Home რუბრიკები სპორტი “ევრო-2020” იწყება

“ევრო-2020” იწყება

193
“ევრო-2020” იწყება

ჯგუფები, ქალაქები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ, სტადიონები, სტატისტიკური მონაცემები158

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო და კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, მიმდინარე წლის 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისს დასრულდება (უეფამ გადაწყვიტა, ტურნირისთვის დაეტოვებინა ძველი სახელიევრო-2020”, მაგრამ ბევრი მედიასაშუალება მასევრო-2021”-ად მოიხსენიებს).

“ევრო-2020” იწყება

ჩემპიონატის მატჩები 11 ქვეყნის 11 ქალაქის სტადიონებზე გაიმართება, ესენია:

* ამსტერდამი (ნიდერლანდები) _ “იოჰან კრუიფის არენა”;

* ბაქო (აზერბაიჯანი) _ სტადიონიოლიმპიური”;

* ბუქარესტი (რუმინეთი) _ არენანაციონალი”;

* ბუდაპეშტი (უნგრეთი) _ სტადიონიფერენც პუშკაში”;

* კოპენჰაგენი (დანია) _ სტადიონიპარკენი”;

* გლაზგო (შოტლანდია) _ სტადიონიჰემპდენ პარკი”;

* ლონდონი (ინგლისი) _ სტადიონიუემბლი”;

* მიუნხენი (გერმანია) _ სტადიონიალიანც არენა”;

* რომი (იტალია) _ სტადიონიოლიმპიკო”;

* სევილია (ესპანეთი) _ სტადიონილა კარტუხა”.

ქალაქები, რომლებშიც ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება
ქალაქები, რომლებშიც ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება

“ევრო-2020”-ში მონაწილეობს 24 გუნდი (სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურის მოპოვებამდე _ გადამწყვეტ მატჩში 0:1 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან), რომლებიც კენჭისყრით 6 ჯგუფში (A, B, C, D, E, F) განაწილდნენ:

ჯგუფი A (რომიბაქო): თურქეთი, იტალია (მასპინძელი), უელსი, შვეიცარია;

ჯგუფი B (კოპენჰაგენისანქტპეტერბურგი): დანია (მასპინძელი), ფინეთი, ბელგია, რუსეთი (მასპინძელი);

ჯგუფი C (ამსტერდამიბუქარესტი): ნიდერლანდები (მასპინძელი), უკრაინა, ავსტრია, ჩრდილოეთი მაკედონია;

ჯგუფი D (ლონდონილაზგო): ინგლისი (მასპინძელი), შოტლანდია (მასპინძელი), ხორვატია, ჩეხეთი;

ჯგუფი F (სევილიასანქტპეტერბურგი): ესპანეთი (მასპინძელი), შვედეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი;

ჯგუფი F (მიუნხენიბუდაპეშტი): უნგრეთი (მასპინძელი), პორტუგალია (წინა ჩემპიონატის გამარჯვებული), საფრანგეთი, გერმანია (მასპინძელი).

ჩემპიონატი გაიხსნება 11 ივნისს რომში თურქეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩით; მერვედფინალები 26-29 ივნისს გაიმართება ამსტერდამში, ლონდონში (2) ბუდაპეშტში, სევილიაში, კოპენჰაგენში, ბუქარესტსა და გლაზგოში; მეოთხედფინალები _ 2 და 3 ივლისს სანქტ-პეტერბურგში, მიუნხენში, ბაქოსა და რომში, ნახევარფინალები _ 6 და 7 ივლისს ლონდონში, ფინალი _ 11 ივლისს ლონდონში “უემბლიზე”.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი _ ეს არის ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (უეფა) წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრებების შეჯიბრება, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს, 1968 წლამდე ტურნირს ერქვა ევროპის ნაციონალური თასი.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სულ 15-ჯერ ჩატარდა და 10 ქვეყნის ნაკრებებმა მოიპოვეს ჩემპიონობა.

ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ გაიმარჯვეს გერმანიისა და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებებმა, 2-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული საფრანგეთმა, თითოჯერ _ საბჭოთა კავშირმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ჩეხოსლოვაკიამ, დანიამ, საბერძნეთმა და პორტუგალიამ.

ევროპაში საფეხბურთო ტურნირის ჩატარების იდეა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, შემდგომ უეფას პირველ გენერალურ მდივანს (1954-1955 წწ), ანრე დელონეს, გაუჩნდა 1927 წელს, მაგრამ პირველი ჩემპიონატი მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ ჩატარდა _ 1960 წელს. სწორედ ანრე დელონეს სახელობისაა ევროპის ჩემპიონატის თასი.

სლავა მეტრეველი
სლავა მეტრეველი
მიხეილ მესხი
მიხეილ მესხი

61 წლის წინათ, 1960 წლის 6-10 ივნისს საფრანგეთში გამართულ ევროპის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სულ 4 გუნდი მონაწილეობდა _ საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებები. ჩემპიონობა მოიპოვა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში იუგოსლავია დაამარცხა ანგარიშით 2:1. ამ ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ითამაშა საქართველოდან წარგზავნილმა ოთხმა ფეხბურთელმა: გივი ჩოხელმა, მიხეილ მესხმა, სლავა მეტრეველმა და ზაურ კალოევმა.

საბჭოთა კავშირის ღირსებას იცავდნენ:

მეკარეები: ლევ იაშინი და ვლადიმერ მასლაჩენკო;

მცველები: ვლადიმერ კესარევი, გივი ჩოხელი, ანატოლი მასლიონკინი, ანატოლი კრუტიკოვი;

ნახევარმცველები: იური ვოინოვი, იგორ ნეტო, ვიქტორ ცარიოვი;

თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ვალენტინ ივანოვი, ვიქტორ პინედელნიკი, მიხეილ მესხი, ვალენტინ ბუბეკინი, იური კოვალიოვი, გერმან აპუხტინი, ზაურ კალოევი.

ევროპის პირველ საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებული საბჭოტა კავშირის ნაკრები (წინა რიგში მე-4 - სლავა მეტრეველი, მე-5 - მიხეილ მესხი, უკანა რიგში მე-5 - გივი ჩოხელი.)
ევროპის პირველ საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრები (წინა რიგში მე-4 – სლავა მეტრეველი, მე-5 – მიხეილ მესხი, უკანა რიგში მე-5 – გივი ჩოხელი).

რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი:

* ყველაზე შედეგიანი ფინალური მატჩი იყო 2012 წლის შეხვედრა ესპანეთსა და იტალიას შორის, რომელშიც ესპანელებმა 4:0 გაიმარჯვეს;

* ყველაზე მეტი _ 108 ბურთი გავიდა 2016 წელს, შედეგიანობის საშუალო მაჩვენებლით კი საუკეთესო იყო 1976 წლის ჩემპიონატი _ 4,7 გოლი;

* ესპანეთის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც 2012 წელს შეძლო ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა;

* ჩემპიონატის ისტორიაში ერთადერთხელ, 1968 წელს, ფინალისტის ვინაობა გამოვლინდა მონეტის აგდებით _ საბჭოთა კავშირსა და იტალიას შორის ბედმა იტალიას გაუღიმა, რომელმაც შემდეგ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა;

* ევროპის შემდეგი ჩემპიონატი 2024 წელს გერმანიაში გაიმართება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. 13 ივნისს დაიწყებაკოპა ამერიკა” _ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი. მატჩები უნდა გამართულიყო კოლუმბიასა და არგენტინაში, მაგრამ კოლუმბიაში პოლიტიკური, ხოლო არგენტინაში კოვიდ-19-ის ვითარების გამწვავების გამო ამ ქვეყნებს ჩამოერთვა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება; ორიოდე დღის წინათ კონმებოლმა (ფეხბურთის სამხრეთამერიკული კონფედერაცია) გამოაცხადა, რომკოპა ამერიკა– 21”- ბრაზილია უმასპინძლებს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდვითარება ბრაზილიაშიც არასახარბიელოა.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here