Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ მაისაია: “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობის” ასპიტებმა დაგესლეს

ვახტანგ მაისაია: “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობის” ასპიტებმა დაგესლეს

1835
ვახტანგ მაისაია

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშინაციონალურმა მოძრაობამხმების 27,11% მოიპოვა. მაშინქართული ოცნებისწევრები ამბობდნენ: ანგარიშგასაწევი ძალააო

არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაის) კვლევამ აჩვენა, რომ ნაციონალებს ამომრჩევლის მხოლოდ 10% უჭერდა მხარს. ქართველ საზოგადოებას კი არც იმ 27%-ისა სჯეროდა და არც ენდიაის 10%-ის, ყველა თვლიდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალებს პროცენტები აჩუქა, რადგან იმხანად ამერიკელი სენატორები ივანიშვილს ანგარიშების გაყინვით დაემუქრნენ. დღესნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს. მისმა წევრებმა შვილმოკლული მამების სახელით დიდი საპროტესტო აქციის გამართვა სცადეს. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს და 10 ივნისს დაანონსებულ გრანდიოზულ აქციაზე, სადაც სისტემა უნდა დაენგრიათ, ძლივს გამოიყვანეს… 2-3 ათასი ადამიანი. არის თუ არა ანგარიშგასაწევი ძალანაციონალური მოძრაობა”, გვესაუბრება სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელსაც 2009 წელს რუსეთის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

_ ყველას კარგად გვახსოვს, რა მოხდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ; გვახსოვს, როგორ დაფრთხნენნაციონალური მოძრაობისლიდერები, მაგრამ ძალიან მალე კვლავ შეძლეს ფეხზე წამოდგომა და დღესქართულ ოცნებასუკვე ულტიმატუმს უყენებენ

_ პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ იმ მცირერიცხოვან გაზეთთაგან ერთ-ერთი, რომელიც სიმართლეს წერს, რომელსაც ყველაფერი ახსოვს და ზუსტად იმ შეკითხვებს სვამს, რომლებიც ხალხს, ასე ვთქვათ, გულს ფხანს. დღევანდელი მასმედია შოუმენებით არის დაკომპლექტებული, ყველა ტელევიზია მხარეა, ორკაციან მიტინგს ისე გიჩვენებენ, იფიქრებ, ქვეყანა იქცევაო. აღარ ვლაპარაკობ “რუსთავი 2”-ზე, რომელიც კლოუნადად გადაიქცა, და რომლის მთავარი გმირი გვარამიაა.

ქვეყანაში კომიკური სიტუაციაა. “ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები, თავიანთი ფიურერი სააკაშვილით, მთავარი კომიკოსები არიან. არ შეიძლება ამ ვითარებაში არ ვახსენოთ “ქართული ოცნება”, რომელიც, მართლა ვერ გავიგე, რომელ პოზიციაშია.

“ოცნება” მაგონებს გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკურ მთავრობას, რომელიც გაურკვეველი წარმოშობის ფრაქციებად არის დაყოფილი, არ აქვთ გამოკვეთილი აზრი, ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც თანამშრომლობენევროპულ საქართველოსთან”.

სააკაშვილი გამარგინალებულია, მის მხარეს მდგომი ადამიანებიც ბევრს არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ სულ სხვაა “ევროპული საქართველო” და მათი წევრები. ბოკერია თავისი გუნდით არის მთავარი გმირი იმ ავტოკრატული სახელმწიფოსი, რომელიც გვქონდა. ევროპულ საქართველოშიშემავალი ადამიანები ყველაზე სასტიკები და დაუნდობლები იყვნენ

_ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაცნაციონალურმა მოძრაობამხმების 27,11% აიღო, “ქართულმა ოცნებამგამოგვიცხადა: “ნაცმოძრაობაანგარიშგასაწევი ძალააო. არადა, 10 ივნისის აქციაზე მათ გვერდით ამომრჩევლის 27 პროცენტი არ იდგა

_ ესაა მთავარი შეცდომა ახლანდელი ხელისუფლების; თვლიდნენ, რომ ნაცები ანგარიშგასაწევი ძალაა და დაიწყეს ურთიერთობა ასპიტებთან, რომლებმაც ახლა სამაგიერო გადაუხადეს. “ქართული ოცნება” დაგესლილია.

ამჟამინდელი ხელისუფლება დამნაშავეა, რადგან განაჩენი არ გამოუტანა ნაციონალებს, არ გაასამართლა რეჟიმი ისე, როგორც გერმანიაში ფაშისტები გაასამართლეს. მათი ბრალია, რომ ჯალათები დღეს მორალს გვიკითხავენ.

ნაციონალები არიან ანგარიშგასაწევი ძალა? გაუწიონ ანგარიში და ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე მივა. ნაცისტებთან ურთიერთობა არავის უნდა, ციხეში ვიჯდები და იქ მომკლავენ თუ ტყეში, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მირჩევნია, ტყეში ვიბრძოლო და რამდენიმე თან გავიყოლო…

“ოცნება” უნდა დაფიქრდეს, თორემ სამოქალაქო ომი არ აგვცდება.

_ თქვენი დაკავებისა და წამების ფაქტები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. დაისაჯნენ თქვენი მწამებლები? აღდგა სამართალი თქვენთვის?

_ არავინ დასჯილა, დღემდე მაღალ თანამდებობებზე სხედან. აი, თუნდაც ახლა რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნა გიგა ბოკერის გუნდის თაოსნობით, იქ ზის ოთარ კახიძე, ასევე, თვითონ ბოკერია, რომელიც მთავარი მწამებელი იყო, უგულავა… ამ ადამიანებს ჩემს დაპატიმრებაში დიდი წვლილი მიუძღვით. კარგად გრძნობენ თავს ოთარ ორჯონიკიძე და ლადო დათაშვილი, რომლებიც დღესაც სუს-ის მაღალჩინოსნები არიან და რომლებსაც ევალებათ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. არის ასეთი ვინმე _ ვალერი ზუმბაძე, ჯალათი, რომლის ძმაც სუს-ში კადრების უფროსია.

ჩემსავით დაზარალებულები არიან “მუხროვანის ბიჭები”, მათი საქმეები კვლავ ჯალათების ხელშია.

ლუსტრაცია უნდა მომხდარიყო ყველასი და დღეს ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით. ვადანაშაულებ ყველას ამ ხელისუფლებაში, რადგან იდიოტების ხროვა დატივეს, კლოუნადა მოაწყვეს ქვეყანაში. რაც შეეხება “ნაცისტებს”, გამარგინალდნენ, სასაცილოებად იქცნენ, მაგრამ ეს არავის დამსახურება არ არის, ხალხის გარდა. ხალხმა გამოუტანა მათ განაჩენი და ნურავინ მიიწერს იმას, რაც 10 ივნისს მოხდა. ერთი კვირა დადიოდნენ რეგიონებში და 1000 კაციც ვერ გამოიყვანეს, ახლაც იტყვის “ოცნება”, რომ ნაციონალები ანგარიშგასაწევი ძალაა?!

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here