Home რუბრიკები საზოგადოება ვის რაში სჭირდება საქართველოში მაკეინის ქუჩები?!

ვის რაში სჭირდება საქართველოში მაკეინის ქუჩები?!

2140
რეიგანის ძეგლი რიყის პარკში

ნაციონალურმა მოძრაობამხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თბილისს სამახსოვროდ არაერთისაინტერესორამ დაუტოვა.

2005 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის დასაწყისში დაამონტაჟეს უზარმაზარი სარეკლამო დაფა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი _ ჯორჯ ბუშია მოღიმარი სახით გამოსახული, სურათის გვერდით კი დიდი ასოებით წერია: “ჯორჯ ბუშის ქუჩა”. დიახ, მელაანის ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სახელი მიანიჭეს;

2010 წელს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის _ ლეხ კაჩინსკის სახელი უწოდეს; ბათუმში ცხონებულის სახელს მისი მეუღლის სახელიც დაუმატეს და ახალგახსნილ ბულვარში გაჩნდა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა.

საბურთალოს რაიონში ვლადიმერ ჯიქიას ქუჩას გადაარქვეს ამ დიდი მამულიშვილის სახელი და ანა პოლიტკოვსკაიას (რუსი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, 2006 წელს საკუთარი სახლის ლიფტში ჩაცხრილეს) ქუჩა უწოდეს.

ჯორჯ ბუშის ქუჩა
ჯორჯ ბუშის ქუჩა

ვინ იყო ვლადიმერ ჯიქია? _ ინჟინერი, რიონჰესის მშენებელი, ქართული კულტურის ქომაგი და დამცველი, ქველმოქმედი და შეჭირვებულთა შემწე.

2011 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, რიყის პარკში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა…

აღარაფერს ვამბობთ კვერცხების, ფლოსტებისა თუ ველოსიპედის “ძეგლებზე”.

მაამებლობის პოლიტიკით შეპყრობილნი, უნებურად თუ მიზანმიმართულად ანადგურებენ იმას, რასაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ.

როდის უნდა მიხვდეთ, რომ არ შეიძლება განუკითხავად, დაუფიქრებლად ისეთი ნაბიჯების გადადგმა, მერე შთამომავლობის რომ შეგრცხვეთ?!

ნაციონალთა “ანასხლეტები” ახლაც ვერ ისვენებენ _ მაკეინის გარდაცვალების გამო “ცრემლად იღვრებიან” და მისი სულის უკვდავსაყოფად ჯერჯერობით(!) რამდენიმე ქალაქში მისი სახელობის ქუჩების არსებობაზე ალაპარაკდნენ. საინტერესოა: ნეტა რატომ?!

აი თურმე რატომაც:

დღეს ყველა მედიასაშუალება იმაზე ლაპარაკობს, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო” დედაქალაქის რომელიმე ქუჩისთვის სენატორ ჯონ მაკეინის სახელის მინიჭებას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი და ჯონ მაკეინი
მიხეილ სააკაშვილი და ჯონ მაკეინი

ამ ინიციატივით ფრაქციის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და სახელდების კომისიას მიმართეს. სურთ, შეირჩეს ქუჩა, რომელსაც ჯონ მაკეინის სახელი დაერქმევა, რადგან, მათი აზრით, მაკეინი საქართველოს მეგობარი იყო. ის მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებაში და რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდაო…

ცნობილი ფაქტია, რომ მაკეინი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის პოლიტიკას. იქნებ სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული? ხომ არ ცდილობენ ნაციონალები, რომ ხელისუფალთ პრეზიდენტ ტრამპის არმოსაწონი ნაბიჯი გადაადგმევინონ? გამორიცხული არ არის, რომ მაკეინისადმი ასეთი დიდი პატივისცემის გამოხატვის მიზანი სწორედ ის იყოს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ტრამპთანსაქმე გაუფუჭდეს”. ეჭვი არ შეგეპაროთ _ მაკეინის ცოდვილი სულის უკვდავყოფა ნაციონალებს სულაც არ ანაღვლებთ.

როლებიც გადაინაწილეს _ ამ საკითხზე თბილისში პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე _ გიორგი გაბაშვილი; ქუთაისში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი _ გიგი წერეთელი; ბათუმში ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი _ მირდატ ქამადაძე “მუშაობენ”.

 “ჯონ მაკეინი საქართველოს თავისუფლების ერთერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო, საქართველოსთვის თანადგომის ორგანიზატორი საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენი პოლიტიკური და თავდაცვისუნარიანობის ერთერთი დიდი მხარდამჭერი. ყველას გვახსოვს, ჯონ მაკკეინი იყო ის, რომელმაც დაამკვიდრა აშშში გამოთქმადღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ”. მიგვაჩნია, ქართველების, თბილისელების ვალიცაა, გვქონდეს ჯონ მაკკეინის სახელობის ქუჩა. გვინდა, ამას ჰქონდეს მრავალპარტიული მხარდაჭერა და ამიტომ მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, უმრავლესობას, ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, დავსხდეთ და ღირსეულად ჩავატაროთ ეს პროცედურა. თბილისის რომელიმე ქუჩას მიენიჭოს ჯონ მაკეინის სახელი”, _ ეს გოკა გაბაშვილის აზრია.

მიმაჩნია, რომ თბილისშიც და ქუთაისშიც, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრია და საპარლამენტო დედაქალაქი, მაკეინის სახელი უნდა მიენიჭოს რომელიმე ქუჩას, სკვერს ან რომელიმე დაწესებულებას. რაც მის მიმართ განსაკუთრებული მადლიერების ნიშანი იქნება.

ჯონ მაკეინს უყვარდა საქართველო, მათ შორის იმერეთი და ქუთაისი. პირადად მისაუბრია მასთან ქუთაისის პერსპექტივაზე, ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებაზე. ის განსაკუთრებით მხარს უჭერდა საერთაშორიისო აეროპორტის მშენებლობას”, _ აღნიშნა გიგი წერეთელმა.

გამოვდივარ წინადადებით, ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას ეწოდოს სენატორ ჯონ მაკეინის სახელი. რა დამსახურებაც აქვს ამ ადამიანს საქართველოს წინაშე, ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, ისედაც ყველასთვის ცხადია”, _ წერს ქამადაძე.

ყველასათვის ცხადი სულ სხვა რამ არის: ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტი მტრად მოჰკიდოს.

ტრამპის მტრობამ კი სულ ახლახან კარგად შეარყია თურქეთი _ ეს უზარმაზარი ქვეყანა, და რას უზამს პატარა საქართველოს ძნელი მისახვედრი არ არის.

რაც შეეხება მაკეინის დამსახურებას საქართველოს წინაშე, ფაქტია, აგვისტოს ომის წინ სწორედ ის იყო სააკაშვილის ერთ-ერთი წამქეზებელი; ომის, რომელმაც უდიდესი უბედურება დაატეხა თავს ქართველ ხალხს, მაგრამ აჩუქა გმირები, რომელთა სახელობის ქუჩებზე რატომღაც არ ლაპარაკობენ ნაციონალები. რა მოსატანია მაკეინის სახელი შინდისის ბრძოლის 17 ქართველი გმირი ჯარისკაცის სახელებთან. რუსეთის 58-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკის მეთაური ამ 17 ქართველი ჯარისკაცის ცხედრებთან თურმე დიდხანს მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოუოხრია, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს უთქვამს: “ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო…” (რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის, ნაამბობიდან).

ჩვენ, ცოცხლებმა, ხშირად უნდა ვახსენოთ ისინი _ ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

რა მოსატანია მაკეინის სახელი დიმიტრი ჯაილოვის სახელთან.

მტერი რომ სენაკის ბაზას ბომბავდა, დიმიტრის დაჭრილი რეზერვისტები საავადმყოფოში გადაჰყავდა. ორი გზა გააკეთა თურმე და გაიყვანა კიდეც დაჭრილი ბიჭები სამშვიდობოს. მესამედ რომ აპირებდა წასვლას, უმცროსმა ძმამ სთხოვა, დროებით თავი შეეკავებინა, რადგან ყველაფერი იბომბებოდა, მიწა დუღდა. დიმიტრიმ კი იუარა: დაჭრილ ბიჭებს ვერ მივატოვებო. ძმას დაემშვიდობა, გზატკეცილზე გამოვიდა და… ძმის თვალწინ აფეთქებულა.

ან გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის ტანკისტები გია და გელა რომელაშვილები გავიხსენოთ. ძმები ერთად დაეცნენ ბრძოლის ველზე;

ექიმმა გოგა აბრამიშვილმა კი არ მიატოვა გორის ჰოსპიტალი _ იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდებაო. ის 11 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპა, დარჩა მეუღლე და 3 შვილი;

ზაზა ფერაძეს კი ბიჭები გამოჰყავდა ცხინვალიდან. მხარში დაჭრილს ბიჭებმა უთხრეს: სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო. მას კი უთქვამს: ვინც იქიდან უნდა გამოვიყვანო, მათ არც ცოლი ჰყავთ და არც შვილებიო…

მაპატიოს სხვების სულებმა, ამ მოკლე საგაზეთო წერილში რომ ვერ ვახსენე. ნათელი და სანთელი მათ სულებს! დიდება გმირებს!

ამ ადამიანების სახელების უკვდავყოფასა და მათი დაობლებული შვილების მხარდაჭერაზე იფიქრეთ, ურაპატრიოტებო, მაკეინს კი თავისი ჭირისუფალიც მიხედავს.

რას ფიქრობს ამაზე ხელისუფლება? ჯერჯერობით ის ვიცით მხოლოდ, რომ თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკეინის სახელის მინიჭების ინიციატივას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ასე გამოეხმაურა:

“შეიძლება განხილვა ამ საკითხის და დაველოდოთ საკრებულოს გადაწყვეტილებასო”.

ამერიკელი სენატორი 2 სექტემბერს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაზე ყველა ქვეყნიდან 2-2 წარმომადგენელი იყო მიწვეული. საქართველოდან ეს “პატივი” წილად ხვდათ პარლამენტის პირველ ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს…

დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს _ იმ ზემოხსენებულ ძეგლებს ან სანაგვეზე მოისვრის, ან ჯართად აქცევს; აღარც ქუჩებს შერჩებათ სამუდამოდ ეს შეუფერებელი, მიუსადაგებელი და არაქართული სახელები.

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here