Home სხვადასხვა დაიჯესტი ვიცეპოლკოვნიკი ნასტია: გერმანელი ტრანსგენდერი ბატალიონს უმეთაურებს

ვიცეპოლკოვნიკი ნასტია: გერმანელი ტრანსგენდერი ბატალიონს უმეთაურებს

2842
ანასტასია ბიფანგი

ბუნდესვერის სარდლობამ ბატალიონის მეთაურად პირველად დანიშნა ტრანსგენდერი.

ვიცეპოლკოვნიკი ანასტასია ბიფანგი ამტკიცებს, რომ ყოველთვის ერთგვარ “არასრულფასოვნებას” გრძნობდა, მაგრამ 40 წლამდე ითმენდა ამ დისკომფორტს. 40 წლისამ კი გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ჰორმონალური თერაპიის კურსი და რამდენიმე ოპერაცია გაეკეთებინა. დღეს ბიფანგი თავს სრულფასოვან ქალად მიიჩნევს.

უფროსმა ოფიცერმა თანამდებობა გასული კვირის ოთხშაბათს დაიკავა. მას ანდეს კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის 381-ე ბატალიონი ქალაქ შტორკოვში, რომლის პირად შემადგენლობაში 750 ადამიანია. 43 წლის ბიფანგის თქმით, მისმა ხელქვეითებმა მშვიდად აღიქვეს ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება.

ვიცეპოლკოვნიკი დარწმუნებულია, რომ ახალ თანამდებობაზე წარმატებულად იმუშავებს. ამასთანავე, იგი, როგორც სამხედრო მოსამსახურე ჰომოსექსუალების საზოგადოების წევრი, აქტიურად დაიცავს ტრანსგენდერების უფლებებს, მით უფრო მაშინ, როცა უცნობი ადამიანები მოურიდებლად აკრიტიკებენ მის დაწინაურებას და შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ “ფეისბუკის” მის გვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here