Home სხვადასხვა დაიჯესტი ემბერ ჰერდმა სხვისი გაუპატიურების ისტორია თავისად გაასაღა

ემბერ ჰერდმა სხვისი გაუპატიურების ისტორია თავისად გაასაღა

451
ემბერ ჰერდმა სხვისი გაუპატიურების ისტორია თავისად გაასაღა

ემბერ ჰერდი, რომელსაც ჯონი დეპის წინააღმდეგ სამხილების გაყალბების გამო ციხე ემუქრება, მორიგ სკანდალში გაეხვია. მისმა პირადმა თანაშემწემ სასამართლოში განაცხადა, რომაქტრისამ მისი (თანაშემწის) გაუპატიურების ისტორია თავისად გაასაღა”.

ემბერ ჰერდს ამჟამად უჩივის ყოფილი ქმარი _ ჯონ დეპი, რომელმაც სასამართლოს სარჩელით მიმართა იმ პუბლიკაციის გამო, რომელიც The Sun-მა გამოაქვეყნა _ თითქოს მან, 57 წლის მსახიობმა, სცემა თავისი ცოლი. დეპი ამტკიცებს, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა და დამნაშავე არის ჰერდი.

მოკლედ, წყვილი ერთმანეთს უჩივის: დეპი ირწმუნება, რომ ემბერმა თითი მოჭრა, სიგარეტი მის ლოყას მიასრისა და ისე ჩააქრო, კიდევ _ მათ ერთობლივ საწოლში მოისაქმა. დეპს მხარი დაუჭირა ჰერდის თანაშემწემ, მსახიობი ქალის პორტრეტს არასასიამოვნო შტრიხები შემატა: “მე მაქვს ჩემი მიზეზები ჩვენების მისაცემად”, _ განაცხადა ზემოთ ნახსენებმა ქალმა, რომლის სახელს “მირორი” არ ასაჯაროებს.

რამდენიმე წლის წინათ ემბერ ჰერდს თანაშემწემ მოუთხრო სექსუალური ძალადობის ამბავი, რომელიც თავს გადახდა, 26 წლის რომ იყო. ჰერდმა კი ეს ამბავი მიითვისა.

“2020 წლის ივნისში მივიღე დოკუმენტები, რომლებიც ამ საქმეში ჩემს, როგორც მოსარჩლის მხრიდან წარმომადგენლის, მონაწილეობას ეხებოდა. საბუთებს რომ გავეცანი, ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ქალბატონმა ჰერდმა მოიპარა ჩემს თავს გადამხდარი სექსუალური ძალადობის ამბავი და მისთვის სასურველი შედეგის მისაღებად საკუთარ ისტორიად გაასაღა. იმან, რომ მან ჩემი ცხოვრების უმძიმესი მომენტი სათავისოდ გამოიყენა, უაღრესად აღმაშფოთა და გული მატკინა”, _ განაცხადა დაზარალებულმა.

ამას გარდა, ჰერდის ყოფილმა თანაშემწემ დაადასტურა, რომ მსახიობი ქალი ძალიან ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს (კერძოდ, წითელ ღვინოს) და დროსტარებისადმი ავადმყოფურად იყო მიდრეკილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here