Home რუბრიკები ბლოგი დონალდ ტრამპი: “ჩემთვის პატივია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა და მასთან მოლაპარაკებების წარმოება”

დონალდ ტრამპი: “ჩემთვის პატივია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა და მასთან მოლაპარაკებების წარმოება”

12917
პუტინი-ტრამპი

ჰამბურგში, „დიდი ოცეულისსამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპ და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტების თანდასწრებით კომენტარები გააკეთეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის პატივია  ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა და მასთან მოლაპარაკებების წარმოება. ტრამპის თქმით, ის  პუტინთან ერთად, აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დადებით შედეგებს მოელის.

თავის მხრივ ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია ამგვარი პირისპირი შეხვედრები და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შეხვედრას ასევე ესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here