Home სხვადასხვა დაიჯესტი “ვოცნებობდი, 18 წლის უნახავ ჩემს ქალიშვილს შევხვედროდი, მაგრამ ჩემმა ქმარმა ის ცოლად...

“ვოცნებობდი, 18 წლის უნახავ ჩემს ქალიშვილს შევხვედროდი, მაგრამ ჩემმა ქმარმა ის ცოლად შეირთო”

1326
ოჯახი

ალისა და სტივენ პლადლებმა თავიანთი პირველი ქალიშვილი ძიძას მიაბარეს. 18 წლის შემდეგ კი მათ ერთმანეთი იპოვეს და რაღაც უცნაური ამბავი დაიწყო _ გაძიძავებული გოგო დაორსულდა. სტივენი იფიცებოდა, რომ მასთან კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ მისმა მეორე შვილმა, რომელიც მხოლოდ 11 წლისა იყო, მამა სიცრუეში ამხილა.

გოგონამ, რომელმაც მამა და უფროსი და სიამტკბილობის დროს იხილა, თავის დღიურში ჩაწერა: “ქეთი ორსულადაა. მამა ამბობს, რომ ისინი შესანიშნავი წყვილია. მამაჩემი კახპაა”. მოსწავლე გოგონამ ამ ჩანაწერს დაურთო ნახატი, რომელზეც მამა ეშმაკის სახით იყო გამოსახული.

“სიტყვები არ მყოფნის იმ ზიზღის აღსაწერად, რომელსაც განვიცდი. 18 წელიწადს ველოდი ჩემს ქალიშვილთან შეხვედრას და ეს ყველაფერი დაიმსხვრა”, _ ამბობს დედა.

სტივენი გაეყარა 37 წლის ალისას და მალე გამოაქვეყნა ქეთისთან დაქორწინების ამსახველი ფოტოსურათი, რომელზეც “სიძის” მშობლებიც არიან აღბეჭდილები.

“წმინდა ოჯახი”!

პოლიციამ, როგორც კი შეიტყო ეს ამბავი, ორივე დააპატიმრა. ალისა მიიჩნევს, რომ დამნაშავეა სტივენი და ქალიშვილს მიემხრო.

“ვიცი, რომ ეს არის ოფიციალური ქორწინება, თუმცა უკანონო. მათ დამალეს თავიანთი ნათესაური კავშირი. ქეთი მსხვერპლია და დახმარება სჭირდება”, _ სჯერა დედას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here