Home ახალი ამბები საქართველო ელიზბარ ჯაველიძე: ვენეციის კომისიამ მოუაროს თავის პედარასტებს

ელიზბარ ჯაველიძე: ვენეციის კომისიამ მოუაროს თავის პედარასტებს

ელიზბარ ჯაველიძე

ვენეციის კომისია კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას უარყოფითად უყურებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა.


მისი თქმით, კომისია აღნიშნულ ინიციატივას პოზიტიურად არ აფასებს და ეს ცვლილება ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს მიაყენებს: „რამდენიმე საკითხი დასვა ევროპულმა საქართველომ”, მათ შორის, მე ზუსტად ვკითხე მათ, როგორ უყურებენ ისინი შესაძლო ცვლილებას, რომ პრეზიდენტმა აღარ წარადგინოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და თავმჯდომარის კანდიდატურა; ასევე, როგორ ხედავენ ისინი შესაძლებლობას, რომ გაფართოვდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატი. ასევე, მე მათ ვკითხე აზრი, რას ფიქრობს ვენეციის კომისია ქართული ოცნების” ინიციატივაზე, რომ ე.წ. ოჯახის დეფინიცია დაფიქსირდეს კონსტუტუციაში. რამდენადაც პასუხები მივიღეთ, ისინი ამ ინიციატივას პოზიტიურად არ უყურებენ, რომ კონსტიტუციით იყოს განსაზღვრული მსგავსი საკითხები. გარდა ამისა, მათ თქვეს, რომ არა აქვთ რეალურად წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის საბჭომ წარადგინოს უზენაესი საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატები. ასევე, მათ თქვეს, რომ ყურადღებით იმსჯელებენ იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის გაფართოებას”,- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

კონკრეტულად რა ცვლილებებს გამოიწვევს ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა კონსტიტუციაში, როგორ აისახება იგი რეალურად სახელმწიფოს იმიჯზე და რა არის აღნიშნულ ცვლილებაში ვენეციის კომისიისთვის მიუღებელი, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პუბლიცისტსა და მეცნიერს, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს დაუკავსირდა.

ელიზბარ ჯაველიძე: ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ და კარნახობენ ჩვენს უნამუსო ხელისუფლებას, არის ჩვეულებრივი გლობალისტური, „ნეოლიბერალური“ ტერორის გაგრძელება, მაგრამ თავისთავად მათი ე.წ. რეკომენდაციები უკვე არაფერს ნიშნავს. ჩაწერეთ პირდაპირ: ვენეციის კომისიამ მოუაროს თავის პედარასტებს, რომლითაც გავსებულები არიან და ჩვენ თავი დაგვანებონ. საქართველოს კონსტიტუცია მათი საქმე არ არის…

აქვე მინდა, გამოვეხმაურო ვიზალიბერალიზაციის თემასაც, ის ზარ-ზეიმი და ტაშ-ფანდური, რომელიც ხელისუფლებამ ატეხა, არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და კიდევ უფრო დიდი შეურაცხყოფაა ის განცხადებები, რომ თურმე ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკურად ააყვავებს. არავითარ სიკეთეს და სარგებელს ეს საქართველოს არ მოუტანს; ასე რომ, ყველამ თავის მამიდას მიხედოს. მაგათი დაპირებების და იაფფასიანი ტყუილების უკვე არავის სჯერა, ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რა ხდება და საით მიყავთ ქვეყანა, ყველა ხვდება, რომ ამათ მოღალატეობრივ პოლიტიკას კარგი არავისთვის მოჰყვება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here