვე პოლიტიკურ მოვლენად იქცნენ. გაჩნდა ტერმინი “კოლუმბის სინდრომი” _ ამერიკის ხელახალი აღმოჩენა თეთრი პოლიტიკოსების მიერ, რომლებსაც პოლიტოლოგები ურჩევენ, მოეფერონ ლათინოამერიკული წარმოშობის ამომრჩევლებს. 2020 წელს აშშის ისტორიაში პირველად ლათინოსი ამომრჩევლების რაოდენობამ (32 მლნ) გადააჭარბა აფროამერიკელი ამომრჩევლების რაოდენობას (30 მლნ).

ზესახელმწიფოს სიკვდილი: ეროვნული საკითხი აშშ-ში

აშშ-ის პრეზიდენტების _ რიჩარდ ნიქსონისა და რონალდ რეიგანის _ ყოფილი მრჩეველი, პატრიკ ბიუკენენი, წიგნში “დასავლეთის სიკვდილი” (The Death ot the West) აშშ-ში არაასიმილირებულ მიგრანტებს უწოდებს “ერს ერის შიგნით”. აშშ-ში მცხოვრები ადამიანებიდან 30 მლნ მის საზღვრებს გარეთ დაიბადა, მათი უმრავლესობა კი მიგრანტია ლათინური ამერიკიდან.

წიგნში “ზესახელმწიფოს თვითმკვლელობა: გადარჩება თუ არა ამერიკა 2025 წლისთვის” (Suicide of a Super power: Will America survive to 2025?) ბიუკენენი წერს: “ამერიკა იშლება. უკვე აღარ არსებობს უფლისგან დაცული ერთიანი განუყოფელი ერი, ერთგულების ფიცით (ამერიკის შეერთებული შტატების დროშისადმი) შეკრული”.

1960 წელს ხუთეულში ქვეყნებისა, რომლებიდანაც ყველაზე მეტი მიგრანტი შევიდა აშშში, შევიდნენ იტალია, გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი; 2020 წელს _ მექსიკა, ჩინეთი, ფილიპინები, ინდოეთი და კუბა. ეს არის გზა არათეთრკანიანი ამერიკელების დომინირებისკენ ანგლოსაქს ამერიკელებზე.

ლათინოამერიკელი ლინგვისტები ამბობენ, რომ აშშ-ს არ აქვს ისტორიული უფლება, იწოდებოდეს ინგლისურენოვან სახელმწიფოდ. ფლორიდაში, ტეხასში, არიზონაში, იუტაში, ნევადაში, ნიუმექსიკოში, კალიფორნიაში ესპანური ენა ინგლისურზე რამდენიმე ასეული წლით ადრე შევიდა; ლუიზიანაში კი, თავდაპირველად, ფრანგული ენა იყო უპირატესი.

2042 წელს ამერიკაში თეთრკანიანები უმცირესობაში იქნებიან. ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად აშშ-ში დაიწყება საშინაო და საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო იდეოლოგიის, კულტურის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის კარდინალურად გადახედვა. 1960-1970-იან წლებში აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ შტატებში მოქმედებდა ომის საწინააღმდეგო უფლებადამცველი მოძრაობა ჩიკანოსი (Chicanos _ მექსიკელთა ერთ-ერთი მეტსახელია აშშ-ში). ისინი მოითხოვდნენ ისეთივე უფლებებს, როგორიც თეთრკანიანებს ჰქონდათ, თანამშრომლობდნენ აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლ მოძრაობა “შავ ძალასთან” (Black Power Movement). ამ ადამიანებს ეკუთვნით შეძახილი-მოწოდება: “ჩვენ დაუმორჩილებელი ხალხი ვართ დამორჩილებულ მიწაზე”…

ჩიკანოსმა წამოაყენა აცტლანის სულიერი კონცეფცია (EL ALAN SPIRITUAL DE AZTLAN) _ მექსიკელებისთვის მორალური და ისტორიული უფლებების დაბრუნების იდეა ამერიკელების მიერ 1848 წელს მექსიკისთვის წართმეულ მიწებზე. აცტლანი _ აცტეკების წინაპართა მითური სამშობლოა და კონცეფცია აცტლანი ამ სახელწოდებას აშშის იმ შტატებს სთავაზობს, რომლებიც ადრე მექსიკას ეკუთვნოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული საკითხი ისეთ სიმწვავეს იძენს, რომ ახლო მომავალში ჩიკანოსების მოძრაობისა და აცტლანის კონცეფციის აღორძინებას უნდა ველოდოთ. ასეთ შემთხვევაში ნაციონალურ ნიადაგზე განხეთქილება აშშ-ისთვის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების (სსრკ, იუგოსლავია) ჩამოშორების ხერხიდან საშინელ რეალობად გადაიქცევა.

Fondsk.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here