Home სხვადასხვა დაიჯესტი ესტონეთის პრეზიდენტის ორპირობა: თვითონ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ეამაყება, ჩვენ კი მოგვიწოდებს, ზურგი...

ესტონეთის პრეზიდენტის ორპირობა: თვითონ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ეამაყება, ჩვენ კი მოგვიწოდებს, ზურგი შევაქციოთ

1870
კერსტი კალიულაიდ

დასავლელ .. მეგობრებს, როცა სათავისოდ სჭირდებათ, რუსეთთან დიალოგს სიამოვნებით მართავენ, საქართველოს კი რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას უშლიან, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ ამ უზარმაზარ სახელმწიფოს დაუპირისპირდეს.

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ გააძლიერა ესტონეთის პოზიციები საერთაშორისო არენაზე.

კალიულაიდის განცხადების თანახმად, ახლა, როდესაც თვითონ “შეიტანა წვლილი იმაში, რომ გაეგო, რა ხდებოდა რუსეთში და რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე”, გაუჩნდა შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი თვალსაზრისი “ფრანგების წინაშე ან ვინც უნდა იყოს” მნიშვნელოვნად “გაძლიერებული პოზიციიდან”.

კალიულაიდის აზრით, ესტონეთი უნდა დარჩეს ნატოსა და ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თავიანთ პრობლემებზე რუსეთს პირდაპირ ესაუბრებიან.

“კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ის გარემოება, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ რიცხვში იმ ქვეყნებისა, რომლებიც თვითონ ელაპარაკებიან რუსეთს და რომლებთანაც სხვა მოკავშირეები და პარტნიორები მსჯელობენ რუსეთთან ურთიერთქმედების საკითხებზე, როგორ წავიდეთ წინ”. _ განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

აქ უნდა აღინიშნოს კერსტი კალიულაიდის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც მან გამოცემა “ევროპეისკაია პრავდასთან” გააკეთა (“ინტერპრესნიუსის” ინფორმაცია): “რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც, სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო. მაშინ რუსეთმა მიიღო საფუძველი, ჩაეთვალა: ოკ,  ახლა ისინი ჩვენ წინააღმდეგ ლაპარაკობენ, მაგრამ 3 თვის შემდეგ ეს შეწყდება და მართლაც შეწყდა. საქართველოსთან ომიდან სამი თვის შემდეგ რუსეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა უვიზო რეჟიმზე. ჩვენ მივხვდით ჩვენს შეცდომებს და ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყო. ამჟამად ჩვენ ვეღარ ვიტყვით: ოკ. 2014 წელს რაღაც ცუდი მოხდა, მაგრამ, მოდი, წინ წავიდეთ. თუ ჩვენ გადავყლაპავთ საქართველოს, თუ გადავყლაპავთ ყირიმს, იქნება მორიგი წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი გადაკვეთს”.

როგორც ხედავთ, როცა საქმე ჩვენი დასავლელი “მეგობრების” პრობლემებს ეხება, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ხოლო, როცა საქართველოზეა ლაპარაკი, ორმაგი სტანდარტით, ფარისევლურად უდგებიან ჩვენი ქვეყნის პრობლემებს და ურჩევენ თუ უთითებენ, რომ მხოლოდ დაუპირისპირდეს უზარმაზარ მეზობელს და ამით დასავლეთის საქმე აკეთოს, თავისი კი _ გაიფუჭოს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. ვინ რას იტყვის, რას იმოქმედებს, თავისი პირადი საქმეა. თუკი თავისი სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავს, ქვეყნის პირველ პირს ყოველთვის აქვს უფლება, გააკეთოს რომელიმე სახელმწიფოსთვის მიუღებელი განცხადება!
    ამ შემთხვევაში, სხვას ნუ დავაბრალებთ იმას, რაც საკუთარ თავში გვაქვს საძებნი.
    2008-ში, დამარცხება რომ გვაზეიმეს, დაგვავიწყდა?
    მის მერე, ამხელა მონსტრ მეზობელს რომ “დავეუმძრახეთ” და ხმას არ ვცემთ, ვინმეს ბრალია?
    დიალოგია აუცილებელი! ქვეყანა ქართველებისგან დაიცალა! ყოფილ დიდ და საშუალო სოფლებში ბავშვებს ვერ აგროვებენ უკვე, რომ პირველი კლასი გაიხსნას! პატარა სოფლებზე აღარაფერს ვამბობ!
    დროზე უნდა მოვიდნენ გონს “იქ, ზემოთ”, თორემ ცოტა დრო რჩება ქვეყნის არსებობისა!
    ამერიკის ასე, ბრმად ყველაფერზე დათანხმება კარგს არაფერს მოიტანს, დამერწმუნეთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here