Home რუბრიკები საზოგადოება ვაფრთხილებთ ოფიციალურ სტრუქტურებს: მზადდება მორიგი პროვოკაცია ქართველური ენების თემის გამოყენებით!

ვაფრთხილებთ ოფიციალურ სტრუქტურებს: მზადდება მორიგი პროვოკაცია ქართველური ენების თემის გამოყენებით!

მიმართვა

2542
დედა ენის ძეგლი

ეს მიმართვა მზად გვქონდა გამოსაქვეყნებლად, როცა ყურადღება მიიპყროსაერთო გაზეთში” (რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა) დაბეჭდილმა აკადემიკოს ავთანდილ არაბულის წერილმადიახ, ეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიური დივერსიაა!”. გადავწყვიტეთ, ჩვენი მიმართვის შესავალი ნაწილი მთლიანად შეგვეცვალა აღნიშნული წერილიდან ამონარიდებით და ამ სახით მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ბატონ ავთანდილ არაბულის ტკივილი, რომელმაც ყველა გულანთებული ქართველის სათქმელი თქვა და მოგვიწოდა სიფხიზლისა და გონიერებისკენ.

ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, აბა, რა გასაკვირია, თუ ქართული სახელმწიფო ენის, საზოგადოდ, ენობრივი პოლიტიკის საკითხი ის მტკივნეული სფერო აღმოჩნდა, რომლის მიმართაც განსაკუთრებული იდეოლოგიური და შორსმიმავალი ინტერესი გამოავლინეს დივერსანტებმა. რა გასაკვირია, თუ ქართული სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი კრიზისი ამ სფეროში განსაკუთრებულად გამოვლინდა. მართლაც არ გვჭირს სასახელო საქმე: მაშინ, როცა ყველა პოსტსაბჭოურმა სახელმწიფომ ენობრივი პოლიტიკა, უკვე კარგა ხანია, რაციონალურად დაალაგა, ჩვენ დღემდე ვერ მივაღწიეთ გარკვეულობას ამ საკითხში.

ამიტომაც ამ მიმართულებით მართლაც დიდ მონაპოვარად უნდა მივიჩნიოთ (და ასეც შეფასდა) სახელმწიფო ენის კანონი, რომელიც პარლამენტმა 2015 წლის 22 ივნისს დაამტკიცა. ჩვენს ქვეყანაში ამ კანონამდე მისვლას მეოთხედ საუკუნეზე მეტი დასჭირდა (მაშინ, როცა ბალტიისპირელებმა ჯერ კიდევ 1989 წელს შექმნეს ამგვარი საკანონმდებლო პრეცედენტი). აღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებით ინტენსიური ჩვენს სინამდვილეში იყო ამ საუკუნის პირველი წლები და “ქართული ოცნების” პირველი პარლამენტის ორ-ნახევარი წელიწადი. რაც შეეხება ნაცხელისუფლების ხანგრძლივ შუალედს, მათ შესაძლებლობაც კი მოსპეს, მეტიც _ კვალის წაშლაც კი სცადეს ამ მიმართულებით გავლილი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა!

აღნიშნულის ფონზე მართლაც გასაკვირია, როგორ დაუსხლტა ამდენ წინააღმდეგობას მითითებული საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფო ენის შესახებ (ერთ-ერთი მძაფრი განხილვის დროს ასეთი სწორი, მაგრამ არცთუ ტაქტიანი ფრაზაც კი წამომცდა: ლუსტრაციის კანონი რომ მიღებული ყოფილიყო, ენის კანონი უკვე დიდი ხნის დამტკიცებული იქნებოდა!), ამიტომაც ქებას იმსახურებს მაშინდელი კომიტეტის თავმჯდომარე _ ბატონი ივანე კიღურაძე, თითქმის მთელი კომიტეტი.

და, აი, ამ რის ვაი-ვაგლახით მიღებულ კანონს კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე წიხლი დააჭირა.

არც რაიმე განმარტება გაუკეთებია ეროვნული ღირსების ესოდენი შეურაცხყოფის გამო. და როდესაც იძულებული გახდა, ბოლოს და ბოლოს, შეექმნა კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ისე დაამახინჯა ამ კანონის რეალურად განმახორციელებელი ერთადერთი სამთავრობო სტრუქტურის იდეა, ისე დააკომპლექტა კოაბიტაციური ძალებით, რომ მის შემადგენლობაში აღმოჩნდა თითქმის ყველა ის, ვინც ღიად, აქტიურად იბრძოდა სახელმწიფო ენის კანონის წინააღმდეგ. რა გასაკვირია, თუ ამ .. დეპარტამენტის პირველივე ნაბიჯები წარმოაჩენს იმას, თუ რა სიკეთეს უნდა ველოდოთ მათგან.

კერძოდ, მათ განუზრახავთ, ქართველური ენების ხსენება გააქრონ სახელმწიფო ენის კანონიდან და ეს მუხლი ისე შეცვალონ, რომ მასში ადვილად შეაღწიონ და ჩვენგან მოსავლელ, ჩვენს საგულშემატკივრო მემკვიდრეობას თავიანთი “ნიველირები” მოარგონ ათასგვარმა უფლებადამცველმა სუბიექტებმა.

ლაშა გახარია
ლაშა გახარია

არაორაზროვნად ვაფრთხილებთ ქართველ საზოგადოებას, ჟურნალისტთა კორპუსს, ეროვნულ ინსტიტუტებსა და საღად მოაზროვნე ინტელიგენციას, ვაფრთხილებთ ოფიციალურ სტრუქტურებს: მზადდება მორიგი პროვოკაცია ქართველური ენების თემის გამოყენებით! ეს იქნება ამ ნიშნით დივერსიის უკვე მესამე ეტაპი, რომელსაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ყოველი ასეთი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ პერიოდს ემთხვევა და თავის მძიმე ნაკვალევსაც ტოვებს. პირველი ეტაპი, რა გასაკვირია, 90-იან წლებს უკავშირდება და ის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია მაშინდელი სახელმწიფოებრივი ცნობიერების ეროზიისა; მეორე ეტაპი, ცხადია, ნაცხელისუფლების პერიოდზე მოდის და მაშინ ამ “ლინგვოპოლიტიკოსებმა” ლამის საბოლოო გამარჯვებაც კი მოიპოვეს. ვეჭვობ, ახლა ამ გამოცდილმა პროვოკაციულმა ძალებმა კვლავ მიიღეს რაღაც კრიტიკული პერიოდის მოახლოების ნიშანი და სხვა დესტრუქციულ პროცესებთან ჰარმონიაში ამოქმედდნენ…

დიდი ხანია, ვიცნობთ ფუტკარაძეს, რომელიც ენათმეცნიერების ინსტიტუტიდანაც კი გარიცხეს თავისი ანტიქართული მოღვაწეობის გამო, და რომელმაც პატრიარქიც კი შეიყვანა შეცდომაში; ვიცნობთ მის ჯგუფს, ასევე ცალკეულ მეცნიერებს, რომლებიც დღესაც თვით დედაუნივერსიტეტშიც ტვინს ურეცხავენ ახალგაზრდებს, თავში უტენიან აზრს, რომ არ არსებობს არავითარი ქართველური ენები. ყველა ეს ვაიმეცნიერი უარყოფს თავისი სამშობლოს წარსულს, უარყოფს თავის მასწავლებლების, დიდი მეცნიერების შრომებსა და მეცნიერულ კვლევებს. ჩვენ ვსვამთ კითხვებს: ვინ და რა ფასად აიძულა ეს ხალხი, აწარმოოს იდეოლოგიური ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ? მიჩქმალოს ნამდვილი ისტორია, როგორც ეს შურით გააკეთესქართლის ცხოვრებისავტორებმა, როცა ამოაგდეს ისტორიიდან კოლხური კულტურის, მისი აყვავების მთელი პერიოდი?

ჩვენ ვიცოდით თითქმის ყველაფერი, რაც ხდებოდა ქართველური ენების გარშემო ბოლო 30 წლის განმავლობაში და ნამდვილად არ გვეგონა, თუ კიდევ გაგვაოცებდა რამე. გაოცება არ ჰქვია იმას, რაც ჩვენ დაგვეუფლა ბატონ ავთანდილ არაბულის წერილის წაკითხვის შემდეგ. ეს იყო გაბრაზება. გაბრაზება იმის გამო, რომ სახელმწიფო ჩვენი ფულით აფინანსებს ისეთ ხალხს, რომელიც ებრძვის ჩვენს კულტურას, ჩვენს წარსულს, ქართულ და ქართველურ ენებს. რა კრიტერიუმით შეირჩა და დაინიშნა უავტორიტეტო, რიგითი ფილოლოგი, ბატონი ალიბეგაშვილი ასეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ენის დეპარტამენტისხელმძღვანელად, როცა მას საკრებულოშიც არაფრით გამოუჩენია თავი? “რატომღაც კომიტეტის შემადგენლობაში აღმოჩნდა თითქმის ყველა ის, ვინც ღიად, აქტიურად იბრძოდა სახელმწიფო ენის კანონის წინააღმდეგ”, _ წერს ბატონი ავთანდილ არაბული.

ნახეთ რა ხდება: პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა დღევანდელ საქართველოს. ყოფილმა პრემიერმა კი კანონის მოთხოვნით შექმნილი კომიტეტი დააკომპლექტა იმ ხალხით, რომელიც აღნიშნული კანონის წინააღმდეგი იყო, და ბიუჯეტიდან დააფინანსა.

აკადემიკოს ავთანდილ არაბულის წერილმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა ჩვენი იდეის განხორციელების აუცილებლობაში. იდეა კი მდგომარეობს შემდეგში: კოლხურ (მეგრულ) ენაზე გამოცემული ყველა წიგნი შევაგროვოთ და მოვათავსოთ ლაშა გახარიას სახლმუზეუმში, რადგან გვწამს, მოვა დრო და კოლხური კულტურის გასაცნობად, მისი დღევანდელი მდგომარეობის შესასწავლად საერთაშორისო დონის მეცნიერები ჩამოვლენ, რადგან თეორიულ და არქეოლოგიურ მეცნიერებაში მძიმედ, მაგრამ მაინც ხდება მსოფლიოში ახალი აღმოჩენები კოლხური კულტურისა და დამწერლობის შესახებ. მარტო “ფესტოსის დისკოს” გაშიფრვა რად ღირს. ხომ უთხრეს ბატონ გია კვაშილავას ინგლისში ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე: “ყველაზე სწორ გზაზე ჩვენ შორის თქვენ დგახართო”.

უნდა თუ არა ეს ფუტკარაძესა და მის გუნდს, ასევე ახალ “კანტორაში” ნეპოტიზმით გაწესებულ ალიბეგაშვილსა და მის “ამალას”, ქართველურ, კოლხურ (მეგრულ) ენაზე გამოდის შესანიშნავი წიგნები, როგორც შინაარსობრივად, ისე პოლიგრაფიულად, ლექსიკონები, ლექსები, ნოველები, თარგმანები.

ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ინიციატივით გაიხსნა ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი, აღადგინეს ძველი ოდა, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა პოეტი. გამოიყო ერთი საშტატო ერთეული ყოველთვიური დაფინანსებით.

5-6 თვის წინათ ჩვენი წარმომადგენელი ჩავიდა ჩხოროწყუში, შეხვდა მერს _ ბატონ დავით გოგუას და ჩვენი იდეა გააცნო, მან კი შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებაც აღგვითქვა.

ლაშა გახარია XX საუკუნის 70-იან წლებში გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე და იმთავითვე მიიქცია მკითხველთა ყურადღება. ლაშა საკუთარი ხედვის, საკუთარი ხელწერის პოეტი იყო. მისი ლექსები გამოირჩევა უშუალობითა და გულწრფელობით, სამშობლოსა და მისი მშობლიური კუთხის სიყვარულით.

ქართულ პოეზიასთან ერთად ლაშა გახარიამ მეგრული ლექსებითაც მოგვაწონა თავი. “მოგვაწონა” ის სიტყვა არ არის, რომელიც სრულად ასახავს მის მიერ შექმნილი მეგრული ლექსების მხატვრულ ღირებულებას და სიდიადეს. გადაჭარბებული არ იქნება, განვაცხადოთ, რომ მან მშობლიური კუთხის ენაზე შედევრები შექმნა. მისი რამდენიმე მეგრული ლექსი, ზოგადად, ქართული პოეზიის, ქართულენოვანი სულიერი საგალობლების ფასდაუდებელ საგანძურად შეიძლება ჩაითვალოს. ის იყო მეგრული ენის უბადლო მცოდნე.

კაპიტონ გახარია ლაშას მამა გახლდათ. ახლახან გახარიების საგვარეულოს მხარდაჭერით გამოიცა პოეტური კრებული “მუმა-სქუაშ ლერსეფი” (მამა-შვილის ლექსები), რომელშიც ლაშასა და ბატონ კაპიტონის მეგრული ლექსებია დაბეჭდილი. ამ კრებულიდან ჩანს, თუ საიდან იღებდა სათავეს ლაშას პოეზია. პოეტ ზაალ ჯალაღანიას თქმით, “ისინი ლამაზად ავსებენ ერთმანეთს, ისე, რომ არც ერთს საკუთარი პოეტური ინდივიდუალიზმი არ ეკარგება”.

ამ ჩვენი ინიციატივით, რომელსაც განვახორციელებთ ყველანი ერთად, ქართველური ენების წარსულითა და მომავლით დაინტერესებულ საზოგადოებას, მეცნიერ მკვლევარებს ხელს შევუწყობთ, რომ შესანიშნავი პოეტის სახლმუზეუმში თავმოყრილი იხილოს და გაეცნოს მეგრულ ენაზე გამოცემულ ლიტერატურულ თუ მეცნიერულ წიგნებს.

მოგმართავთ ყველას _ მეგრულ ენაზე გამოცემული წიგნების ავტორებს, მთარგმნელებს, მეცნიერული ნაშრომების ავტორებს, მათ ნათესავებს! გთხოვთ, მოიტანოთ თქვენი წიგნები შემდეგ მისამართებზე:

1.ქ. ზუგდიდში _ გამარჯვების . #13 (სახალხო მოძრაობასამეგრელოსოფისი);

2.ქ. თბილისში, ტაშკენტის . #25, I სადარბაზო, ბინა 1;

3.მარტვილში _ ფაუსტ ნადარაიასთან.

წიგნში უნდა იყოს ფურცელი წარწერით, განკუთვნილია ლაშა გახარიას სახლმუზეუმისთვის.

პატივისცემით,

გიორგი სიჭინავა,

მწერალი, ჟურნალაიასდამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი;

ზაურ გახარია,

ჟურნალაიასრედაქტორი, გახარიების საგვარეულო საბჭოს თავმჯდომარე;

ზურაბ კვარაცხელია,

სახალხო მოძრაობასამეგრელოსკოორდინატორი;

ფაუსტ ნადარაია,

მწერალი, დამოუკიდებელი გაზეთმარტვილისგამომცემელი და

მთავარი რედაქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here