ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტების თანდასწრებით კომენტარები გააკეთეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის პატივია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა და მასთან მოლაპარაკებების წარმოება. ტრამპის თქმით, ის პუტინთან ერთად, აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დადებით შედეგებს მოელის.
თავის მხრივ ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია ამგვარი პირისპირი შეხვედრები და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შეხვედრას ასევე ესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.
კონსტანტინე ჩიკვილაძე